ია აბულაშვილი
23.11.2016

 ქართული კინოს ისტორიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამიტომ თავს არ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული კინოცხოვრებიდან.

თაკო მათეშვილი
23.11.2016

 მინისტრთა ახალ კაბინეტში მომხდარ ცვლილებებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკურ გუნდში ეს გადაადგილებები ლოგიკურია. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ერთი კუთხით გადადგმული ნაბიჯები მთავრობას უფრო ეფექტურს ვერ გახდის და შესაბამისად, ინსტიტუციური ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს.

თაკო მათეშვილი
23.11.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, დოლიძემ მას ამის შესახებ პარტიიდან წასვლის შემდეგ უთხრა.

ელზა პაპოშვილი
23.11.2016

 შარტავას ქუჩაძე 16 წლის გოგონას ცხედარის აღმოჩენის შემდეგ, მისი თვითმკვლელობის სხვადასხვა ვერსია დასახელდა. გარდაცვლილი გოგონა მისმა უმცროსმა დამ და მშენებლობაზე მომუშავე მუშამ აღმოჩინეს, მას ოჯახი ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

ელზა პაპოშვილი
23.11.2016

 თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გუშინ დილით ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული დაახლოებით, 20 წლამდე ასაკისაა და სავარაუდოდ, სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი.

სალომე სარიშვილი
23.11.2016

 გაეროს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის" მიერ ჩატარებული მოსახლეობის კვლევის ახალი მონაცემების თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

ნათია ლომიძე
23.11.2016

 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რამდენიმე წელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, ხალხი ექიმთან ვიზიტს, გადაუდებელი სიტუაციის გარდა, ვერ ახერხებს. განსაკუთრებით პრობლემურია იმ მომსახურების მიღება, სადაც სახელმწიფო დაზღვევა არ მოქმედებს. მოქალაქეებს უჭირთ მედიკამენტების შეძენაც, რომელზეც ფასი დღითი დღე იზრდება. სპეციალისტები სამედიცინო სექტორში ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. ისინი საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლიბების განხორციელების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

თეო გუდავაძე
23.11.2016

 ავტოსტოპი საქართველოში, შეიძლება ითქვას, ახალი დანერგილი მიმდინარეობაა, რომელიც მგზავრობის ყველაზე იაფი მეთოდია. ახალგაზრდებისთვის იგი საკმაოდ საინტერესო, სათავგადასავლო და ახალი ისტორიებით სავსე გადაადგილების საშუალებაა. ხშირად შეხვდებით მთავარ მაგისტრალზე ადამიანს, რომელიც ხელის აწევით აჩერებს მანქანას და მიჰყვება გარკვეულ პუნქტამდე. სანამ დანიშნულების ადგილზე მივა, შესაძლოა, ბევრი ტრანსპორტის გამოცვლა მოუხდეს. ეს თავისთავად გულისხმობს უფრო მეტი ადამიანის გაცნობას და საინტერესო ურთიერთობას.

მარი ჩიტაია
23.11.2016

 საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების და გრანტების მიღება ვერ შეძლო. ჯერჯერობით მხოლოდ საგრანტო თანხაა ათვისებული, ისიც 6,2%-ით, რაც თანხობრივად 7,7 მლნ ლარია. 2016 წელს მისაღები გრანტის დაგეგმილი რაოდენობა კი 125 მლნ ლარია. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით ქვეყანას 395 მლნ ლარი უნდა მიეღო, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და 1 თეთრიც არ არის შემოსული. რაც შეეხება საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს, 1,075 მლრდ ლარის ნაცვლად, 587 მლნ ლარია მიღებული. გამოდის, რომ გეგმის მხოლოდ ნახევარია შესრულებული.

მარიკა გოგოხია
23.11.2016

 საბანკო სექტორი ფარმაცევტულ ბაზარსაც გადასწვდა. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც "საქართველოს ბანკთან" ასოცირდება, ბაზრის სერიოზული მოთამაშე ხდება. ფაქტობრივად, არ დარჩა ეკონომიკის თითქმის არც ერთი მიმართულება, სადაც ბანკების დიდი გავლენა არ იგრძნობა. ყველგან, სადაც კი ამ სეგმენტმა შეაღწია, კონკურენციას სერიოზული საფრთხე შეექმნა.

გვანცა ღვედაშვილი
23.11.2016

 რა გამოწვევების წინაშე დგას და რა ვალდებულებები შეასრულა საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, რამდენად არის სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იმ რეფორმების გატარებაში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. აღნიშნულ საკითხებეთან დაკავშირებით, თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" ყოველწლიური კონფერენცია "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ჩატარდა.

ნათია ლომიძე
22.11.2016

 ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობენ. მსგავს ორგანიზაციებს, მოსახლეობის ნაწილი გენიალურად დაგეგმილ "აფიორას" უწოდებს, ნაწილს კი შემოსავლის ერთადერთ და მარტივ წყაროდ მიაჩნიათ. სპეციალისტები ამგვარ ორგანიზაციებს ფინანსურ პირამიდას ამგავსებენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. კომპანიებს, სადაც გაწევრიანება საკმაოდ სოლიდურ თანხას უკავშირდება, დაზარალებულებიც მრავლად ჰყავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×