თიკო ოსმანოვა
24.11.2016

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა განიხილავს. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. არგუმენტი საქმის სამართლებრივი სირთულეა, რისაც ტელეკომპანიის დაცვის მხარეს არ სჯერა.

თაკო მათეშვილი
24.11.2016

 პოლიტოლოგი, საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა სამთავრობო ცვლილებებს ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ თითოეული ნაბიჯი საჭირო იყო. დარწმუნებულია, რომ ამით ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა და რომ რამდენიმე მინისტრის შეცვლა-გადანაცვლებით ვერც სოციალური გარემო გაუმჯობესდება.

ელზა პაპოშვილი
24.11.2016

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ახალი მთავრობის მთავარი საზრუნავი, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, საზოგადოებასთან უშუალო და მჭიდრო კონტაქტი იქნება, რათა მოსახლეობამდე მის მიერ გაკეთებული ყველა საქმე თავად მიიტანოს.

მარი ჩიტაია
24.11.2016

 ხალხი მსხვილ შენაძენს ვეღარ აკეთებს. სავალუტო კრიზისმა და შესაბამისად, მსყიდველუუნარობამ ქვეყნის უძრავ-მოძრავ ბაზარს საგრძნობი ზარალი მიაყენა. თვიდან თვემდე იკლებსუძრავი ქონებისა და ავტომობილების რეალიზაცია. როგორც აღმოჩნდა, ორივე მიმართულებით ფასი 15%-ითაა შემცირებული, ხოლო გაყიდვის მოცულობა განახევრდა.

თამარ მუკბანიანი
24.11.2016

 ახალგაზრდების უმეტესობა ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ახალ ამბებს ტელევიზიის საშუალებითაც იგებენ, მაგრამ, ფაქტობრივად, შეუძლებელია 30 წელს ქვემოთ ადამიანის პოვნა, რომლისთვისაც ინფორმაციის წყარო ბეჭდური მედიაა. თანამედროვე თაობა ელექტრონული მეთოდით მყისიერად და ლაკონიურად იღებს ინფორმაციას, რომელსაც ტელევიზია და პრესა მოგვიანებით ვრცლად აწვდის.

ნათია ლომიძე
24.11.2016

 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებების ჯერი დადგა და როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გადააჯგუფეს. ეს დასტურია იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა ვერ შეძლებს ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებას, რადგან ვითარება საკმაოდ რთულია. ბოლო დროს მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ახალი მინისტრები ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას.

თიკო ოსმანოვა
24.11.2016

 ევროპარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის სპეციალური რეზოლუცია მიიღო. თუმცა ეს არ არის სავალდებულო ხასიათის, ამიტომ ძნელი სათქმელია, ევროკავშირის ქვეყნები გაითვალისწინებენ თუ არა ამას. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ეს რეზოლუცია საქართველოზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა ზოგადად ამ განცხადებას მიესალმება.

ია აბულაშვილი
24.11.2016

 ძველად გიორგობას საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს ზეიმობდნენ, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულთან იყო დაკავშირებული. ქართულ მეტყველებაში წმინდა გიორგი უკვდავყოფილი იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით ლოცვა.

მამუკა ნაცვალაძე
24.11.2016

 საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე არაერთი მტერი შემოსევია. მათგან მონღოლებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. XIII ს-ის II ნახევრიდან სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა - ორი სრულიად განსხვავებული კულტურის კონფლიქტი აშკარად წარმოაჩენდა, თუ რა დამღუპველი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო კულტურული თუ სამხედრო-პოლიტიკური ბატალიები ჩვენი სამშობლოსათვის.

თიკო ოსმანოვა
23.11.2016

 მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირკაშვილმა რადიკალური ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. ცვლილება ეკონიმიკურ გუნდს შეეხო. ნოდარ ხადური, გელა დუმბაძე, დავით ბაქრაძე და ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური წინსვლის კუთხით "თვისობრივი ცვლილებები" მოხდება.

ეკატერინე ბასილაია
23.11.2016

 "სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მსჯელობაა იმაზე, რომ კონსოლიდირებულად მივაღწიოთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. "ქართულ ოცნებასთან" ამ თემაზე ბრძოლა რომ გვიწევს, ეს ირონიულადაც კი ჟღერს, რადგან ეს ადამიანები თავად იყვნენ ამ სისტემის გაუქმების ინიციატორები და დღეს კი წინააღმდეგნი არიან და მათ უნდა ვეომოთ. არის მცდელობა მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს ამ საკითხში და სამოქმედო გეგმის კონტურებიც მალე გამოიკვეთება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია.

გვანცა ღვედაშვილი
23.11.2016

 პარლამენტში "ქართული ოცნება - მრეწველების" ფრაქციის შექმნის შედეგად პარტია "მრეწველებს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით დაენიშნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, რასაც პროტესტით შეხვდნენ "თავისუფალი დემოკრატები", რადგან ამის შედეგად დაფინანსებით მათ "მრეწველებმა" აჯობეს, შესაბამისად, მათ ცესკოში წარმომადგენელი დაკარგეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×