მარი ჩიტაია 30.11.2016
მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება.
|
სალომე სარიშვილი 30.11.2016
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად და მხარდასაჭერად "სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტი წარუდგინა, რაც მთელ რიგ საკითხებთან ერთად, მათ შორის მშენებლობის პირობებს, სამშენებლო მასალების ხარისხსა და მასზე ზედამხედველობას განსაზღვრავს. არქიტექტორებსა და ურბანისტებს აღნიშნულ კოდექსზე თავიანთი, განსხვავებული შეფასება აქვთ. ნაწილი მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს კონცეპტუალურად არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ მასში სტრატეგიული გეგმა არაა წარმოდგენილი, მეორე ნაწილს კი შეფასება უჭირს, რადგან მათი თქმით, კოდექსის ძირითადი სტრუქტურის გარდა, შინაარსს არ იცნობენ.
|
ელზა პაპოშვილი 30.11.2016
საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება შესაძლოა 2017 წლის ზაფხულამდე გადაიდოს. ამის შესახებ "ტვიტერზე" "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. სავარაუდოდ, უკარინას და საქართველოს დაცდა გაზაფხულზე დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოუწევთ, რადგანაც მანამადე ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმისთვის აუცილებელი ე.წ. "შეჩერების მექანიზმის" მიღებას ვერ შეძლებს.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" კვალვ ვნებათაღეელვაა - ყრილობის მოახლებასთან ერთად პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მწვავდება. შეინარჩუნებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობას, ეს დაახლოებით 1 თვეში გაირკვევა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გიგა ბოკერიას გუნდს ივანიშვილის თამაშის წესებით მოქმედებაში ადანაშაულებენ.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
ნუგზარ წიკლაური პარტიის თავმჯდომარის არჩევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობა" უნდა შეინარჩუნოს ის სტატუს-კვო, რაც წინა ყრილობაზე მიიღეს. იგი იმედოვნებს, რომ დელეგტთა უმეტესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, რადგან ამ ვითარებაში ახალი თავმჯდომარის არჩევა, ივანიშვილის წესებით თამაშს ნიშნავს.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2016
პარტიაში ბევრი ბანაკის არსებობას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს პარტიის წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, ასეთი რამ ყველგან ხდება, თუმცა ვერ იტყვის, არსებობს თუ არა პარტიიდან წევრების წასვლის საფრთხე. ამბობს, რომ სხვისი სახელით ვერ ისაუბრებს, მაგრამ პარტია ადრეც დაუტოვებიათ.
|
ია აბულაშვილი 30.11.2016
მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში სტუმრად მყოფი უცხოელი მოგზაურები შინ დაბრუნებულები ახლობლებს თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე უყვებოდნენ. მაინც რა იყო იმ დროს ისეთი არაჩვეულებრივი, რაც ასე აოცებდათ სტუმრებს - თბილისის ქუჩაბანდები, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოცეკვავე კინტოები? - ესეც და უფრო მეტიც, როგორც გრიშაშვილი იტყოდა, თბილისის მშვენიერი სული და თბილისური კოლორიტი.
|
თაკო მათეშვილი 30.11.2016
სოციოლოგი, საკვლევ საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა არასაპარლამენტო ოპოზიციას "ნომინალურს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გავლენა საზოგადოებაზე მინიმალურია.
|
ნათია ლომიძე 30.11.2016
მთავრობა სასესხო პოლიტიკას ცვლის და ახალ რეგულაციებს აწესებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ონლაინ კრედიტები აიკრძალება, კომერციულმა ბანკებმა კი 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში უნდა გასცენ. ცვლილება შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული. ისინი ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.
|
მარი ჩიტაია 30.11.2016
ლარის დევალვაცია გაძვირების ტალღას გამოიწვევს. ახალ წელს ქვეყანა სულ სხვა ფასებით შეხვდება. როგორც იმპორტიორები ამბობენ, 2-3 კვირაში აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს 5-15%-ის ფარგლებში გააძვირებენ. ზოგიერთი დასახელების სურსათზე ფასი ჯერჯერობით უმნიშვნელოდაა გაზრდილი. გაძვირება მოსალოდნელია ნავთობპროდუქტების ბაზარზეც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომუნალური გადასახდი შენარჩუნდეს, ცვლილება ამ მიმართულებითაც იქნება, რაზეც ბოლო დროს ხშირად არის საუბარი.
|
თეო გუდავაძე 30.11.2016
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომუნალური გადასხდელები მატულობს. წლევანდელმა უმძიმესმა კრიზისმა ხალხს დიდი პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველას უჭირს გათბობის გაზრდილი ხარჯის გადახდა და ამიტომ უამრავი ოჯახი ცივ დღეებში ელემენტარულად გამათბობელს ვერ რთავს. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ეკონომისტებიც და ყველაფერს ლარის დევალვაციას აბრალებენ.
|
ნინო ქეთელაური 30.11.2016
"აუდიტორია 115" 5 დეკემბრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და თსუ-ს მეექვსე კორპუსში რჩება. მოძრაობის შემდგომი სამოქმედო გეგმა პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის შედეგებზეა დამოკიდებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|