მარიამ ელიაშვილი 29.10.2016
28 ოქტომბერს გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი მიცემულია 19 პირი.
|
ელზა პაპოშვილი 29.10.2016
ურთიერთბარლდებები და დაპირისპირება სოფელ კარალეთში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი ნამდვილად არსებობდა. წასულ წევრებსა და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამ ადამიანების მიმართ ეჭვი გაჩენილიყო და ისინი "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო გარიგებაში ყოფილიყვნენ.
|
თაკო მათეშვილი 28.10.2016
პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა მეორე ტურში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წარმატებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ 51 ოლქიდან მათი გამარჯვება 47-48 ოლქში გარდაუვალია.
|
ეკატერინე ბასილაია 28.10.2016
ყუთებში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყრა; "სომხური კარუსელი"; ფსიქოლოგიური წნეხი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის, ხმა მისცენ ხელისუფლებას; შემოხაზული ბიულეტენის ფოტოზე გადაღება; წინასწარი განზრახვით კომისიის წევრის მიერ ბიულეტენზე ხელმოწერის ან ბეჭდის არდასმა და ა.შ.... - საქართველოს 26-წლიანი არჩევნების ისტორიაში გაყალბებისთვის გამოყენებულ სხვადასხვა მექანიზმებსა და მანიპულაციებზე საუბრობს "რეზონანსთან" ა/ო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი, რომლის თქმითაც, თუკი 15-20 წლის წინ გაყალბებისთვის ყუთებში ბიულეტენებს პირდაპირ ყრიდნენ და არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობდა, ეს ვითარება ნელ-ნელა იცვლება, პრობლემები და გაყალბებები დღესაც არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლებად.
|
ვახტანგ შამუგია 28.10.2016
2016 წლის ბოლომდე ცხინვალსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. მის თანახმად, ადგილობრივი ძალოვნები და ახალწვეულები სამხედრო სამსახურს რუსულ ჯარში, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტის საფუძველზე გაივლიან. განცხადება ამის შესახებ თავდაცვის დე-ფაქტო მინისტრმა იბრაჰიმ გასიევმა გააკეთა.
|
ნინო ქეთელაური 28.10.2016
"პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 6-ის ნაცვლად, 10 მანდატს ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პარტია ბრძოლას აგრძელებს და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
|
ნინო ომანაძე 28.10.2016
დღეს, 13:00 საათზე, შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანება და ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
|
თიკო ოსმანოვა 28.10.2016
ხაშური ერთ-ერთი იმ მცირე რეგიონთაგანია, სადაც შესაძლოა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი საპარლამენტო მანდატის გარეშე დარჩეს. ყოველ შემთხვევაში არჩევნების პირველ ტურში ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა ხმების მხოლოდ 20%-ის მოპოვება შეძლო და მის ოპოზიციონერ კონკურენტს, "მრეწველების" კანდიდატს, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, სიმონ ნოზაძეს 11%-ით ჩამორჩება. თუმცა საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება სასწორის პინა, ორ დღეში გაირკვევა.
|
თიკო ოსმანოვა 28.10.2016
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში, იმიტომ დამარცხდა, რომ მისმა კონკურეტმა მისი კორდონატორები გადაიბირა, რის შედეგადაც მთელმა ინფორმაციამ გამოჟონა. მისივე თქმით, იგი რასაც აკეთებდა, იმას არ აშუქებდა, ახლა კი მოუწია ამის თქმა, ამიტომ ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.
|
თიკო ოსმანოვა 28.10.2016
"მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე კი გელაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები მას უჭერენ მხარს, მათ შორის "ქართული ოცნების" ზოგიერთი მხარდამჭერიც.
|
ნათია ლომიძე 28.10.2016
მომხმარებლების ერთი ნაწილი ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ხარისხს უჩივის. ბოლო პერიოდში გახშირდა საუბარი აგს-ების მიერ უხარისხო ნავთობპროდუქტით ვაჭრობის თაობაზე. ქვეყანაში საწვავის კონტროლი მინიმალურ დონეზეა. ამიტომ ავტომფლობელები მუდმივად ეჭვქვეშ არიან, რომ მათ ბიზნესმენები ატყუებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|