ნინო ქეთელაური 14.12.2016
"დარღვევებზე, რომელზეც პროკურატურა დავობს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვაღიარე," - აცხადებს "ცენტრ პიონტის" აჭარის ფილიალის ყოფილი უფროსი ირაკლი მინდელი.
|
ნათია ლომიძე 14.12.2016
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, მიგრანტების რაოდენობა იზრდება. ამას ემატება მოლოდინი ვიზალიბერალიზაციაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის უცხოეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვს. საქართველოში ფინანსური კრიზისია, რომელიც ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს.
|
მარი ჩიტაია 14.12.2016
სპეციალისტები საქართველოს მთავრობას "გაზპრომთან" ურთიერთობის დროს სიფრთხილეს ურჩევენ. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხს განიხილავს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, თუმცა ეს შეიძლება იყოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%-იანი წილის გაყიდვის საკითხი. ის, რომ მყიდველი შეიძლება სწორედ რუსული გიგანტი აღმოჩნდეს, ქართველი ექსპერტების შეფასებით, ეს საკმაო საფრთხეს წარმოადგენს.
|
თეო გუდავაძე 14.12.2016
საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტითა და სათავგადასავლო დასვენების კუთხით. თუმცა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ხალხს დასასვენებელი ფული არ აქვს. სასტუმროს ნომრებიც უკვე უმეტესად დოლარში ქირავდება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ეს კი მომხმარებელს ზამთრის კურორტებზე გამგზავრების საშუალებას არ აძლევს.
|
მარი ჩიტაია 14.12.2016
დეკემბრიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გამყარების ტენდენციაა. თითქმის ყველა ვალუტამ დოლართან მიმართებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში პოზიცია გაიუმჯობესა. ამიტომ ლარის გაუფასურების გამართლება იმით, რომ რეგიონში ანალოგიური ვითარებაა და არც სხვა ვალუტებს ულხინთ, რეალობისგან შორსაა.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.12.2016
შარშანდელთან შედარებით გრიპისმაგვარი დაავადების შემთხვევები გაზრდილია, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში დაავადების 254 შემთხვევა დაფიქსირდა, სასწრაფოებზე მაღალი მომართვიანობის გამო კი 550 ზარზე რეაგირება ვერ მოხდა.
|
თაკო მათეშვილი 13.12.2016
ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეობას ორმაგად მომხიბვლელს ხდის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი მთავრობისაგან მოქალაქეობის გაცემის გართულებას მოითხოვს.
|
მარი ჩიტაია 13.12.2016
მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შესაძლოა, 30 ათასი ადამიანით შემცირდეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად შეცვლის დასაქმების სტრუქტურას. არც ისაა გამორიცხული, კადრების გაშვება (როგორც დანიშვნა) ნეპოტიზმის პრინციპით მოხდეს და სამსახურის მიღმა დარჩნენ ადამიანები, რომელთაც საჯარო სექტორში მფარველი არ ჰყავთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.12.2016
"უმუშევარი არა ათეულობით, არამედ ათასეულობით ადამიანი გახდება," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა კადრების ოპტიმიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 13.12.2016
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვენ. "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიის სააგენტო განვითარების თვალსაზრისით რელიგიური უმცირესობებისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი სერიოზული დამაბრკოლებელია, რაზეც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი "რეზონანსის" საშუალებით პასუხობს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოა და სააგენტოს მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას.
|
თიკო ოსმანოვა 13.12.2016
"ქართული ოცნება" თუ გაჯიუტდება და ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაატარებს, რომელიც ქვეყანას ავტოკრატიულ რეჟიმში გადაიყვანს, ეს იქნება დესტაბილიზაციის დასაწყისი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 13.12.2016
მე-9 მოწვევის პარლამენტს ერთი თვეც არ შესრულებია და "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის ახალი ღია კონფლიქტი და ურთიერთბრალდებები უკვე დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ოცნებას" ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაში დასდო ბრალი, პარლამენტის თავმჯდომარემ კი შეუთვალა, რომ "ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ რისი თქმის უფლება აქვთ".
|