მარიამ ელიაშვილი
05.12.2016

 ონკოლოგიურ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ შფოთვა და დეპრესია, რაც ხელს უშლის მკურნალობას. ძირითადად დეპრესია დაავადების დაძლევის შემდეგაც გრძელდება. ასეთი პაციენტების სამკურნალოდ ბალტიმორისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ჰალუცინოგენები გამოიეყენეს. ექსპერიმენტები ორ სხვადასხვა კლინიკაში 80-მდე ცდისპირზე ჩატარდა. შედეგები მკვლევართათვის დამაკმაყოფილებელია და ცდების ჩატარებას კვლავ გეგმავენ.

მარიამ ელიაშვილი
05.12.2016

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ წყალს ნახშირბადის ნანომილაკებში მოვაქცევთ, წყალი თვისებებს იცვლის. მართალია, მას კვლავ 3 აგრეგატული მდგომარეობა აქვს (მყარი, აირი და თხევადი), მაგრამ განსხვავებულია მისი გაყინვისა და დუღილის ტემპერატურები. როგორც წესი, წყლის დუღილის ტემპერატურაა 100 გრადუსია ცელსიუსის შკალით, ახალი კვლევის თანახმად, ნახშირბადის ნანომილაკებით გარემოცული წყლის გაყინვის ტემპერატურამ კი 151 გრადუსზე შეიძლება მიაღწიოს.

მამუკა ნაცვალაძე
05.12.2016

 XIII-ის 20-50-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთგვარად ბურუსით მოცული ხანაა. ორიოდ ათეული წლის წინ მსოფლიო ბატონობაზე არცთუ უსაფუძვლოდ ორიენტირებული ქვეყანა შიდაარეულობამ მოიცვა. იმ ინტრიგებმა, რომელმაც საქართველოს სამეფო კარზე დაისადგურა, კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა.

ეკატერინე ბასილაია
03.12.2016

 წინ ეკონომიკურად საკმაოდ რთული და მკაცრი ზამთარი გველის. ბოლო დღეების განმავლობაში ლარის მუდმივმა გაუფასურებამ და მთავრობის დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ, ფასების მატების გარდაუვალობაზე აალაპარაკა ყველა და საზოგადოებაში ერთგვარი პანიკაც შეიქმნა.

სალომე სარიშვილი
03.12.2016

 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, რეფორმები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ბევრ მნიშვნელოვან გზავნილთან ერთად, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ახალ მთავრობასთან ევროკავშირი-საქართველოს საერთო ორმხრივი დღის წესრიგის გატარებაში. მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ეს ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რაც მხარეთა განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მისწრაფებასა და ერთგულ პარტნიორობაზე მიუთითებს.

მამუკა ნაცვალაძე
03.12.2016

 გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში, ის იყო მეფე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა შესძლო უსისხლოდ დაეძლია მონღოლთა უმძიმესი უღელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს უკანასკნელი გაბრწყინება, ჟამი, როცა ჯერ კიდევ ფეხზე დგას კონსტანტინოპოლი, როცა საქართველოც მსოფლი რანგის ქვეყანაა. ამ დროს ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია ჩვენ ქვეყანაზე გამავალ სავაჭრო გზას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს რომ აკავშირებს.

თიკო ოსმანოვა
03.12.2016

 პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებზე მომუშავე კომისია უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. მისივე თქმით, კომისიას პარლამენტი დააკომპლექტებს და ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ უნდა არსებობდეს.

თიკო ოსმანოვა
03.12.2016

 სოხუმში, შესაძლოა, მორიგი რევოლუცია "მომწიფდეს" - საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, რაულ ხაჯიმბას გადადგომისთვის 2 - კვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

თაკო მათეშვილი
03.12.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ლარის გაუფასურების ფონზე ხელისუფლების ხელგაშლილობით აღშფოთებულია. მისი თქმით, დაპირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ნაცვლად, რიგ უწყებებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ვიხილეთ.

სოფო ჩხიკვაძე
03.12.2016

 საქართველოში წიგნების მიმართ ინტერესი მატულობს, მაგრამ მისი შეძენის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. სიძვირის გამო მოსახლეობის უმეტესობა წიგნებს ვერ ყიდულობს. მართალია, მეტროსადგურებთან თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში ძველი წიგნები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში იყიდება, თუმცა მათ მიმართ დიდ ინტერესს მაინცდამაინც არავინ იჩენს. მომხმარებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ახალ წიგნებს მეტ უპირატესობას ანიჭებენ.

მარი ჩიტაია
03.12.2016

 ლარის მკვეთრმა რყევამ თამბაქოს იმპორტიორები დააფრთხო. ზოგიერთმა კომპანიამ სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება შეამცირა. ისინი კურსის ცვლილებას ელოდებიან, რათა ფასი თავიდან გადაიანგარიშონ. მდგომარეობა თამბაქოს ბიზნესში იმდენად მძიმეა, რომ რეალიზაცია 25-30%-ით შემცირდა, ზოგ შემთხვევაში, გამესამედდა კიდეც.

ნათია ლომიძე
03.12.2016

 საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს, ის ვერ ახერხებს სათანადო კოტროლის დაწესებას. 2015 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 42-ს შეადგენდა. წელს იმდენად დამძიმდა ვითარება, რომ 6 თვის მაჩვენებელი უკვე გაუტოლდა შარშანდელ სავალალო ციფრს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×