ვახტანგ შამუგია
10.11.2016

  ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩეულია ბიზნესმენი და მილიარდერი დონალდ ტრამპი. ის არაერთი სკანდალური, რეზონანსული თუ კურიოზული გამონათქვამის ავტორია. პიარტექნოლოგებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მას "არასერიოზულ პიროვნებას" უწოდებდა და მის კონკურენტ, დემოკრატ ჰილარი კლინტონს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უქადდა, თუმცა შეცდნენ.

ეკატერინე ბასილაია
10.11.2016

 მსოფლიოს წამყვანმა სოციოლოგიურმა კომპანიებმა წელს უკვე მეორედ არასწორი პროგნოზი დადეს და ვერ გამოიცნეს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენები - ვერც აშშ-ის პრეზიდენტის ვინაობა და ვერც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე რეფერნდუმის შედეგი. ამ ფონზე რა გასაკვირია ის შედეგი, რაც საქართველოში წინასაარჩევნოდ იდება ხოლმე.

ია აბულაშვილი
10.11.2016

 შეცვლის თუ არა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გლობალურ პოლიტიკურ ვითარებას და რა ადგილი ექნება საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, ამის თაობაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
10.11.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - პარლამენტში შესვლა-არშესვლის მსჯელობის შემდეგ პარტიაში ლიდერის შეცვლაზე ალაპარაკდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინაღმდეგებები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

თაკო მათეშვილი
10.11.2016

 "ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ხდება, არ შეიცვლება. თუკი ამის შეცვლა ვინმემ არ მოინდომა და იქაურ ადმინისტრაციას არ შეუჩნდა," - ამბობს პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას და დასძენს, რომ ეს "ვინმე" შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი იყოს. მით უმეტეს, რომ მას ტრამპთან "გარკვეული ურთიერთობები" უკვე აქვს.

გვანცა ღვედაშვილი
10.11.2016

 ნინი ქეთელაური

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ნიშნული რომ კრიტიკულ ზღვარს აღწევს, სპეციალისტების თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკონტროლო საწვავია. როგორც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, საწვავის კონტროლი შერჩევითი პრინციპით 9 კომპანიას ჩაუტარდა, სადაც სახელმწიფოს დადგენილი ნორმების გადაცდენას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მათივე თქმით, ეს კვლევა ჰაერის დაბინძურების რეალურ სურათს ვერ ასახავს.

ნათია ლომიძე
10.11.2016

 ტექნიკის მაღაზიები კრიზისში არიან, უმრავლესობა კლიენტების შემცირებას უჩივის. მძიმე ვითარებას ებრძვიან დიდი ქსელები და სხვადასხვა ფასდაკლებით მომხმარებელთა წახალისებას ცდილობენ. კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ წინასაახალწლოდ ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

თამარ მუკბანიანი
10.11.2016

 "სითი პარკის" მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს კიდევ ერთი დაემატა. მომხმარებელი გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის, ვის იმედად ტოვებს ავტოსადგომზე საკუთარ მანქანას. მანქანები მფლობელს დაზიანებული ხვდება, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ აგებს.

მარი ჩიტაია
10.11.2016

 ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევამ მსოფლიო ბირჟებზე დიდი რყევა გამოიწვია. აშშ დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტებთან მიმართებით ეცემა. გაიაფდა ნავთობი, მაგრამ გაძვირდა ოქრო. გლობალური სავალუტო ცვლილება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე უმნიშვნელოდ აისახება. შეიძლება ითქვას, რომ ლარი კვლავ შიდა ფაქტორების ტყვეობაში რჩება.

მამუკა ნაცვალაძე
10.11.2016

 ქრისტესშობიდან 144 წელს რომს ქართლის მეფე ფარსმან ქველი ესტუმრა. დიდი პატივით შეეგება მარადიული ქალაქის საიმპერატორო კარი ქართველთა დელეგაციას, ფარსმანს თან შვილები და მეუღლე ახლდა.

სალომე სარიშვილი
10.11.2016

 უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გუშინ მხარი დაუჭირა. ახლა სააკაშვილის გათავისუფლების დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნდა მოაწეროს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკვე ოფიციალურად გათავისუფლდება თანამდებობიდან.

თაკო მათეშვილი
09.11.2016

 სჭირდება თუ არა საქართველოს ფლოტი და საზღვაო სამხედრო ძალები? ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული პასუხები აქვთ. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის "ძვირი სიამოვნებაა", ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თუკი საზღვაო მიმართულებით ქვეყანას ფული "ენანება", მაშინ შეიარაღებული ძალებისათვის ფინანსების გამოყოფა საერთოდ უნდა შევწყვიტოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×