სალომე სარიშვილი
12.12.2016

 გარკვეულზე მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ვერც ჯანმრთელობის უფასო სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლონ და ვერც უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით. სპეციალისტთა ნაწილი მოქალაქეთა ასეთ დაყოფას მათი შემოსავლების მიხედვით არასწორად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ეს გეგმა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი საშუალო ფენის გაღარიბებასა და გაქრობას გამოიწვევს.

თაკო მათეშვილი
12.12.2016

 არალეგალი მიგრანტები, იარაღი, ნარკოტიკი, ტერორისტები - თუკი ეს არასასურველი ტვირთები და ადამიანები საქართველოს გავლით ევროპაში მასობრივად მოხვდებიან, სწორედ მაშინ ამოქმედდება სწრაფი შეჩერების მექანიზმი, რომლის მიღებასაც, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების წინაპირობას, საქართველო და უკრაინა ამდენ ხანს ელოდნენ.

ნინო ქეთელაური
12.12.2016

 სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და კანონში ფემიციდის განსაზღვრას ითხოვს, რაც კანონმდებლობაში ცალკე მუხლის გამოყოფას გულისხმობს, რომლითაც გენდერული ნიშნით მკვლელობა შეფასდება. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის "კანომდებლობის ანაბარა დატოვება" არასწორია და ამას მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა სჭირდება; ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ამით კანონი გენდერულად მგრძნობიარე გახდება.

მამუკა ნაცვალაძე
12.12.2016

 საქართველოს მთელ ისტორიას წითელ ზოლად გასდევს კეთილისა და ბოროტის, ზნეობისა და უზნეობის დაპირისპირება. ზნეობრივი პოსტულატები, ამაღლებული განწყობები, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა საზრდოობდა და რაც სამაგალითო და მისაბაძი გახლდათ ქართული საზოგადოებისთვის, პედანტურად აღწერა შოთა რუსთაველმა უკვდავ "ვეფხისტყაოსანში".

თიკო ოსმანოვა
12.12.2016

 "პრეზიდენტის არჩევის წესი შეიძლება საკამათო საკითხიც იყოს ამ მოდელში, მაგრამ ამ კონკრეტულ მოცემულობაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება, კიდევ ერთი ინსტიტუტის ინტეგრაცია აბსოლუტური ძალაუფლების გამყარების კუთხით სერიოზულად დასაფიქრებელია. იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობით უზურპაციის რისკები ისედაც მაღალია და ამით კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

თაკო მათეშვილი
12.12.2016

 საპარლამენტო უმრავლესობაში იზიარებენ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო კომისიას არა პრეზიდენტი უნდა აკომპლექტებდეს და ხელმძღვანელობდეს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე.

გვანცა ღვედაშვილი
12.12.2016

 მიიღებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ "მთელ კვირას" განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა თანათავმჯდომარეობის შესახებ კომისიის ლეგიტიმაციისა და სანდოობის გაზრდას ემსახურებოდა და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.

ელზა პაპოშვილი
12.12.2016

 ფემიციდის მორიგი ფაქტი და ქალთა მკვლელობის გაგრძელება - 9 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ქმარმა ყოფილი ცოლი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი იმავე იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

გვანცა ღვედაშვილი
12.12.2016

 საქართველოს განსაკუთრებულად ცივი ზამთარი არ ელოდება, ამის შესახებ "მთელ კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, წელს თითქოს ევროპაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ეკატერინე ბასილაია
10.12.2016

 შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სგემების პატრულირების ვადა შეიძლება 4 თვემდე გაიზარდოს, რაც მოსკოვში დიდ აღშფოთებას იწვევს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ჯეიმს ფოგომ გააკეთა.

გვანცა ღვედაშვილი
10.12.2016

 საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავჯდომარე უხელმძღვანელებს და ისეთივე ფორმატით შეიქმნება, როგორც ეს სამი წლის წინ იყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის თანათავჯდომარეობაზე პრეზიდენტს უარი ეთქვა.

სალომე სარიშვილი
10.12.2016

 პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, აუცილებელია კონსტიტუციაში შეიცვალოს მუხლი, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდება. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით ეს პროცედურა მეტისმეტად გართულებულია და შესაბამისად, ის დახვეწასა და გადახედვას საჭიროებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×