ნათია ლომიძე
20.12.2016

 ლარის დევალვაცია სტუდენტების სწავლის გადასახადზეც უარყოფითად აისახა. თუკი დოლარის კურსი 3,0-ს მიაღწევს, საქართველოში მოქმედი კერძო უნივერსიტეტების ნაწილი გადასახადის გაზრდას აპირებს. ასეთი პუნქტი სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში უკვე ჩადებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, სტუდენტები გაძვირებას ეწინააღმდეგებიან.

მარიამ მაჭავარიანი
20.12.2016

 ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლეც და მოძრაობის უსაფრთხოებაც. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი ავტომფლობელები ელიავას ბაზრობას თუ ფეიქრების ქუჩას აკითხავენ, უარს ამბობენ ბრენდული სათადარიგო ნაწილების შეძენაზე და იაფფასიან პროდუქციას ეტანებიან. არიან ისეთნიც, რომლებიც მეორადი სათადარიგო ნაწილების შეძენას ამჯობინებენ, რადგან იციან, რომ ევროპული მეორადი ნაწილები ბევრად სჯობს ჩინური წარმოების თუნდაც ახალ სათადარიგო ნაწილებს.

მარი ჩიტაია
20.12.2016

 რეფინანსირების სესხები რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. იმის ნაცლად, რომ ლარის გაუფასურების შემაკავებელ ღონისძიებებს მიმართოს, ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ლარის მასას დაუსაბუთებლად ზრდის. წლის ბოლოს რეფინანსირების სესხის მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, ბანკები სერიოზულ გასაჭირში არიან და ლიკვიდობის პრობლემა აქვთ ან სებ-ი ახდენს ბიუჯეტის დაკრედიტებას კომერციული ბანკების მეშვეობით, რითაც იგი უხეშად არღვევს კანონს.

მარი ჩიტაია
20.12.2016

 ლარიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მსესხებლების დახმარებას გეგმავს, თანდათან ინტერესს კარგავს. მოსახლეობის მოლოდინი ამ "შეღავათის" მიმართაც ისევე ბუნდოვანია, როგორც ეროვნული ვალუტის მომავალი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანი დაფიქრდება, უღირს თუ არა სარგებლობა ამ შეღავათით. ეროვნული ვალუტა იმდენად უფასურდება, რომ ლარში კრედიტის გადატანა რისკს შეიცავს.

თიკო ოსმანოვა
19.12.2016

 ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

ნინო ომანაძე
19.12.2016

 15 დეკემბერს აფხაზეთში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირება "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მემორანდუმით დასრულდა.

სალომე სარიშვილი
19.12.2016

 შეურაცხყოფა და ცილისწამება, შესაძლოა, მალე სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. წინადადება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

ვახტანგ შამუგია
19.12.2016

 ყინვა, მუსიკა დები იშხნელების რეპერტუარიდან, ათობით ადამიანი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, გაოგნებული სახეებით და უცნაური ნაძვის ხე - ყველაფერ ამის ნახვა 17 დეკემბერს, კანცელარიის შენობის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე შეიძლებოდა. სიცივის მიუხედავად, აქციაზე მისულმა ათობით რიგითმა მოქალაქემ საახალწლო ნაძვის ხე დოლარებისა და ლარების კარიკატურული კუპიურებით მორთო.

თაკო მათეშვილი
19.12.2016

 "ეს ბიუჯეტი ქალაქს არ დააქცევს, მაგრამ ვერც გაუმჯობესებას მოგვიტანს", - ასე აფასებენ საკრებულოს ოპოზიციაში დედაქალაქის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და დასძენენ, რომ იგი ცოტ-ცოტა ყველაფერს ითვალისწინებს, თუმცა ვერც ერთი საკითხის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ნინო ქეთელაური
19.12.2016

 "აღმოვჩნდით იმავე ორმოში, რომელშიც 4 წელი გავატარეთ. ეს ორმო გახლავთ პარლამენტის დარბაზი, რომელშიც ორი დაპირისპირებული ძალის ე.წ. "რაზბორკა" მიმდინარეობს, ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელი ლექსიკონია გამოყენებული და წინსვლა ამიტომაა ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ეს შეიძლება ელემენტარული თანამშროლობის სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2016

 თიკო ოსმანოვა

რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ კომფორტული და თანაბარუფლებიანი გარემო შეუქმნას?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, ქვეყანაში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას, რომელთა შორისაც ტრანსპორტირება, დასაქმება და განათლებაა.

შოთა თხელიძე
19.12.2016

 სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებმა ირანისა და რუსეთის ავიაიერიშების დახმარებით სირიის სიდიდით პირველი ქალაქის ალეპოს აღება პრაქტიკულად დაასრულეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×