ნინო ომანაძე 10.12.2016
დე ფაქტო აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვითარება თანდათანობით იძაბება. გზებზე ერთობლივი რუსულ-აფხაზური სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, რომლებიც მანქანებს აჩერებენ და მოქალაქეებს ჩხრეკენ. ამის პარალელურად ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღია ბრძოლა გამოუცხადეს "რესპუბლიკაში" მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივ ოპოზიციას დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი და რაც ყველაზე საინტერესოა, ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის სომხურ დიასპორაზე დაყრდნობით გავრცელდა.
|
ია აბულაშვილი 10.12.2016
მე-19-20 საუკუნის ქართველმა ფოტოხელვანებმა არაერთი უნიკალური ფოტო შემოგვინახეს ორი საუკუნის წინ ურმებით დაწყებული თბილისის ტრანსპორტიის ისტორიიდან. დღეს მართალია აღარც კონკაა და აღარც ფაეტონი, მაგრამ მათ თბილისში პირველად გამოჩენის ისტორია დარჩა და ამის შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.
|
ელზა პაპოშვილი 10.12.2016
საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 1 ივლისს, თბილისში კანდელაკის ქუჩაზე სასტიკი დანაშაულის ჩადენისთვის ბექა დემეტრაძეს განაჩენი გამოუტანა და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
|
თაკო მათეშვილი 10.12.2016
"ასე თუ გაგრძელდა, უკმაყოფილების ტალღა აუცილებლად გაჩნდება, რაც თუ არ აფეთქდება, სახელმწიფო პარტიას მომავალი არჩევნებისათვის მაინც მძიმე სიტუაციას შეუქმნის," - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას და დასძენს, რომ "ქამრების შემოჭერის", სამინისტროებში კადრების შემცირებისა და საყოველთაო დაზღვევის გაუქმების ფონზე მთავრობამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები, რაც ამ ყველაფრით დაზარალებულ ადამიანებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
|
ნათია ლომიძე 10.12.2016
მთავრობის გეგმის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე ორი ფასი იმოქმედებს. გასაყიდი ბინების რეალური ღირებულება განისაზღვრება დოლარით, თუმცა ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით მოხდება. ეს პროცესი გაურკვევლობას და უძრავ ქონებაზე ფასის მატებას გამოიწვევს.
|
მარი ჩიტაია 10.12.2016
მთავრობის საგადასახადო რეგულაციებს დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებით პასუხობენ. სოციალური ქსელით დაწყებული უკმაყოფილება დღეს, 2 საათზე, თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში მშვიდობიანი აქციით გაგრძელდება. ეს არის სახალხო აქცია, რომლის მონაწილეთა პროტესტი მიმართულია ტრანსპორტის სფეროში დაწესებული რეგულაციებისკენ და ეხება აქციზის გადასახადის ზრდას როგორც საწვავზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებზე.
|
თამარ მუკბანიანი 10.12.2016
საწვავზე ფასის მოსალოდნელი მატება თითქმის ყველა პროდუქტს და მგზავრობასაც გააძვირებს. ლარის კურსის ვარდნის ფონზე, ეს მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. მიუხედავად იმისა, რომ აქციზზე გადასახადი ჯერ არ გაზრდილა, ცალკეულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ფასის ზრდა როგორც საწვავზე, ასევე სხვადასხვა დასახელების საკვებ პროდუქტზეც.
|
მარი ჩიტაია 10.12.2016
ლარის კურსი მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობად იქცევა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე პუნქტით უფასურდება. სავალუტო პუნქტებში გაცვლითი 1 დოლარი 2,60 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, ხოლო სპეციალისტების პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, მდგომარეობა განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში დამძიმდება. საუბარია კომუნალური გადასახადების გაზრდაზეც, მასთან გასამკლავებლად მოსახლეობის უმრავლესობას, უბრალოდ, რესურსი არ ეყოფა.
|
მამუკა ნაცვალაძე 10.12.2016
XIII| ს-ის ქართულ კოჰორტაში თავისი ზნეობრიობითა და თავდადებით გამორჩეული ადგილი უკავია ცოტნე დადიანს. ყ||| ს-ის საქართველოს მთავარი პრობლემა იმ ზნეობრივი კატეგორიების უარყოფა გახლდათ, რომელსაც ეფუძვნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანა.
|
ეკატერინე ბასილაია 09.12.2016
საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა 10%-ით შემცირება იწყება და საახალწლოდ ადამიანების სახლში გაშვებას მინისტრების მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია დაერქვა.
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 09.12.2016
გუშინ ევროპარლამეტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (დშიუ) კომიტეტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შეთანხმებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტმა (კორეპერმა) დაადასტურა ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის რეგულაციაზე. ეს "გარღვევა" გზას უხსნის საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას.
|
სალომე სარიშვილი 09.12.2016
აფხაზურ წყაროებზე ყოველდღიურად აქტიურად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული, ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. ადგილობრივების ნაწილი ამ ფაქტს იმ სახალხო შეკრებას უკავშირებს, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს და რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას იმპიჩმენტის საკითხს ეხება.
|