ნინო ქეთელაური 30.11.2016
სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი რელიგიის შეურაცხყოფას შორის და უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია სკოლებში - ეს ის საკითხებია, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
|
ეკატერინე ბასილაია 29.11.2016
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ რუსეთის მხრიდან შესვლის პირველი შემთხვევა მალე სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ იქნება. ამ ცვლილების მიღება პარლამენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ეს არის ის პირველი კანონპროექტი, რისი გადახედვითაც დაიწყო საქმიანობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალი მოწვევის პარლამენტში.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.11.2016
მე-9 მოწვევის პარლამენტი არ აპირებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვის გაგრძელებას, რომელზეც მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო. ამის ერთადერთ მიზეზად უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის შექმნას ასახელებს.
|
სალომე სარიშვილი 29.11.2016
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, მიღებული შედეგი არალეგიტიმურია. თუმცა, ეს მხოლოდ 9 პარტიის პოზიციაა, რომელსაც სხვა დანარჩენი არ იზიარებს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ამ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
|
მარი ჩიტაია 29.11.2016
საქართველოს ეკონომიკა ხაფანგშია. ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ პროცესები ქვეყანაში იმდენად დაამუხრუჭა, რომ გონზე მოსასვლელად და ძალების მოსაკრებად ახლად დაკომპლექტებულ მთავრობას დრო არ ეყოფა. საბედისწეროდ ემთხვევა ერთმანეთს ლარის გაცვლითი კურსი და ვალების გასტუმრების პერიოდი, რაც ქვეყნის გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ფინანსისტები ამბობენ, ყველაზე დიდი პრობლემა, შესაძლოა, მთავრობას სწორედ ვალებთან დაკავშირებით შეექმნას.
|
თაკო მათეშვილი 29.11.2016
ახალქალაქში საგზაო ბანერებზე მალე ქართულთან ერთად სომხური წარწერები გაჩნდება. ამ ინიციატივამ სპეციალისტებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ამაში ინტეგრაციული პროცესებისადმი ხელის შემშლელს ვერაფერს ხედავს და დასძენს, რომ ეს საჭიროცაა, რადგან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართული უბრალოდ არ იცის და შესაბამისად არც ქართული წარწერების წაკითხვა ძალუძთ.
|
ია აბულაშვილი 29.11.2016
ქართული კალენდრის შექმნის ისტორიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო ცნობა გავაცნოთ, რომელიც საქართველოში კალენდრის გამოგონებას უკავშირდება.
|
მარი ჩიტაია 29.11.2016
საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. 2016 წლის მეორე კვარტალის მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 26 ათასით ჩამორჩება. ერთი მხრივ, ცვლილება შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციას უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა ამ პროცესზე ლარის დევალვაციამაც მოახდინა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სავალუტო კრიზისის გამო, დასაქმებულთა რაოდენობა სამომავლოდაც შემცირდება, განსაკუთრებით, მომსახურების სფეროში.
|
რეზონანსი 29.11.2016
ორი და მემკვიდრეობით მიღებულ ფორთოხალს ვერ იყოფს. ორივე თავგამოდებით იბრძვის ფორთოხლისთვის და არცერთს სურს დათმობა.
|
მარიამ მაჭავარიანი 29.11.2016
მთავრობაში ხუდონჰესის ახალი პროექტის შემუშავებაზე ალაპარაკდნენ. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, ამჯერად საუბარი აღარ მიდის ადგილობრივი მოსახლეობის აყრა-გადასახლებაზე. ზუსტი ინფორმაცია ჯერ არავის აქვს, მაგრამ დაპირისპირებული მხარეები საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან.
|
მარიამ მაჭავარიანი 29.11.2016
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი - არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი წარადგინა. აღნიშნულმა კანდიდატურებმა საბანკო სფეროს ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ისინი ელოდნენ, რომ ახლა მაინც წარსულს ჩაბარდებოდა ის დრო, როცა ეროვნულ ბანკში ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ადამიანები იკავებდნენ საკვანძო პოზიციებს, თუმცა მესტვირიშვილისა და კიკორიას შემთხვევაში საქმე პირიქითაა.
|
მარი ჩიტაია 29.11.2016
საავტომობილო ბიზნესში რეექსპორტის მიმართულებით სიახლეებია. ტრადიციული ბაზრები თითქმის დაკარგულია, მაგრამ ახალი მიმართულება გამოიკვეთა. აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ სულ ახლახან, რეექსპორტის მცირე შესაძლებლობა გაჩნდა უკრაინაში. როგორც იმპორტიორები ამბობენ, ამ საქმიანობით მხოლოდ მცირე სეგმენტია დაკავებული, თანაც ინტერესი მხოლოდ კონკრეტული მარკის მიმართაა. ასეთი ავტომობილია "პასატი". უკრაინელები რატომღაც სწორედ ამ მოდელით ინტერესდებიან. ამერიკიდან ჩამოყვანილი ყოველი 10 მანქანიდან 4-5 უკრაინის ბაზარზე მიდის.
|