ნინო შიშმანიძე
19.11.2016

 პროექტის "ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო" ფარგლებში, თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სპეციალური აბრები და ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა, რომელიც ცხოველების მეპატრონეებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს. 2017 წლისთვის კი ქალაქის რამდენიმე უბანში კინოლოგიური პარკის გაშენება იგეგმება.

ია აბულაშვილი
19.11.2016

 "აქ ძალიან უცნაურ ხალხს იპოვით, პოეტებსა და მხატვრებს, ფილოსოფოსებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, მსახიობებს. პაოლო იაშვილი, ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ლიდერი, თბილისის მთავარ ბულვარში, კაფე "ინტერნაციონალში", გულითადი სუფრით შთაგონებული ავიდა სკამზე და ხმამაღლა წარმოთქვა - არა პარიზი, არამედ თბილისი არის მსოფლიო კულტურის ცენტრი", - ასე იხსენებდა ინგლისელი ჟურნალისტი კარლ ბიჰოუფი გასული საუკუნის 20-იანი წლების თბილისს.

ეკატერინე ბასილაია
18.11.2016

 რუსული ულტრა თანამედროვე სარაკეტო სისტემა "ისკანდერები", რომლის რაკეტები 500 კილომეტრს ფარავს და რომელიც მოსკოვმა ახლა უკვე მეზობელ სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად განათავსა, უკვე ფასდება, როგორც ერთგვარი მუშტის მოღერება საქართველოს წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიიდან.

სალომე სარიშვილი
18.11.2016

 პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მათგან ერთი საქმე სააქციო საზოგადოება "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულებს, მეორე გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულისა და მესამე კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ნორა არღვლიანის საქმეს ეხება.

თიკო ოსმანოვა
18.11.2016

 დღეიდან ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყება, სადაც დეპუტატების მიერ ფიცის დადება და საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება მოხდება.

გვანცა ღვედაშვილი
18.11.2016

 "ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ამ რთულ ბრძოლაში მაქსიმალურად ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს, ან საერთოდ არ მოვიდნენ არჩევნებზე, ან მხარი არ დაუჭირეს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
18.11.2016

 "რა თქმა უნდა, განსხვავებული პოზიციები და ხმაურიანი განცხადებები იქნება, მაგრამ ცემა-ტყეპის ადგილი პარლამენტში არ არის. ვფიქრობ, ახალი და ძველი ძალების ერთად მუშაობა გაცილებით შედეგიანი და საქმეზე ორინტირებული იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინზე ვესაუბრეთ.

ანა იანელი
18.11.2016

 თანამედროვე მოდურ ტრენდებს შორის სელფი ერთერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სელფაობა ბევრისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა, ბევრისთვის კი საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად.

გვანცა ღვედაშვილი
18.11.2016

 რამდენად ქმედითი იქნება ახალი პარლამენტი და რამდენად შეძლებს უმრავლესობა რაოდენობრივად ბევრი, თუმცა ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღებას - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.

თეო გუდავაძე
18.11.2016

 კა-2 კოეფიციენტის რამდენიმე თვის შეზღუდვამ დედაქალაქში პრობლემა ჯერჯერობით ვერ აღმოფხვრა. ამიტომ თბილისის მერიაში რეგულაციის ვადის გაგრძელებას აპირებენ. დედაქაალრის მერმა დავით ნარმანიამ ამ ყველაფერს, გარკვეულწილად, ადასტურებს კიდეც. პარალელურად მშენებლები აცხადებენ, რომ თბილისის ცენტრი იმდენად გადატვირთულია, რომ ადგილი აღარც არის დარჩენილი.

მარი ჩიტაია
18.11.2016

 კახეთში, შარშანდელთან შედარებით, მზესუმზირის ფასი განახევრდა, სამაგიეროდ, წელს ძალიან კარგი მოსავალია და არც ხარისხია ურიგო. თუმცა, მიზერული ფასის გამო ხალხს რეალიზაციის პრობლემა შეექმნა. გადამამუშავებელი ქარხნები უმაღლესი ხარისხის პროდუქტში 1,10 ლარს ძლივს იხდიან, როცა შარშან 2,20 ლარზე იაფად მზესუმზირა არ გაყიდულა. ხალხი ეჭვობს, რომ ქვეყანაში იაფი ნედლეული შემოდის, რის გამოც ადგილობრივის ფასი დაეცა.

მარი ჩიტაია
18.11.2016

 მომდევნო წლებში საქართველოში პენსიის გაზრდა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებებში თქმულა რამე და არც 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაშია აღნიშნული. რამდენადაც ქვეყანა დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვაზე გადასვლას იწყებს, გამორიცხული არ არის, რეფორმის გამოისობით სოციალური პენსიის გაზრდაზე მთავრობამ უარი თქვას. პენსიის თუნდაც 20 ლარით მომატებისთვის, წელიწადში დამატებით 200 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტს ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×