სალომე სარიშვილი
16.12.2016

 დიდი მსჯელობისა და დაპირისპირების შემდგომ, პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. 96 ხმა არც ერთის წინააღმდეგ - ასეთი შედეგი საკანონმდებლო ორგანომ გუშინ რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდგომ მიიღო, რითაც პრაქტიკულად, საბოოლოდ გადაწყდა, რომ ამ კომისიაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩართული არ იქნება და შესაბამისად, ვერც თანათავმჯდომარე. რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, ცნობილია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მომდევნო ერთი კვირის განავლობაში დაკომპლექტდება და მუშაობასაც დაიწყებს.

ეკატერინე ბასილაია
16.12.2016

 "მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს, ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში," - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტსა და ლარის გაუფასურებაზე არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მარი ჩიტაია
16.12.2016

 "გაზპრომთან" ჭიდაობა გრძელდება. ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით საქართველომ თავისი პოზიცია ამჯერადაც დაიცვა და რუსეთს სომხური გაზის გატარებისთვის ფულად ანაზღაურებაზე უარი განუცხადა.

ნათია ლომიძე
16.12.2016

 სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა ლარის კურზე სასიკეთოდ არ აისახება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაა, განსაკუთრებით, გადასახდელების ნაწილში, რაც ლარზე ზეწოლას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის. ეკონომისტების აზრით, ლარის კურსის პოზიტიური მდგომარეობა სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული და ამ მხრივ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ნაბიჯები აბსოლუტურად არაადეკვატურია.

მარი ჩიტაია
16.12.2016

 ამერიკაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იცვლება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის სურვილს, რომ "იაფი ფულის ხანა" დასრულდეს, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მხარი დაუჭირა და საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რაც სავალუტო ბაზარზე მყისიერად აისახა. რა ელოდება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ლარს, მოსალოდნელია თუ არა მისი კიდევ უფრო გაუფასურება?

ნინო ომანაძე
15.12.2016

 აფხაზეთი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მოლოდინშია, ოპოზიციური კოალიცია და ომის ვეტერანების პარტია "ამცახარა" 15 დეკემბერს სოხუმის დრამატული თეატრის წინ არასანქცირებულ მიტინგს მართავს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვს დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაგომას. ამის პარალელურად, გუშინ დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებასა და "პრეზიდენტ" ხაჯიმბას მოკვლას გეგმავს.

მამუკა ნაცვალაძე
15.12.2016

 მე-13 საუკუნის საქართველოს არეულმა ყოფამ არაერთი სახელი გამოამზეურა. ერთ-ერთი მათგანია ეგარსლან ბაკურციხელი, რომელიც მონღოლებს დაუახლოვდა და მათი წყალობით დაწინაურდა. მას მონღოლებმა კახეთის, ჰერეთის, კამბეჩიანის დუმანი ჩააბარეს.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2016

 ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს უკვე აპრილის ბოლოდან შეეძლებათ. როგორც ცნობილი გახდა, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2016

 საქართველოში ამინდი ჯერ არ გაუმჯობესდება. 15-დან 17 დეკემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე.

ეკატერინე ბასილაია
15.12.2016

 "ყველა სფეროში უსუსურობის განცდაა. კაციშვილი არ არის, რომ ადამიანურად გაანალიზოს, რა ხდება ჩვენს თავს და გამოსავალი თქვას... პოლიტიკურ ველზე ასარჩევიც არავინ არ არის დღეს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეტყობა ეს გლოვის რეჟიმიც გასავლელია, რომ მერე რაღაც გზა დავინახოთ," - ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისზე საუბრობს სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის დიდი იმედიც არ აქვს.

ელზა პაპოშვილი
15.12.2016

 რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესები თუ არსებული სცენარით განვითარდა, ხელისუფლება საზოგადოებისგან სერიოზულ პროტესტს მიიღებს და შეიძლება სიტუაცია უმართავიც გახდეს.

სალომე სარიშვილი
15.12.2016

 "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოებისა და დაპირისპირების ტალღა ისევ არ ცხრება. პოლიტიკურ ინტერესებზე არსებულ განხეთქილებას ახლა უკვე გარკვეული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და შემცირება მოჰყვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა, მათ შორის საკმაოდ ძველი მებრძოლებიც. ამის შესახებ დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×