თაკო მათეშვილი
27.10.2016

 მას შემდეგ, რაც საქართველოშიცა და რუსეთშიც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სპეციალისტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის ახლა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საუკეთესო დროა.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
26.10.2016

 მიუხედავად ინტენსიური მოლაპარაკებებისა, ბელგიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვალონიის რეგიონალურ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა და ხვალისათვის, 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი კანადა-ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (სუეფ) უნდა გაფორმებულიყო, შესაძლებელია, არ გაიმართოს.

თაკო მათეშვილი
26.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას სპეციალისტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი ამაში უჩვეულოსა და გასაკვირს ვერაფერს ხედავს ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია.

ეკატერინე ბასილაია
26.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნოემრი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომ ის მეორე ტურში არ იბრძოლებს, რადგან უარს აცხადებს, ფარსში მონაწილეობა მიიღოს, პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და, თანაპარტიელების მსგავსად, სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ყოფილი პირველი ლედის ამ ნაბიჯის შემდეგ "ნაციონალებს" საკუთარი ამომრჩევლების საპირისპიროში დარწმუნება და 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მათი მობილიზება გაუჭირდება.

ელზა პაპოშვილი
26.10.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება "ოცნების" მიერ პირველი გადადგმული ნაბიჯებიდანვე მიხვდება, ის ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს თუ არა. მისი აზრით, ხელისუფლების ამ გზაზე არწასვლის გარანტორი და შემაკავებელი ფაქტორი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე მედია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს.

ნინო ქეთელაური
26.10.2016

 80-ზე მეტი უფლებადამცველისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოთხოვნით, რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში არჩევის უფლება არ უნდა მიეცეს. როგორც მათ მიერ შედგენილ პეტიციაშია ნათქვამი, ამის მიზეზი სირიაში რუსეთის ქმედებებია.

გვანცა ღვედაშვილი
26.10.2016

 მომავალი წლიდან დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითი დასუფთავების ინსპექციის შემოღება იგეგმება, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს გარემოს დაბინძურების ფაქტზე დააჯარიმებს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ინსპექტირებას სავარაუდოდ 20 ადამიანი განახორციელებს.

ნათია ლომიძე
26.10.2016

 ლომბარდები ტექნიკას ისევ საბუთის გარეშე იბარებენ. ეს კი მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და მობილური ტელეფონების გახშირებული ქურდობის მიზეზი ხდება. ხალხი ლომბარდების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს. თავად საფინანსო დაწესებულებები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ამოძრავებს მათი დისკრედიტაციის სურვილი.

მარი ჩიტაია
26.10.2016

 ბიუჯეტს სერიოზული პრობლემა აქვს. 2016 წლის 9 თვის მონაცემიდან გამოჩნდა, რომ შიდა ვალის მოცულობა კატასტროფულად მატულობს, რაც პრობლემაა ეკონომიკისთვის და ლარის კურსისთვისაც. გამოდის, რომ მთავრობა ბიუჯეტს ბანკებისგან ნასესხები ფულით ავსებს.

ნათია ლომიძე
26.10.2016

 მთავრობა ლარის დასტაბილურებას მხოლოდ სიტყვიერად ცდილობს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. როგორც კი რომელიმე მინისტრი გამოვა და ვალუტის კურსის დარეგულირების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, ლარი მაშინვე იწყებს გაუფასურებას. მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ვერც ერთმა გადადგმულმა ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს და სასწრაფოდ შველა სჭირდება.

თაკო მათეშვილი
25.10.2016

 "ნაციონალურ მოძრაბაში" ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სპეციალისტების ნაწილი პარტიის დაშლას ან ორად - სააკაშვილის გუნდად და მის მოწინააღმდეგეებად გახლეჩას არ გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ ფაქტი პარტიაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების არსებობის თაობაზე, ნათელია.

ელზა პაპოშვილი
25.10.2016

 ტერორისტული აქტის მცდელობა, ყაჩაღობა იარაღის მითვისების მიზნით, თუ ყოფითი შემთხვევა - რატომ ცდილობდა სამი ახალგაზრდა სამხედრო საწრთვნელ ბაზა "კრწანისში" შესვლას, სადაც ერთ-ერთის სიცოცხლე გუშაგის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, ამაზე სამხედრო ექსპერტებმა "რეზონანსთან" ისაუბრეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×