სალომე სარიშვილი
04.11.2016

 რამდენიმედღიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდგომ, "ქართულ ოცნებაში" უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება.

ნინო ქეთელაური
04.11.2016

 "ასეთი საკონსტიტუციო კომისიის საჭიროება არ არსებობს და რაღაც მომენტში, შესაძლოა, უფრო თვალთმაქცობაც კი იყოს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საკონსტიტუციო ჯგუფის არსებობას და აღნიშნავს, რომ "წინა პარლამენტში მმართველი ძალა პრეზიდენტთან მიმართებით გარკეული "მეტიჩრობებით" გამოირჩეოდა და პრეზიდენტიც ასევე პასუხობდა", ახლა კი იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

გვანცა ღვედაშვილი
04.11.2016

 უკვე ცნობილია იმ დეპუტატთა შემადგენლობა, რომლებიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემდგომი 4 წლის განმავლობაში იქნებიან. საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი 24-მა ქალმა მოიპოვა, რაც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 16%-ია.

სალომე სარიშვილი
04.11.2016

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვიპროსში დაზვერვით-არქეოლოგიურ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ეს შეთანხმება მხარეთა შორის ერთწლიანი მოლაპარაკების შემდგომ შედგა, რაც ნიშნავს, რომ კვიპროსში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის - ღალიის სამონასტრო კომპლექსისა და აღმოჩენილი ტაძრების გარდა, შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვარიც გამოვლინდეს.

ნათია ლომიძე
04.11.2016

 ქვეყანაში არსებული სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ. მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ამიტომ ხშირია კონფლიქტი. მორიგი ასეთი შემთხვევა, გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მოხდა. ქართველი მუშები ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლას ან ინვესტორის მიერ ქვეყნის დატოვებას მოითხოვენ. შრომის ინსპექციის უმოქმედობის გამო, კომპანიის თანამშრომლები ხშირად ზარალდებიან.

თეო გუდავაძე
04.11.2016

 საქართველოში რეპეტიტორების სეზონი დაიწყო. წელს აბიტურიენტთა უმრავლესობა მომზადებას მეორე სემესტრიდან იწყებს. კერძო გაკვეთილების ფასმა ცოტათი იმატა, ზოგიერთი პედაგოგი ანაზღაურებას დოლარში ითხოვს, საქართველოში ყოველ მეორე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს.

მარი ჩიტაია
04.11.2016

 ლარის მიმართ ხალხმა ნდობა დაკარგა. უკვე არავის სჯერა ფუჭი დაპირებების, რომელსაც ლამისაა, ყოველდღიურად ვისმენთ. მთავრობა და ეროვნული ბანკი მუდმივად არასწორ პროგნოზს აკეთებენ, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით დამაიმედებელ განცხადებებს ავრცელებენ. არც ერთი მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არ გამართლებულა. ამ მხრივ განსაკუთრებით მთავრობა სცოდავს. ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრისა და გნებავთ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ლარი გამყარდება, მოსახლეობის დასაშოშმინებლად გამოგონილი სატყუარაა.

ია აბულაშვილი
04.11.2016

 მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ანბანს რომ უკავია ეს ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო მოსაზრება შევთავაზოთ, რომელიც ქართული ანბანის წარმოშობას უკავშირდება.

ია აბულაშვილი
04.11.2016

 ქართული ხალხური რეწვის ისტორიაზე ბევრი დაწერილა და შემდგომშიც ბევრი დაიწერება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მკითხველს ერთ საინტერესო ცნობას მივაწვდით ქართული ხალხური რეწვის ისტორიიდან.

სალომე სარიშვილი
03.11.2016

 "ქართული ოცნების" მაჟორიტარული და პროპორციული სიის მიღმა დარჩნილი პოლიტიკოსები, დიდი ალბათობით, სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმდებიან. როგორც "რეზონანსს" პარლამენტის გარეთ დარჩენილმა დეპუტატების ნაწილმა განუცხადა, ამ საკითხზე კითხვები გუნდის ლიდერების მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნებამდე, "ოცნების" პროპორციული სიის ფორმირებისას დაისვა. კერძოდ კი კითხვა იმის შესახებ, თუ ვის რომელ უწყებაში წარმოედგინა საკუთარი მომავალი. თუმცა, საბოლოოდ როგორ გადანაწილდება კადრები საჯარო უწყებებში, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

ეკატერინე ბასილაია
03.11.2016

 დავით უსუფაშვილმა გაზაფხულისთვის ახალი ევროპული პარტიის შექმნა დააანონსა და მის იდეას დიდი მოწონებით უკვე "ეროვნული ფორუმი" გამოეხმაურა იმ განცხადებით, რომ ჯერ კიდევ არჩევნების მესამე დღეს სწორედ მათი პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავამ გაახმოვანა, პარტიები გავაუქმოთ და ერთი ახალი და დიდი პროდასავლური პარტია შევქმნათო და ამიტომაც ისინი უსუფაშვილის გვერდით დადგომისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

სალომე სარიშვილი
03.11.2016

 "ქართული ოცნების" წევრი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრვალესობის მოპოვება გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამბობს, რომ ამ უპირატესობას "ქართული ოცნება" იმ პრიორიტეტებისა და დაპირებების შესასრულებლად გამოიყენებს, რაც მოსახლეობას საკუთარი პროგრამით შესთავაზა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×