ეკატერინე ბასილაია 08.11.2016
"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადაინაწილა, ახლა ჯერი მინისტრთა პორტფელებზეა. პრემიერ-მინისტრმა უკვე დაანონსა, რომ რამდენიმე მინისტრის, დაახლოებით 2-3-ის შეცვლა მოსალოდნელია, მათ შორის ეკონომიკურ გუნდშიც, ძალოვან მინისტრებს კი ცვლილება არ შეეხებათ.
|
ელზა პაპოშვილი 08.11.2016
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელში სრული ძალაუფლება ჩაიგდო, მას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, ამიტომაც საზოგადოებაში მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა კვლავ არსებობს.
|
ნინო ქეთელაური 08.11.2016
"უკრაინაში ის სერიოზული ოპოზიციური პროცესებისთვის ემზადება და არ არის გამორიცხული უკრაინაშივე დაიჭირონ", - ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან და თვლიან, რომ მან ის გავლენაც დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა, ამიტომ, საქართველოში პროცესების მართვა კიდევ უფრო გაუჭირდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.11.2016
"რესპუბლიკური პარტიის" თავჯდომარე ხათუნა სამნიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებს თანამდებობების შენარჩუნების სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთხოვენ.
|
მარიამ მაჭავარიანი 08.11.2016
წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თბილისი არ იყო თავკომბალა ქალაქი, ხალხი სოფლებს არ ტოვებდა და მამა-პაპისეულ კერა არ აციებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1/3 საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს. ევროპის მასშტაბით ასეთი სულ 7 სახელმწიფოა და მათგან ორი (თბილისი და ერევანი) სამხრეთ კავკასიაში.
|
მარი ჩიტაია 08.11.2016
საავადმყოფოების რაოდნეობა წლიდან წლამდე მატულობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი - რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 - თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია.
|
მარი ჩიტაია 08.11.2016
ლომბარდებში ხალხმა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩაბარებაც დაიწყო. ოქროულობის გარდა, ბოლო დროს ლომბარდები იბარებენ აბსოლუტურად ყველა ტექნიკას, თუ იგი გამართულად მუშაობს და გამოშვების თარიღითაც მისაღებია. უბრალოდ, ტექნიკა არ უნდა იყოს მოძველებული. ცხადია, არ ვსაუბრობთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე, რომელთაც ისედაც აქტიურად აბარებს ხალხი თანხის სანაცვლოდ. ბოლო დროს ლომბარდებში მაცივრებისა და სარეცხი მანქანების მიტანაც დაიწყეს. ამისთვის ბაზარზე ე.წ. საოჯახო ლომბარდები გაჩნდა.
|
მადლენ მაჭარაშვილი 08.11.2016
ლარის კურსის ცვალებადობამ ერთნაირად დააზარალა მოსახლეობაც და ბიზნესმენებიც. თუ პირველი კატეგორია სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს ვერ ყიდულობს, მეორე ჩივის, რომ მათ ბიზნესს პრობლემა შეექმნა და გაჭირვებული მომხმარებელი მათი საქონლის შეძენაზე უარს ამბობს.
|
მარი ჩიტაია 08.11.2016
კომერციული ბანკები მოსახლეობის ანაბრებზე სარგებელს პერმანენტულად ამცირებენ. ტენდენცია აგვისტო-სექტემბერში დაიწყო და ცვლილება ყველა ბანკმა მოახდინა. სპაციალისტების შეფასებით, ბანკების გადაწყვეტილება ლარის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება და დოლარიზაციის სამომავლო მაჩვენებელზეც იმოქმედებს. დიდი ალბათობით, იგი კიდევ უფრო გაიზრდება
|
მამუკა ნაცვალაძე 07.11.2016
უცნაური ბედი დაჰყვა ჰატშეპსუტს - პირველი ფარაონი ქალი, რომელმაც ძველი ეგვიპტური კანონები და ტრადიციები უარყო, უკვალოდ გამქრალიყო. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, სად იყო მისი მუმია, უცნაური გახლდათ ისიც, რომ ჰატშეპსუტი თავისი სიკვდილით აღესრულა და ასეთ დროს მისი მუმიის გაუჩინარება კიდევ უამრავ კითხვას ბადებდა.
|
თიკო ოსმანოვა 07.11.2016
სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და შესაბამისად, "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა. გუშინ გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში. თუმცა, ამ ეტაპზე 2 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ისევ ვაკანტური რჩება.
|
სალომე სარიშვილი 07.11.2016
სოხუმში ტერორისტულ აქტში თანამონაწილე სავარაუდო პირი დააკავეს. იგი 17 ოქტომბერს "აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიაში" მომხდარი აფეთქების თანამონაწილედ მიიჩნევა. საქმეს, რომელიც ტერორისტულ დანაშაულადაა კვალიფიცირებული, დე ფაქტო საქალაქო სასამართლო განიხილავს. დანაშაულის მოტივად ერთ-ერთ აფხაზ "დეპუტატზე" არშემდგარი თავდასხმა სახელდება.
|