ეკატერინე ბასილაია 09.11.2016
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია, 7-11 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინასა და ევროპარლამენტში გამართავს და როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რადგან საქართველოში მომძლავრებულია რუსული პროპაგანდა, რომლის მთავარი სამიზნე არის ეკლესია და მესიჯი, რომ ევროკავშირი არის გარკვეული საფრთხე ქართული ფასეულობებისა თუ იდენტობისთვის, ეს შეხვედრები ერთგვარი გზავნილი იქნება იმისჰ, რომ ქართული ეკლესია ევროინტეგრაციის მომხრეა.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2016
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებმა საზოგადოებას და პოლიტიკოსებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, რადგანაც მისმა შედეგმა ყველას კარგად დაანახა კონკრეტული პარტიების მიღმა რა იმალებოდა და მათი ამბიციები მხოლოდ ფუჭი ილუზია აღმოჩნდა.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2016
საზარელმა დანაშაულმა, რომელიც თბილისში 19 ოქტომბერს მოხდა და მას შინაგან საქმეთა სამინიტრომ რიტუალური მკვლელობის კვლიფიკაცია მიანიჭა, მთელი საზოგადოება შესძრა და კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ პრობლემის ირგვლივ, რასაც ახალგაზრდების სექტაში გაწევრანება და მისი წესებით ცხოვრება ჰქვია.
|
სალომე სარიშვილი 09.11.2016
"ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე გადაწყვეტილება ახლაც რომ მიიღოს, სტანდარტული პროცედურების გავლით, ის მომავალ წლამდე მაინც ვერ ამოქმედდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა პოზიტიური განცხადებებისა, ეს დადებითი სიგნალები სამწუხაროდ, საქმეში ჯერ კიდევ არ გადაზრდილა.
|
თიკო ოსმანოვა 09.11.2016
სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევა გაზაფხულიდან განახლდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლევან იზორიამ გააუქმა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს განახლებული ფორმით აღადგენს, რასაც სამხედრო ექსპერტებიც მიესალმებიან.
|
ნინო ქეთელაური 09.11.2016
სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელი ხდება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები იქ მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავენ, რომ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა ამერიკის შეერთებულ შატატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეუძლია, კონფიქტში ცვლილებების დასაწყისად კი იანვრის თვეს მიიჩნევენ.
|
ნათია ლომიძე 09.11.2016
მანქანების ტექნიკური დათვალიერება 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ავტომობილის ტექდათვალიერება და ვის როგორი შეღავათი ექნება ავტომობილის წლოვანების მიხედვით. სპეციალისტები ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების შემოწმების დროს მათი მფლობელების წახალისებას არ გამორიცხავენ. ისინი კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
|
თეო გუდავაძე 09.11.2016
სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტიპის პროდუქციის ხარისხი სულ უფრო ეცემა. ხალხი ჩივის, რომ, რაც არ უნდა შეიძინონ, მწყობრიდან მალე გამოდის, შესაბამისად, ხშირად უწევთ ერთი და იმავე ნივთის ყიდვა. თუკი ადრე შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობდნენ მეტ-ნაკლებად ხარისხიან საქონელს, ახლა იმავე ფასად ერთჯერადი საქონლის ყიდვა უწევთ.
|
მარი ჩიტაია 09.11.2016
2016 წლის ჩამთავრებამდე ცოტა დრო რჩება, მაგრამ ლარისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი სწორედ ახლა იწყება. გამყარებაზე საუბარი ზედმეტია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მთავარი გამოწვევაა, რომ არსებული კურსი შეინარჩუნონ. მომავალი 6 კვირა ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე მძიმე იქნება.
|
სალომე სარიშვილი 09.11.2016
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 17 ნოემბერს, 10:00 საათზე კონფერენცია სახელწოდებით - "ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" გაიმართება, რომლის მიზანიც ქართული დიასპორის პოტენციალის წარმოჩენა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვაა.
|
ია აბულაშვილი 09.11.2016
ქართული ოქრომჭედლობის შესახებ, ბევრი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკიხველს გვინდა შევახსენოთ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შექმნილი ოქროსა და ვერცხლის იმ უნიკალური ნაკეთობების შესახებ, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს უტოლდება, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძის მიერ მოწოდებული მასალები.
|
თაკო მათეშვილი 08.11.2016
ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკვე უპრეცედენტო ზომებს იღებს და, როგორც ჩანს, ამაში ჩართვას საქართველოც აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|