ნინო ქეთელაური 21.12.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება, ყოფილი პრეზიდენტის მორიგმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამწვავა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარტიის კონფერენციაში სკაიპის საშუალებით ჩაერთო, აღნიშნა, რომ თანამებრძოლებს ვერ უწოდებს მათ, ვინც "ივანიშვილის წესებით თამაში აირჩია".
|
თაკო მათეშვილი 21.12.2016
"თურქეთის ხელისუფლებას ეს ამბავი ნამდვილად არ აწყობდა. მათი სია კი, ვისაც აწყობდა, საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს," - ამბობს პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე საუბრისას და დასძენს, რომ როდესაც მკვლელის ზუსტი ვინაობა გაირკევა, ან როცა მომხდარს საკუთარ თავზე რომელიმე ორგანიზაცია აიღებს, ამით უკვე ნათელი გახდება ისიც, თუ რომელი სახელმწიფო დგას ამ ყველაფრის უკან.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2016
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სირიის კონფლიქტი მსოფლიოში და მათ შორის კავკასიაში, ახალ მთავარ მოთამაშეებს ქმნის, და ასეთებად, შესაძლოა, მოოგვევლინოს რუსეთის, ირანის და თურქეთი.
|
თეო გუდავაძე 21.12.2016
საქართველოში კერძო სკოლების გადასახადმა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადებს დიდი ხანია გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მოსახლეობას უჭირს, კერძო სკოლებზე მოთხოვნა მაინც დიდია. ბოლო დროს გახშირდა მოსწავლეთა გადასვლის შემთხვევები საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან ვალუტის დევალვაციამ მშობლებს სხვა გზა არ დაუტოვა.
|
მარი ჩიტაია 21.12.2016
ლარის მასშტაბური გაუფასურების მიზეზი სპეკულაციაა. ამაზე ფინანსისტები დიდი ხნია საუბრობენ, წერდა მედიაც, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამ აღიარება მხოლოდ მაშინ ინება, როცა ლარის კურსმა 2,82-ს გადააჭარბა. სებ-ის განცხადებიდან რამდენიმე საათში ლარზე სპეკულაციის გავლენა მთავრობამაც დაადასტურა.
|
მარიამ მაჭავარიანი 20.12.2016
სპეციალისტები საშუალო ფენის გაქრობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება. ლარის დევალვაციას მდიდრები როგორმე გაუძლებენ, ღატაკები კიდევ უფრო გაღატაკდებიან, ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი - საშუალო ფენა არა მარტო გაღარიბდება, არამედ გაქრობის გზას დაადგება.
|
მარი ჩიტაია 20.12.2016
ლარის კურსის კატასტროფულმა ვარდნამ დოლარში გამოსახული მთლიანი შიგა პროდუქტი მნიშვნელოვნად შეამცირა. მთავრობის მუდმივი მტკიცება, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, ისეთივე არარეალურია, როგორც მისივე შეგონება ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით. რატომღაც მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლაც ჰგონია, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება ან საზოგადოებას ასე აჩვენებს თავს. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა და ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებიც უარესდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს.
|
ნინო ქეთელაური 20.12.2016
პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება - ასე აფასებენ სპეციალისტები ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს საზოგადოებაში. მათი თქმით, სოცილურ აფეთქებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება და რაც მთავრია, კრიმინალის მატების ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ეკონომიკური კრიზისია.
|
ეკატერინე ბასილაია 20.12.2016
"მმართველი წრეები ინტელექტის გარეშე მართავენ სისტემას და ეს მოგვცემს იმას, რომ სულ უფრო მეტი შეცდომები იქნება დაშვებული ამა თუ იმ მიმართულებით", - "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის თქმითაც, აშკარაა, რომ ლარის კურსის ასეთი კატასტროფული გაუფასურების გამო ხელისუფლება პანიკაშია და ამ პანიკიდან იყო გამოწვეული გადასახადების გაზრდაც, რკინიგზისა და ასევე "ნავთობისა და გაზის" კორპორაციის აქციების გაყიდვის დაანონსებაც და მთავრობის წევრების მხრიდან არაადეკვატური და ლამის ცინიზმამდე მისული განცხადებებიც.
|
თაკო მათეშვილი 20.12.2016
სირიის მოვლენებმა რეგიონისა და მასში საქართველოს როლი შეცვალა - ასე აფასებენ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას სამხედრო და უსაფრთხოების სპეციალისტები და ამბობენ, რომ კავკასიაშიცა და ახლო აღმოსავლეთშიც დღეს იმაზე რთული და ჩახლართული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
|
სალომე სარიშვილი 20.12.2016
ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, აღნიშნული შემთხვევა ჩვეულებრივი თავდასხმა იყო, ხოლო მოტივი ამ განზრახვისა მისთვის ამ დრომდე გაუგებარია.
|
ვახტანგ შამუგია 20.12.2016
საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალები შესაძლოა საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე დარჩეს. მის შემადგენლობაში არსებული ტექნიკის ნაწილის გაყიდვა იგეგმება. საუბარი ჩვენი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებულ სუ-25 ტიპის თორმეტ მოიერიშე თვითმფრინავს ეხება.
|
|