ია აბულაშვილი
07.12.2016

 როგორც მეცნიერები ამბობენ, ქართველებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა წამყვან სფეროში უძველესი ათასწლეულებიდანვე გააჩნდათ თავიანთი ერთგვარი ნიშა, მაგრამ მიწათმოქმედების, მეტალურგიის, მეღვინეობის, კერამიკული წარმოების, ხალხური რეწვის და მედიცინის დარგში მიღწეულმა წარმატებებმა გადატრიალება მოახდინა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში.

თამარ მუკბანიანი
07.12.2016

 საქართველოში ავტომობილების უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული აირბალონით გადაადგილდება. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება სტანდარტი სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ და აიკრძალება თუ არა გაზის ბალონების კუსტარული მონტაჟი.

მარიკა გოგოხია
06.12.2016

 წინა კვირას ლარის თავბრუდამხვევი მანევრი ერთ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის დღეს ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე საათის განმავლობაში არნახული ნახტომი შეასრულა ჯერ გაუფასურების, ხოლო შემდეგ გამყარების მიმართულებით. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 1-ელ დეკემბერს მოხდა სპეკულაცია და შანტაჟი ბანკების მხრიდან.

მარი ჩიტაია
06.12.2016

 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მსხვილი ბიზნესის ნაცვლად, გადამხდელთა ძირითად ფუნქციას მოსახლეობა და წვრილი ბიზნესი ინაწილებენ. შემთხვევითი არ არის, რომ სპეციალისტების ყველაზე მეტი კრიტიკა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში სწორედ გადასახადების ნაწილის მიმართაა.

ნინო ქეთელაური
06.12.2016

 ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა - ასე აფასებს ქართველი ექსპერტების ნაწილი რუსეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკების შესაძლო შედეგებს.

ელზა პაპოშვილი
06.12.2016

 ეკონომიკის ექსპერტი და ანალისტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ წამოყენებული ინიციატივები, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს ნაკლებად პასუხობს. მისი თქმით, ეს ღონისძიებები საკმარისი არ იქნება, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს.

გვანცა ღვედაშვილი
06.12.2016

 მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით "გირჩმა" ხელისუფლების პირველ პირებს კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა ფენაში, მათ შორის პოლიტიკოსებშიც არიან მარიხუანას მომხმარებლები. ხელისუფლებამ კი უნდა გაითვალისწინოს ამ ადამიანების თავისუფალი ნება და არ ჩაერიოს მათ პირად ცხოვრებაში.

თაკო მათეშვილი
06.12.2016

 "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მოგვარებას ახალი მთავრობა ერთობ უსამართლო მეთოდით - საჯარო სექტორში შტატების შემცირებით ცდილობს.

მარიამ მაჭავარიანი
06.12.2016

 ხელისუფლების არაერთგზის ცვლილების მიუხედავად, ციფრებით მანიპულირების მაამებლური პრაქტიკა უცვლელია. შესაბამისად, ყოველ დროში აქტუალურად რჩება მარკ ტვენის გამონათქვამი: "არსებობს სამი სახეობის ტყუილი: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა".

მარი ჩიტაია
06.12.2016

 აქციზის განაკვეთის მატება ავტომობილების ღირებულებაში გარდატეხას მოახდენს. მომავალი წლიდან საშუალოფასიანი მანქანების ყიდვა მომხმარებელს საგრძნობლად გაუჭირდება, ხოლო მარჯვენასაჭიანებს საერთოდ ვერ შეიძენენ. ახალი რეგულაციით, ჩვეულებრივ მანქანებზე აქციზის გადასახადი ისედაც მატულობს, ხოლო მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში, თანხა სამმაგდება. გამოდის, რომ 2017 წლიდან ამ კატეგორიის მანქანების იმპორტი აზრს დაკარგავს. ასეთი მიდგომით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებენ.

ნათია ლომიძე
06.12.2016

 მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს. ეს როგორც სახელმწიფო, ასევე საჯარო სექტორსაც ეხება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯი 10-15%-ით მცირდება. უკვე გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მაღალი და დაბალი რანგის მოხელეებს ანაზღაურება ერთნაირი პროპორციით უმცირდებათ. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ლარის კურსის დასტაბილურებას აპირებს.

მარიამ მაჭავარიანი
06.12.2016

 აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ანუ "გემბლინგსი" ხშირად ისეთ დეგრადაციამდე მიჰყავს ადამიანი, რომ თამაშის გარეშე შეიძლება, "ლომკაში" ჩავარდეს ან გულის იშემია დაემართოს. ამ ყველაფერს მსოფლიოში უხილავი ხელი წარმართავს და აზარტული თამაშების ბიზნესის სხვადასხვა ნაირსახეობაც ერთმანეთის მიყოლებით აცდუნებს უფულოსა და ფულიანს, ასაკოვანსა და უასაკოს, ქალსა და მამაკაცს. ტოტალიზატორების, სათამაშო აპარატების, სლოტ-კლუბების, კაზინოების მეშვეობით ადამიანები ბედისწერას ეთამაშებიან და ვერ ხვდებიან, რომ აზარტული თამაშიდან გაქცევა ისევე შეუძლებელი ხდება, როგორც ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×