მარიამ მაჭავარიანი 22.11.2016
მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შიმშილობს. საქართველოში, დაუბალანსებელი კვების გამო, ადამიანები ე.წ. "ფარულ შიმშილს" განიცდიან, ეძალებიან პურს და ამ დროს სხვა პროდუქტებიდან სიცოცხლისთვის აუცილებელ კალორიებს ვერ იღებენ. შედეგიც არ აყოვნებს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოს აქვს.
|
ეკატერინე ბასილაია 22.11.2016
მე-9 მოწვევის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ერთგვარი ხმაურითა და ბრალდებებით, მაგრამ უკვე თითქმის საბოლოოდ დასრულდა. ამ გადანაწილებისას "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის პირველი დაპირისპირებაც დაფიქსირდა, რაც გამოიწვია იმან, რომ იურიდიულ კომიტეტში მოადგილის ოპოზიციური კვოტით "ოცნებამ" არჩევანი "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ნატო ჩხეიძეზე გააკეთა და არა "ნაციონალ" ოთარ კახიძეზე.
|
ელზა პაპოშვილი 22.11.2016
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისას, პრემიერ-მინისტრმა პირველ რიგში, ერთიანი გუნდის ფორმირება უნდა შეძლოს, რადგანაც საპარლამენტო მმართველობის პირობებში, მთავარი მთავრობის ერთიანობა და გუნდური მუშაობა იქნება.
|
თაკო მათეშვილი 22.11.2016
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის საგარეო კურსის კონტურები უკვე იკვეთება და შეიძლება ითქვას, რომ იგი რამდენადმე განსხვადება წინასაარჩევნო კამპანიისგან შექმნილი მოლოდინისგან. როგორც ირკვევა, აშშ არც ნატოს მხარდაჭერის შემცირებას აპირებს და ეს ყველაფერი საქართველოშიც აჩენს იმის იმედებს, რომ იგივე პრინციპი ჩვენ ქვეყანაზეც გავრცელდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.11.2016
"პოლიტიკური უკულტურობა," - ასე აფასებს "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტში "ქართული ოცნება-"მრეწველების" ფრაქციის შექმნას.
|
ნინო ქეთელაური 22.11.2016
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, "აუდიტორი 115" არალეგიტიმურად სცნობს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აუდტორია 115-ის" წევრი გიორგი ჯავახაძე აცხადებს, არჩევის წესი "არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია", რის გამოც მათ ორგანიზაციას სარჩელი საკონსტიტუციო სამსამართლოში აქვს შეტანილი.
|
მარი ჩიტაია 22.11.2016
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ვადა შეიცვალა. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტექდათვალიერების ვალდებულება ძალაში ვერ შევა, მაგრამ არც ის არის ცნობილი, რეალურად რა დროიდან დაწესდება ტექდათვალიერების ვალდებულება. ფაქტია, რომ რეფორმამ ვერ იმუშავა, წლის ბოლოა და აკრედიტებული ცენტრების მიერ შემოწმებული მანქანების რაოდენობა 200 ერთეულს ვერ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე ავტომფლობელები მასობრივად უნდა დაჯარიმდნენ ან მთავრობამ სატრანსპორტო რეფორმის წარუმატებლობა აღიაროს.
|
მარიამ მაჭავარიანი 22.11.2016
საქართველოში მცირე ავტოგასამართი სადგურების ბუმია. თუკი 2012 წლამდე ნავთობპროდუქტების ბიზნესს სულ რამდენიმე კომპანია აკონტროლებდა, 2012 წლის შემდეგ ბაზარი წნეხისგან გათავისუფლდა და ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების გვერდით არაბრენდირებულებმაც წამოყვეს თავი. შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს მასშტაბით მცირე აგს-ების რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით იზრდება და ეს დარგი გაცილებით კონკურენტუნარიანი ხდება.
|
რეზონანსი 22.11.2016
სათაურში გამოტანილი ფრაზის მნიშვნელობაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია გაიაროთ თბილისის ქუჩებში და ყურადღება მიაქციოთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ საკრედიტო ორგანიზაციებს.
|
მარი ჩიტაია 22.11.2016
საქართველოდან საექსპორტოდ გატანილი პროდუქციის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. გარდა იმისა, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ძალიან დიდია, ბოლო თვეების განმავლობაში ექსპორტი თავდაღმა მიექანება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი 1701 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 7 პროცენტით ჩამორჩება.
|
მარი ჩიტაია 22.11.2016
სარეკლამო ბაზარი არჩევნებმა ცოტათი გამოაცოცხლა. პოლიტიკური რეკლამისთვის ყველაზე დიდი ასპარეზი ტრადიციულად სატელევიზო სივრცე აღმოჩნდა. წინა წლებისგან განსხვავებით, სარეკლამო ბაზარი სხვადასხვა ტელეარხებისთვის გათანაბრდა. ეს ერთადერთი ტენდენციაა, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეინიშნება.
|
თიკო ოსმანოვა 22.11.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის - უზენაეს სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე მსჯელობა დაიწყო, თუმცა როდის გაიმართება მორიგი სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას, როდის მიიღებენ, უცნობია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|