თამარ ლომიძე 15.11.2016
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციებს უკვე პერმანენტულად მართავენ. ისინი კუთვნილი ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ რეალურად მათი პრობლემის მოგვარება ძალიან რთული იქნება თუ შეუძლებელი არა.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
ქვეყანაში იმპორტი მუდმივად მატულობს. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იმპორტი 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს, პირველ 10 თვეში საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პარალელურად იზრდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
ვერეს ხეობის განვითარების პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხეობის გამწვანება და კალაპოტის ფორმირებაა, რომელიც ვერეს განვითარების კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება. გარდა იმისა, რომ ხეობა ეკოლოგიურად უსაფრთხო ხდება, დამატებით საინტერესო სივრცე იქმნება, სადაც მნიშვნელოვან ადგილს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.
|
ნინო ქეთელაური 15.11.2016
მედია საშუალებების, მინისტრების ჩართულობა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები - ამ მიდგომით ლიტვამ მყარი ნარჩენების მართვის პრობლემა თითქმის დაამარცხა. როგორც ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიტიური ცვლილებების" დირექტორმა კაროლის სარგუნასმა განმარტა, საქმის 60% საზოგადოებასთან ურთიერთობამ შეასრულა, რომელზეც მოზიდული თანხის 70% დაიხარჯა.
|
თაკო მათეშვილი 14.11.2016
კომპანია "სიტი-პარკი" მერიასთან ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს. თუკი მერია ამას ცალმხრივად მოინდომებს, მას სასამართლო დავა ელის, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით.
|
ნინო ქეთელაური 14.11.2016
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული 48% ქმნის საიმისო გარემოს, რომ თუ პოლიტიკური საქმიანობა არასწორად წარიმართა, პროცესის ქუჩაში გადასვლის ალბათობა ძალიან მაღალია", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირას" ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 14.11.2016
ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობასაც ხელახლა დააკომპლექტებს, ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "მთელი კვირის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს და ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეეხება. ეს უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა.
|
ეკატერინე ბასილაია 14.11.2016
ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ისევ გადაიდო, მინიმუმ სამი-ოთხი თვით. ამაზე საუბრობს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ბრიუსელიდან და დაახლოებით იგივე მოლოდინი აქვს პარლამენტის ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილსაც, რომელიც აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გაზაფხულამდე მოცდა მოგვიწევს.
|
სალომე სარიშვილი 14.11.2016
არასაპარლამენტო ოპოზიცია სამომავლოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მიუხედავად ამ საკითხზე არსებული აზრთა სხვაობისა, მოსაზრების დონეზე ეს იდეა არსებობს. ამასთან, ოპოზიციამ უკვე აქტიურად დაიწყო ერთობლივი კონსულტაციები, რომელიც მათი განცხადებით, ჩატარებული არჩევნების შეფასებასა და სამომავლოდ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რამდენიმე მოთხოვნას შეეხება.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.11.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს . მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ პარტიას ჩამოაყალიბებს უსუფაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 14.11.2016
კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში, გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის მოსახლეობამ დაადასტურა.
|
ნატალია ჯალაღონია 14.11.2016
"რატომ ვგდივარ 25 წლის გოგო სახლში უხელფასოდ და უარაფროდ? უცხო ენა რომ არ ვიცი და დიპლომი რომ არ მაქვს, ვისი ბრალია, ჩემი? რატომ არ გადაამზადეთ რეპეტიტორები იმისთვის, რომ ჩემი საგამოცდოდ გადამზადება მოეხერხებინათ? მეჯავრება ყველა ის დამსაქმებელი, რომელსაც თვალების იქით გასაქანი არ აქვს, საერთოდ არ აინტერესებს შესაძლებლობა და მხოლოდ იმიტომ მტოვებს სახლში, რომ უსინათლო ვარ," - ეს 25 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირი მაგდა ბეჟანიშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, სამსახურს ეძებს. აქამდე მუშაობა 2 არასამთავრობო ორგანიზაციასა და ტელეკომპანია "თანამგზავრში" მოახერხა, თუმცა მცირე პერიოდით.
|