მარიამ ელიაშვილი
14.11.2016

 მეცნიერთა მიერ შექმნილი ეს ახალი მოწყობილობა - ნეიროპროტეზური ინტერფეისი ტრავმირებული ხერხემლის გვერდის ავლით უკაბელო კავშირს ამყარებს ტვინის ქვედა ნაწილსა და ფეხებს შორის. იგი უკვე წარმატებით გამოსცადეს პრიმატებზე. გამოგონების ავტორთა თქმით, ამ მოწყობილობის დახმარებით ახლო მომავალში ინსულტის ან რაიმე სხვა მიზეზით პარალიზებული ადამიანები კიდურების გამართულად ამოძრავებასა და სიარულსაც შეძლებენ.

ნინო შიშმანიძე
14.11.2016

  2015 წლის დეკემბრის თვეში "კარვების ქალაქში" მცხოვრები უკვლებლივ ყველა ბენეფიციარი თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. მიუსაფართა თავშესაფარი დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარეობს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 100 ბენეფიციარი იმყოფება, თუმცა მათი რიცხვი საკმაოდ ხშირად იცვლება. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებითა და 24 საათიანი ამბოლატორიული მომსახურებით.

მამუკა ნაცვალაძე
14.11.2016

 IX -ის დასავლეთ ევროპის მონასტრებში საგანგებოდ აღავლენდნენ სავედრებელ ლოცვას: "უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან". ჩრდილოეთიდან წამოსული ვიკინგები - იგივე ვარიაგები, ვარანგები, ნორმანები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ევროპას. მოსახლეობა დათრგუნული იყო მათი სისასტიკით.

ეკატერინე ბასილაია
12.11.2016

 არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში დიდი გაურკვევლობა გრძელდება. პარტიებიდან მიდიან ლიდერები და პარალელურად კეთდება განცხადებები ერთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე, თუმცა, პოლიტოლოგების პროგნოზითაც, ჩვენ ვხედავთ დევალვირებული პოლიტიკოსების სასაფლაოს, "წყალწაღებულების ხავსზე მოჭიდების" პროცესს და როგორი დიდი გაერთიანებაც უნდა შეიქმნას და როგორადაც უნდა გადაჯგუფდნენ პოლიტიკოსები თუ პარტიები, შედეგი არაფერი იქნება.

სალომე სარიშვილი
12.11.2016

 აფხაზეთში სამღვდელობის წარმომიადგენელთა ორ ჯგუფს შორის ვითარება ახლო მომავალში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს. ამასზე მიუთითებს ახალი ათონის მონასტერში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ გართულებების გარეშე დასრულდა, მრავალი კითხვა გააჩინა.

თაკო მათეშვილი
12.11.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" გარკვეული ჯგუფის გამოყოფას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ დაფინანსების პრობლემა რომ არ არსებობდეს, ეს აქამდეც მოხდებოდა.

თიკო ოსმანოვა
12.11.2016

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურ აქტივობას აგრძელებს, თუმცა ახლა უკვე ოპოზიციური ფლანგიდან და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ვახტანგ შამუგია
12.11.2016

 10 ნოემბერს, საღამოს 7 საათისათვის, ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარი-შარიფში არსებულ გერმანიის საკონსულოსთან მძლავრი აფეთქებისა და ინტენსიური სროლის ხმა გაისმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილით თავი სასტუმრო "ქფჭფკ რწეუდ"-თან აიფეთქა.

მამუკა ნაცვალაძე
12.11.2016

 კაროლინგების აღზევება ევროპის ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია, რამდენადაც სწორედ აქ ეყრება საფუძველი კარლოს დიდის იმპერიას, რომელიც გარკვეული საფუძველი გახდა თანამედროვე ევროპისა.

თეო გუდავაძე
12.11.2016

 დღესდღეობით საქართველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ან მომსახურებას სტუდენტებს ფასდაკლებით სთავაზობენ, თუმცა ამის შესახებ ძალიან ბევრმა არ იცის. სტუდენტებს შეღავათს სთავაზობენ თეატრები, ესთეტიკური სალონები, კლინიკები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, კვების ობიექტები და ა.შ.

ნათია ლომიძე
12.11.2016

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტა უფასურდება, ქვეყანაში ინფლაცია არ შეინიშნება. სავაჭრო ბაზარზე მხოლოდ შაქრისა და საწვავის ფასმა მოიმატა, დანარჩენი პროდუქტის ღირებულება ან იკლებს, ან უცვლელი რჩება. სპეციალისტები ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ: იმპორტიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება და საქართველოს მოსახლეობის არამსყიდველუნარიანობა. ამ ორი ფაქტორის გამო ინფლაცია ჯერჯერობით მიზერულია.

მარი ჩიტაია
12.11.2016

 ლარი კრიტიკულ ნიშნულზე რჩება. სპეციალისტების აზრით, ძალიან ახლოს ვართ რეალობასთან, როცა ლარის კურსმა შეიძლება ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადააბიჯოს და 2,60-2,70-ს მიაღწიოს, რაც განაჩენი იქნება ეკონომიკისთვის. ეროვნულმა ვალუტამ უკვე ყველა ნორმა დაარღვია, ახლა საუბარია იმაზე, რომ კურსი საბედისწერო ზღვრამდე არ მივიდეს. ასეთ სცენარს ეკონომისტების უმეტესობა დასაშვებად მიიჩნევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×