თიკო ოსმანოვა
26.11.2016

 მდგარადი, თავისუფალი მედიის განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის სფეროების გამოვლენა - ამ და სხვა საკითხებზე გუშინ გოეთეს ინსტიტუტში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტები მსჯელობდნენ. საერთაშორისო კონფერნციას ორგინიზება "ნორვეგიის გამოხატვის თავუსუფლების ფონდმა" და გერმანულ ფონდ "ცაიტმა" გაუწია.

სალომე სარიშვილი
25.11.2016

 არასაპარლამენტო ოპოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე ისევ ვერ თანხმდება, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს კვალიფიციური სუბიექტების ნაწილი. მათი თქმით, მსჯელობა და კონსულტაციები სამომავლო გეგმებსა და მათ შორის გაერთიანებაზე ისევ გრძელდება, თუმცა კვლავ აზრთა სხვაობისა და კონსენ-სუსის გარეშე.

ნინო ქეთელაური
25.11.2016

 "ისე საუბრებში ვერავინ გვეკამათება, ყველამ იცის, რომ "სითი პარკთან"კონტრაქტი გასაწყვეტია, მაგრამ, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, ეს უკვე პოლიტიკის საკითხია", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

გვანცა ღვედაშვილი
25.11.2016

 ცესკოს წინააღმდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" საია-სთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პარტია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას იმ განკარგულების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც "მრეწველებს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდებათ, რაც ცესკო-ში საარჩევნო კომიისის წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს, რითაც ისინი ადგილს "თავისუფალი დემოკრატებს" ართმევენ.

თაკო მათეშვილი
25.11.2016

 უახლოეს მომავალში შესაძლებელია შინაპატიმრობისა და წინასააღკვეთო პრობაციის პრაქტიკა იქნას შემღებული. ინიციატივას, რომელიც გუშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახი კახიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, სპეციალისტები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ჰუმანურობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ნათია ლომიძე
25.11.2016

 საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. მართალია დარეგისრირებული საწარმოთა რაოდენობა შთამბეჭდავ რიცხვს აღწევს, მაგრამ წარმატებული მაგალითები ნაკლებია. მეწარმეები ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა დედაქალაქში აწარმოონ, რაც რეგიონებისთვის დიდი პრობლემაა. ყველაზე სავალალო ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

მარი ჩიტაია
25.11.2016

 სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს. მშპ-ს მაჩვენებლის წარამარა ცვლით სავალუტო ფონდი აშკარად სასაცილო სიტუაციაში იგდებს თავს.

თიკო ოსმანოვა
25.11.2016

 აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე უახლოეს მომავალში საერთაშორისო ძებნა დაიწყება. თუმცა იურისტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და დარწმუნებულნი არიან, არც აფხაზეთი და არც რუსეთი საქართველოს კანჯი ოღლის არ გადმოსცემს. ამიტომ შს მინისტრის ამ განცხადებას პიარ სვლად აფასებენ.

ია აბულაშვილი
25.11.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი ფაქტობრივი მასალა არსებობს საქართველოში ლითონის დამამუშავებელი კერების არსებობაზე, მეტალურგიული წარმოების განვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო მეტალურგიის უძველესი კერაა მსოფლიოში; რომ ქართველებს ლითონთა დამუშავების მრავალი ისეთი ხერხი სცოდნიათ, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს ამ დარგის სპეციალისტები.

აკაკი გვიმრაძე
25.11.2016

 "საქართველოს მთავარი ამოცანაა, შეძლოს ბალანსირება, შეძლოს პარტნიორობა რეგიონის მთავარ მოთამაშეებთან, მათ შორის რუსეთთან, აწარმოოს მასთან პრაგმატული პოლიტიკა", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში სამხრეთ კორეას ნაციონალური დიპლომატიური აკადემიის ევროპისა და აფრიკული დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, პროფესორმა კომ, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს და არაერთი ნაშრომი აქვს გამოცემული აქ მიმდინარე პროცესების შესახებ.

ეკატერინე ბასილაია
24.11.2016

 ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული იქნება, სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ და დიდი ალბათობაა, ის დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.

ელზა პაპოშვილი
24.11.2016

 საბურთალოზე, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე ჩემოდანში ჩადებული შუახნის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცხედრის აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, შემაწუხებელი სუნის გამო, სამართალდამცავები გამოიძახეს და მეზობლად მდებარე სახლის სარდაფის შემოწმება სთხოვეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×