გვანცა ღვედაშვილი
21.11.2016

 "სიტი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, დედაქალაქში შესაძლოა, პარკინგის საათობრივი გადასახადის სისტემა შემოვიდეს. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ გააჟღერა.

სალომე სარიშვილი
21.11.2016

 საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შემდგომ, პარლამენტმა ნდობა განახლებულ მთავრობას უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საზოგადოება ახალ მინისტრთა კაბინეტზე დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შეიტყობს. მანამდე კი პოლიტოლოგები "მთელ კვირასთან" საუბრისას შეცვლილი მინისტრების განვლილ საქმიანობას აფასებენ და განახლებით მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

ეკატერინე ბასილაია
21.11.2016

 რუსული პროპაგანდისტული აქტივობები შესაძლოა მალე ოფიციალურად აიკრძალოს. ახალი მოწვევის პარლამენტში მალე შევა არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც უნდა აიკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, გადაცემები და რეკლამები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. შემდეგ კი ჯერი "ქართულ ოცნებაზეა", რომლის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რუსული პროპაგანდა დიდი არ არის. ამის მიუხედავად იდეას მიესალმებიან, მაგრამ მთავარი დეტალებია და ამ დეტალების გაცნობის გარეშე ვერ ისაუბრებენ რას დაუჭერენ მხარს და რას - არა.

თაკო მათეშვილი
21.11.2016

 "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შეცვლა-განახლების იდეა სპეციალისტებში კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საკითხი თავდაპირველად პრეზიდენტმა წამოწია, რომელიც ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა.

ვახტანგ შამუგია
21.11.2016

 18 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრების შემდეგ, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა. ის დაესწრება იმ საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც რუსეთის კათალიკოს-პატრიარქის, კირილეს 70-ე წლის იუბილეს ეძღვნება.

ნინო ქეთელაური
21.11.2016

 "თუ ორივე მხარემ აკადემიური პრინციპებით მოქმედება არ მოისურვა და ისევ ურთიერთლანძღვის რეჟიმში დარჩა, ჩვენ დავკარგავთ 4 წელიწადს და მომავალზე საუბრის ნაცვლად, ისევ წარსულში ჩავეფლობით. პოლიტიკოსებმა კი საკუთარ თავს დააბრალონ რა განწყობასაც ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ", - ამის შესახებ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა "მთელი კვირასთან" "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" სამომავლო ურთიერთობის შეფასებისას განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
21.11.2016

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში შვილმა მშობლებს თავი მოკვეთა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, თავმოჭრილი მოხუცები მათმა ქალიშვილმა დილით იპოვა, როდესაც ის მეზობლისგან სახლში დაბრუნდა.

თიკო ოსმანოვა
21.11.2016

 არჩევნების შემდეგ მედიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება - დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტურია. გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. ამბობს, რომ წასვლაზე დიდი ხანია ფიქრობდა, ახლა კი ამისთვის საუკეთესო დროა.

თაკო მათეშვილი
21.11.2016

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე სოფო კილაძე "მთელ კვირასთან" ინტერვიუში სამომავლო გეგმებსა და საკუთარ ხედვებზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ადამიანების უფლებები საქართველოში იმაზე უკეთ იყოს დაცული, ვიდრე დღეს არის.

მარიამ ელიაშვილი
21.11.2016

 28 ოქტომბერს სინხუანის უნივერსიტეტის ონკოლოგებმა უახლესი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიის - ქრისპერის გამოყენებით ადამიანის ორგანიზმიდან ფილტვის კიბოს მატარებელი უჯრედები ამოკვეთეს და მოდიფიცირებული გენებით ჩაანაცვლეს. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ამ გზით მკურნალობის გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.

მამუკა ნაცვალაძე
21.11.2016

 XIII-ნის 70-90-იანი წლები ურთულესი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. სულ მცირე ხნის წინ მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ქვეყნიდან აჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო. იდგა ჟამი მონღოლთა ზეობისა, იმ მონღოლებისა, მთელ წინა აზიას საკუთარ დაკრულზე რომ ატრიალებდნენ.

შოთა თხელიძე
21.11.2016

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მთავრობის შეთავაზებას დათანხმდა და 12 ნოემბერს ოფიციალური განკარგულება გასცა, რუსულ-სომხური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს. სამხედრო თანამშრომლობის პროექტის ინიციატივა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და საგარეო უწყებასთანაა შეთანხმებული. შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმოება ამ ორი უწყების მინისტრებს დაევალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×