მამუკა ნაცვალაძე 17.11.2016
საქართველოს ისტორიაში რამდენიმე საჩოთირო საკითხია. ეს თემები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ქართველი მემატიანეები გასაგები მიზეზის გამო გაურბიან მათზე საუბარს, ამიტომაც პოზიციაც ოფიციალურია, რომელიც უმთავრესად სამეფო კარის ინტერესებითაა ნაკარნახევი, თუმცა რამდენად მართებული და სამართლიანია თავად სამეფო კარის პოზიცია, ეს უკვე სხვა საკითხია.
|
თეო გუდავაძე 17.11.2016
დროთა განმავლობაში, ადამიანის ყოველდღიური ყოფის გათვალისწინებით, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, ფუნქციები. დიასახლისებმა თითქოს უკანა პლანზე გადასწიეს ოჯახის მოვალეობები და პრიორიტეტად სხვა რამ აირჩიეს. ისინი უარს ამბობენ ლამის ყოველგვარ საოჯახი საქმეზე, ეს იქნება სახლის დალაგება, ბავშვების მოვლა, ჭრა-კერვა, ზამთრის მარაგის მომზადება თუ სხვა.
|
ეკატერინე ბასილაია 16.11.2016
რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენას იბრუნებს, რაც უკვე გაფორმდა ორ ქვეყანაში, მოლდოვასა და თვით ნატო-ს წევრ ბულგარეთში, სადაც ღიად პრორუსი პრეზიდენტები აირჩეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელ დასავლეთს ეკონომიკური სანქციებით თუ მთელი რიტორიკით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და მის დასუსტებას ცდილობს.
|
ნინო ქეთელაური 16.11.2016
ციება, მაღლი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომლის შემთხვევაშიც ექიმს უნდა მიმართოთ - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია.
|
თიკო ოსმანოვა 16.11.2016
"ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - თანაპარტიელები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, დეკემბერში გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, შეიძლება პარტიის დაშლის და ორად გახლეჩის საფუძველიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც საუბრობენ.
|
ელზა პაპოშვილი 16.11.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სასკოლო რეფორმის გეგმას განათლების სფეროს ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის რამდენიმე ძირითადი პარამეტრის შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება.
|
ვახტანგ შამუგია 16.11.2016
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაფორმდეს შეთანხმება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე. მან რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს სომხეთთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
|
სალომე სარიშვილი 16.11.2016
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ელემენტის ამ ნუსხაში შეტანის ინიციატორი კი ფოლკლორის ეროვნული ცენტრია. როგორც "რეზონანსს" ძეგლთა დაცვის სააგენტოში განუცხადეს, რიტუალი თავისი მნიშვნელობითა და დატვირთვით მეტად საინტერესო და გამორჩეულია, თუმცა უკვე მივიწყებისა და დაკარგვის საშიშროების წინაშე მდგარი.
|
თიკო ოსმანოვა 16.11.2016
"ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, პარტიის ორად გაყოფის ალბათობა დიდია, ამიტომ იგი თანაგუნდელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ერთიანობა და არ დაუშვან პარტიის დაშლა. მისივე თქმით, შეუძლებელია, პარტიამ პოლიტდევნილი ლიდერების ხელმძღვანელობით ბრძოლა კიდევ დიდხანს გააგრძელოს და სერიოზული წარმატების იმედი ჰქონდეს.
|
თიკო ოსმანოვა 16.11.2016
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის აზრით კი პარტიის მიმართ ინტერესი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ამიტომ "ნაციონალების" დაშლას არავინ დაუშვებს. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევას, ამასთან დაკავშირებით დარჩიაშვილი საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და კოლეგების მოსაზრებას ელოდება.
|
ია აბულაშვილი 16.11.2016
თბილისის მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობასა და მათი რჩევით მერის შესრულებულ თუ შეუსრულებელ დაპირებებზე "რეზონანსი" საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა. მას შევეკითხეთ ასევე, იმაზე, რომ მწერალთა კავშირმა და კიდევ ორმა გაერთიანებამ ლიტერატურაში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამაზე მწერალი ამბობს, "მოგეხსენებათ, დღემდე ქართველ მწერალთათვის ნობელის პრემია ვერ გაიმეტეს და მეც დიდი შანსი მაქვს იმისა, რომ ჩემი წინამორბედების ბედი გავიზიარო".
|
თაკო მათეშვილი 16.11.2016
პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირის მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიუროკრატთა ჯგუფი ამ გაერთიანებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. "ისინი ერთი ხელით რუსეთში ბიზნესებს აკეთებენ და მეორე ხელით ემუქრებიან მას," - აცხადებს იგი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|