თაკო მათეშვილი 15.12.2016
მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე გაკეთებული სახელისუფლებო განცხადებები პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აფიქრებინებს, რომ მთავრობა ხალხსა და რეალობას იმდენად დაშორდა, რომ საკუთარ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და ვერ ამჩნევს თუ რა გასაჭირი ადგას მოსახლეობას.
|
თიკო ოსმანოვა 15.12.2016
2-თვიანი პრემია ბრწყინვალე მუშაობისთვის და არაკომპეტენტურობის გამო სამსახრუდან გაშვება - ახალგაზრდა კაცი უკვე მე-4 დღეა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას და თანამდებობაზე აღდგენას ამაოდ ითხოვს. ამბობს, რომ აქციების პარალელურად დავას სააპელაციო სასამართლოშიც გააგრძელებს და სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის იმედი აღარ აქვს.
|
ნათია ლომიძე 15.12.2016
სამომხმარებლო ბაზარი კლიენტების ნაკლებობას განიცდის. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მკვეთრად შეამცირა. მოვაჭრეებიც მყიდველთა რაოდენობას უჩიავიან და თავიანთ სავაჭრო ობიექტებში მარაგს ამცირებენ. მდგომარეობის სიმძიმეზე საუბრობენ, როგორც რიგითი მომხმარებლები ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, ისინი საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავენ.
|
მარი ლიკოკელი 15.12.2016
ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების საკითხი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება, მაგრამ სპეციალისტები სხვაგვარად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ენერგოსისტემა ზღვარზე მუშაობს, რადგან ტარიფის მატება მხოლოდ ლარის კურსზეა დამოკიდებული.
|
თამარ მუკბანიანი 15.12.2016
პიროტექნიკის გაყიდვაზე რეგულაციის არარსებობა მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. ხალხი ითხოვს, თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი ბოლოს და ბოლოს კონტროლს დაექვემდებაროს. ერთი წლის წინათ, არსებობდა პეტიციაც, რომლის ხელმომწერებიც პარლამენტს ამ საშიში სათამაშოს გაყიდვაზე სპეციალური ნორმის შემოღებას სთხოვდნენ, თუმცა საახალწლო ეიფორიის ჩავლის შემდეგ, ეს პრობლემა ყველას გადაავიწყდა.
|
მარი ჩიტაია 15.12.2016
ლარის დევალვაციის ფონზე ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებაზე აქტიურად მიდის საუბარი. მთავრობაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ახალისებს, რეალურად კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს. ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული. მისი ფასი კი მატულობს. ამიტომ საექსპორტო პროდუქციაც ძვირდება და საბოლოო ჯამში ერთ ადგილს ვტკეპნით.
|
ეკატერინე ბასილაია 14.12.2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს, რის საპასუხოდაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სიმართლე არ არის და ამის თქმა არასერიოზულია.
|
თიკო ოსმანოვა 14.12.2016
დღეიდან ადამიანისთვის ხელის დარტყმაზე, წამებასა და შეურაცხყოფის მიყენებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა და კანონპროექტს პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2016
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნად მსოფლის უდიდესი კერძო ნავთობკორპორაცია "ექსონ მობილის" ხელმძღვანელის, რექს ტილერსონის წარდგენა, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან ნაცნობობა აკავშირებს, ამერიკის გეოპოლიტიკურ კურსზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მთავარ გადაწყვეტილებებს სენატი და ქვედა პალატა, კონგრესი იღებს.
|
თაკო მათეშვილი 14.12.2016
"ოპოზიციის საქმე ლაპარაკია და უნდა ილაპარაკონ. ჩვენი საქმა კი საქმის კეთებაა და ასეც უნდა მოვიქცეთ," - ასე პასუხობს გუგული მაღრაძე ოპონენტების კრიტიკას და ამბობს, რომ მათი მხრიდან გამოთქმული შენიშვნები არ აკვირვებს.
|
თაკო მათეშვილი 14.12.2016
"თქვენი და კვირიკაშვილის ყოველი განცხადების შემდეგ, ლარი გაუფასურების ახალ რეკორდს ამყარებს" - ეს ბრალდება გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტში წაუყენა.
|
სალომე სარიშვილი 14.12.2016
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის წამოჭრილი უთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ჩართვის საკითხს უკავშირდება, თავად გიორგი მარგველაშვილის მიერ წამოწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ დასრულდება. მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესიც კი შეიცვალოს და იგი არა ხალხმა, არამედ უკვე პარლამენტმა აირჩიოს. კვესელავას თქმით, ეს სწორი ცვლილება იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|