მარიამ ელიაშვილი
19.12.2016

 მეცნიერებმა რობოტი-მკლავი შექმნეს, რომელიც ექიმებს ბიოფსიის ჩატარებაში დაეხმარება. მკვლევრები მათ მიერ შემუშავებული სისტემის სრულყოფასა და კლინიკებში დანერგვას 3 წელიწადში გეგმავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ მექანიზმით 5 წუთი სჭირდება იმას, რასაც ადამიანი ნახევარ საათს ანდომებს. ექიმს მხოლოდ იმ ლოკაციების მონიშვნა ევალება, სადაც ნემსი უნდა ჩავიდეს. მითითებულ ადგილზე კი ნემსს რობოტი-მკლავი დასვამს.

მამუკა ნაცვალაძე
19.12.2016

 ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ეპიზოდები დღემდე იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც ალექსანდრე დიდი იყო ის პიროვნება, რომელმაც ქრისტეშობამდე |ქ ს-ში სულ რაღაც 13 წლიანი მმართველობის დროს შექმნა მთელი ეპოქა, სრულიად განსხვავებული სამყარო, იმჟამინდელი მსოფლიო რომ თვისებრივად სხვა რანგში წარმოაჩინა.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2016

 "აფხაზები საქართველოში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ. ეს მცირერიცხოვანი ავტოქტონური ერია, რომელსაც სხვა საცხოვრისი არსად აქვს, თუ არა კავკასიის ქედსა და შავ ზღვას შორის მდინარეებით ფსოუთი და ენგურით შემოსაზღვრული ტერიტორია", - წერს ერთ-ერთ სტატიაში სვეტლანა ქეცბა.

ეკატერინე ბასილაია
17.12.2016

 უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის, მომატებული ფასებისა და ლარის ყოველდღიური, ლამის კატასტროფამდე მისული გაუფასურების გამო ერთგვარი პანიკაა შექმნილი და უკვე ბევრი საუბრობს უკან, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და განუკითხაობაში დაბრუნების დიდ საფრთხეებზე.

სალომე სარიშვილი
17.12.2016

 პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დადგენილება უკვე დაამტკიცა, რის შემდგომაც მისი დაკომპლექტება უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ კომისიის საბოლოო შემადგენლობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს, თუმცა მანამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშობაში მათ ჩართვაზე საუბრობ, მიუხედავად არცთუ ისე პოზიტიური მოლოდინისა, ისინი მაინც შეეცდებიან კომისიის მუშაობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და შესაბამისად, სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

მამუკა ნაცვალაძე
17.12.2016

 მსოფლიო ისტორიაში თბილისური მეიდანი განსაკუთრებული ფენომენია თავისი მრავალფეროვანი ურთიერთობით, ეს უნიკალური ადგილი სხვადასხვა სარწმუნოების მშვიდობიანი თანაარსებობითაა გამორჩეული. აქ მრავალი საუკუნის მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ ექვსი სრულიად განსხვავებული რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. მართლმადიდებლურმა გარემომ იოლად შეიკედლა გრიგორიანელები, კათოლიკეები, ებრაელები, მაჰმადიანები და ცეცხლთაყვანისმცემელნი.

თიკო ოსმანოვა
17.12.2016

 პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმრთება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.

ელზა პაპოშვილი
17.12.2016

 კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

სოფო ჩხიკვაძე
17.12.2016

 ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მოსახლეობის ერთი ნაწილი საახალწლო სუფრის მზადების პროცესში უკვე ჩაერთო. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ხალხის ნაკადი არ წყდება ბაზრებსა თუ სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში, თუმცა მათი უმეტესობა უბრალო დამთვარიელებლის როლშია. პროდუქცია ძვირდება და მომხმარებელის ბიუჯეტშიც გაუთვალისწინებელი ხარჯი მატულობს.

მარი ჩიტაია
17.12.2016

 ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2,80-ს გადააბიჯებს. კურსი უკვე ყოველდღიურად უფასურდება. ეს პროცესი ისე გრძელდება, რომ არც ერთხელ არ მოგვისმენია მთავრობის და ეროვნული ბანკის შეფასება, თუ რეალურად რა აუფასურებს ლარს და საით მიექანება ქვეყანა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაზე კონტროლი დაკარგა. ისმის მხოლოდ არაადეკვატური შეფასებები, რომლის არავის სჯერა.

მარი ლიკოკელი
17.12.2016

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე დააკავა.

ნათია ლომიძე
17.12.2016

 ლარმა გაუფასურების ისტორიულ მინიმუმს დიდი ხანია გადააჭარბა და ახალ ისტორიას ქმნის. ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს არათუ გამყარების, არამედ დასტაბილურების იმედიც არ აქვთ, პირიქით, მის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ. ქვეყანაში სრული უიმედობაა და ამიტომ საზოგადოება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ეკონომისტები და ფინანსისტები ამბობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არარეალურია, ამიტომ მთავრობის გადადგომა გარდაუვალია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×