თაკო მათეშვილი 03.11.2016
არჩევნების შემდგომ ოპოზიციურ სპექტრში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგები ხელისუფლების უკონკურენტოდ დარჩენად აფასებენ და აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კონკურენციას შეძლებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.11.2016
სამთავრობო სექტორში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების მიხედვით შესაძლებელი იქნება იმის გაგებაც, თუ როგორი ლიდერი იქნება კვირიკაშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირველი თვეები იმის გარკვევაში გავა, თუ ვის რომელი კაბინეტი და მანქანა ერგება.
|
თამარ მუკბანიანი 03.11.2016
საქართველოს მოსახლეობის 8 პროცენტი სახელმწიფო ენაზე თითქმის ვერ საუბრობს. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ქართულად თითქმის ვერ მეტყველებენ. სკოლებში მივლენილ ქართული ენის პედაგოგებს უფროსკლასელებისთვის ელემენტარული სიტყვების სწავლა უწევთ.
|
ნათია ლომიძე 03.11.2016
საქართველოში საფინანსო კომპანიების მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი იზრდება. ისინი რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს და ფინანსურ პირამიდას ქმნიან. ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება, რაც "პირამიდის მაშენებლებს" სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოსახლეობა კი მთავრობის მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიტუაცია უკონტროლოა და ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება.
|
მარი ჩიტაია 03.11.2016
უახლოეს 2-3 წელიწადში საქართველოში 10-ზე ნაკლები ბანკი დარჩება. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 17 ბანკია, თუმცა იანვრიდან მათი რიცხვი მინიმუმ ერთით შემცირდება. 2 თვეში ბანკი "რესპუბლიკა" საქმიანობას შეწყვეტს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბაზარზე კიდევ ერთი გარიგება იგეგმება, გაისად კიდევ უფრო ცოტა ბანკი დარჩება.
|
მარი ჩიტაია 03.11.2016
მოგების გადასახადის დაბეგვრის ახლებურ მეთოდს, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება, მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი. სავალუტო ფონდთან ერთად, სპეციალისტების უმეტესობა "ესტონური მოდელის" იდეას იწუნებს. აუდიტორების შეფასებით, ახალი მექანიზმი დადებითად მხოლოდ მსხვილი მეწარმეების საქმიანობაზე აისახება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი ისევ დაზარალდება.
|
ია აბულაშვილი 03.11.2016
საქართველოში ზღვაოსნობის ისტორიის შესახებ არაერთი უნიკალური მასალა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ქართველთა ნაკვალევის შესახებ ხმელთაშუა ზღვის აუზის კერებში. ამის გარკვევაში კი დაგვეხმარება ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მარინე ცინცაბაძე, რომელმაც ჩვენს რედაქციას საინტერესო მასალა მიაწოდა ქართული ზღვაოსნობის ისტორიიდან.
|
მამუკა ნაცვალაძე 03.11.2016
VIII ს-ის ევროპას განსაკუთრებული კვალი დაატყო ბიზანტიაში დაწყებულმა ხატთმებრძოლობამ, რომელიც ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა. VIII საუკუნის დასაწყისისათვის აღმოსავლეთი რომი საკმაოდ დასუსტდა. არაბთა მუდმივმა შემოსევებმა, ჩრდილოეთიდან სლავების ძალადობამ მნიშვნელოვნად შეამცირა რომის ტერიტორია. იუსტინიანე დიდის დროინდელი ბიზანტიის იმპერიიდან აჩრდილიღა იყო დარჩენილი.
|
თიკო ოსმანოვა 02.11.2016
ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობას ხელახლა დააკომპლექტებს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "რეზონანსის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო კარუსელის განხორციელებას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება.
|
სალომე სარიშვილი 02.11.2016
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები დიდი ხნის გადახარშული თემაა. არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პარტიის ლიდერების გუნდიდან წასვლა მოსალოდნელიც კი იყო და შესაბამისად, პოლიტოლოგის აზრით, ეს გასაკვირიც არ ყოფილა. ამბობს, რომ სწორედ ამ ფონზე "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" პრინციპი უფრო გამართლებული და სწორია, ვიდრე დამარცხებული პარტიის მუდმივი ჭირისუფლის როლში ყოფნა.
|
თიკო ოსმანოვა 02.11.2016
არჩევნების შემდეგ პარლამენტის მიღმა დარჩენილი პარტიების დაშლა გრძელდება. "თავისუფალი დემოკრატების" შემდეგ ლიდერების გარეშე დარჩა რესპუბლიკური პარტიაც. ამასთან დაკავშირებით უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, იმასაც კი ამბობენ, თითქოს დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის ამზადებს. სხვა ვერსიით, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალილებას გეგმავს, რომელიც იქნება ე.წ. მესამე ძალა და მოემზადებიან 2020 წლის არჩევნებისთვის. თავად დავით უსუფაშვილი ამ ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში რჩება და მის თანაგუნდელებთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.
|
ნინო ქეთელაური 02.11.2016
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა, ჯერ ისევ გაურკვეველია. პარტიის ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ შევა, ნაწილის თქმით კი, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|