თამარ მუკბანიანი 16.11.2016
ავტომფლობელები ტექდათვალიერების აღდგენას ეთანხმებიან, მაგრამ ისინი ჯერ ვერ გარკვეულან, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ინსპექტირების პროცესში. შესაბამისი სტანდარტი უცხოურმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მალევე დაიქირავებს.
|
მარი ჩიტაია 16.11.2016
მთავრობის მიერ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებს თავგზა აუბნია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დოლარში სესხების გაცემა აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. სპეციალისტები მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო ბანკების ასოციაციას და საქართველოს ეროვნული ბანკს ახლა ის დრო უდგათ, როცა ლაპარაკს დუმილს ამჯობინებენ.
|
ნათია ლომიძე 16.11.2016
ტურისტული სეზონი ახლოვდება და საკურორტო ზონები დამსვენებლების მისაღებად მზად არიან. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ზამთრის კურორტები ისევ უცხოელი ტურისტების იმედად რჩებიან. ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისთვის საკმარისი თავისუფალი სახსრები არ გააჩნია.
|
თაკო მათეშვილი 15.11.2016
ევროპაში ნატოს ალტერნატიული სამხედრო ალიანსის შექმნაზე ალაპარაკდნენ, რომლის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან. საქართველოში ინიციატივას აშშ-ს არჩევნების გამოძახილად აფასებენ და ამბობენ, რომ ევროპამ დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ - ნატოს დაფინანსების შემცირების თაობაზე, თადარიგის დაჭერა დაიწყო, რათა უეცრად დაუცველი არ აღმოჩნდეს.
|
მარიამ მაჭავარიანი 15.11.2016
21-ე საუკუნის სენი და ვირტუალური ეპიდემიით დასნეულებული მოზარდების ხარჯზე აღებული დოლარები - კომპიუტერული თამაშების ბიზნესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. ამ ინდუსტრიის მოცულობა წელიწადში 100 მილიარდი დოლარს უტოლდება და ჯერ კიდევ უცნობია, სამომავლოდ რა უკუგებას მისცემს ეს თამაშები კაცობრიობას.
|
ელზა პაპოშვილი 15.11.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებამ მმართველობის რა გზა აირჩია. სურს თუ არა მას, რომ გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე აიღოს და ინსტიტუციონალური მმართველობა დაამკვიდროს, თუ ყველა საკითხის გადაწყვეტა, კვლავ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობამდე დაიყვანოს.
|
სალომე სარიშვილი 15.11.2016
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტს მიღმა დარჩენილ რამდენიმე თანაგუნდელს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მას რამე განცხადება არ გაუკეთებია. თავად ყოფილი დეპუტატები კი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
|
მარიამ მაჭავარიანი 15.11.2016
ლარის კურსის მორიგმა დევალვაციამ მსესხებლების მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა. თუკი შარშან, ლარის გაუფასურების გამო, აღებული კრედიტის მომსახურების სანაცვლოდ მომხმარებელი 500 მილიონი ლარით ზედმეტს იხდიდა, წლეულს ეს თანხა, შესაძლოა, 900 მილიონს გაუტოლდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.11.2016
ოდესის გუბერნატორობიდან პოროშენკოს წინააღმდეგ ოპოზიციაში ხმაურიანი გადასვლის შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა ვარაუდები იმაზე, რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს და რომ შესაძლოა მას ან უკრაინის დატოვება მოუწიოს, ან არც თუ შორეულ მომავალში, საქართველოში, ან უკრაინაში პატიმრობაში აღმოჩნდეს.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
მოსახლეობის შემოსავალსა და ხარჯს შორის კატასტროფული დისბალანსია. თუკი შარშან ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოში 284 ლარს შეადგენდა და ხარჯი 279 ლარი იყო, ახლა ის მცირე სხვაობაც კი ლარის დევალვაციამ შთანთქა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხალხს შემოსავლიდან მიზერული თანხაც არ რჩება. მათი მდგომარეობა არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც კი გაუსაძლისი ხდება.
|
ვახტანგ შამუგია 15.11.2016
მოლდოვის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკური ვექტორის კურსს იცვლის - ამის თქმის საფუძველს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტოლოგებსა და ანალიტიკოსებს 13 ნოემბერს, ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აძლევს.
|
მარი ჩიტაია 15.11.2016
დეკემბრიდან საქართელოს ეროვნული ბანკის საბჭოს რამდენიმე წევრი შეიცვლება და მისი სტრუქტურიდან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული კადრები საბოლოოდ გაქრებიან. სებ-ი დღესდღეობით ერთადერთი უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო უწყებაა, სადაც სააკაშვილის დროინდელი კადრები ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან. სპეციალისტების აზრით, ეროვნულ ბანკში მოახლოებული ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის და სებ-ის დამოუკიდებლობა მაინც საეჭვო იქნება.
|