რეზონანსი
13.12.2016

 ალექსანდრე ალექსიძე

ყაზახეთი 25 წლის დამოუკიდებლობას აღნიშნავს - მსოფლიოში ტერიტორიით მე-9 ქვეყანა, სადაც თითქმის 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ლიდერად იქცა ბოლო წლებში. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელმაც ამ წლების განმავლობაში დიდი მოცულობის ინვესტიციები განახორციელა ჩვენს ქვეყანაში.

მარი ჩიტაია
13.12.2016

 გაისად ლარს დიდი განსაცდელი ელის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების პოლიტიკა ერთმანეთს ერთი ერთში დაემსგავსა - ნებით თუ უნებლიეთ, აუფასურებენ ლარს, რაც საბოლოოდ ეროვნული ვალუტისთვის დამანგრეველი შედეგით დასრულდება. სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ლარის გაცვლითი კურსისთვის მომავალ წელს ზღვარი არ იარსებებს. უკეთეს შემთხვევაში კი, დოლარის მიმართ კურსი 2,80-მდე გაუფასურდება, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც.

მარიამ მაჭავარიანი
13.12.2016

 საქართველოში ჯერ დაქორწინებულნიც არ არიან, რომ უკვე გაყრაზე ლაპარაკობენ. მართალია, ისეთ დონემდე არ მივსულვართ, როგორც ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ქორწინებისა და განქორწინების რიცხვი იდენტურია, მაგრამ ოჯახის შექმნისა და მისი შენარჩუნების მხრივ, საქართველოშიც უარესდება სიტუაცია.

ნათია ლომიძე
13.12.2016

 საქართველოში გარევაჭრობა კვლავ მოთხოვნადი გახდა. რამდენიმე წლის წინ ეს ბიზნესი შეზღუდული იყო და სამართალდამცველები მოვაჭრეებს ქუჩაში დადგომის უფლებას არ აძლევდნენ. ბოლო პერიოდში კი გარევაჭრობის გამოცოცხლებას მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებამ უბიძგა. გარდა ფასისა, მომხმარებლისთვის მისაღებია, "შევაჭრება", რის უპირატესობასაც დიდი სავაჭრო ობიექტები არ იძლევიან. იმ მიზნით, რომ რამდენიმე ლარის შეღავათი მიიღოს მყიდველმა, ის მოუწესრიგებელ სავაჭრო გარემოში პროდუქციის შეძენას არ ერიდება. შეიძლება ცოტა ხნის წინ მას გულგრილად ჩაევლო ასეთი დახლებისთვის, მაგრამ დღეს ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს.

მარიამ მაჭავარიანი
13.12.2016

 საქართველოს კურორტებზე უცხოელი ტურისტების მოზღვავება იგრძნობა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან რაც დრო გადის ჩვენი ქვეყანა სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურობის მსურველთათვის. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პარალელურად ვითარდება შიდა ტურიზმიც, თუმცა ზამთრისა და ზაფხულის კურორტები ქართველებისთვის სულ უფრო მიუწვდომელია. ეკონომიკური კრიზისის გამო ხალხს ფული შემოელია და ადგილობრივ კურორტებსაც, ძირითადად, უცხოელები შემორჩნენ.

მარი ჩიტაია
13.12.2016

 წესით და რიგით, თამბაქოს პროუდქცია იანვრიდან უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ კომპანიებმა უფრო ადრე დაიწყეს ფასის შეცვლა. აქციზის გადასახადის ძალაში შესვლამდე ფასზე გავლენა სავალუტო კურსმა მოახდინა. თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტსა და ჯიხურებში სიგარეტის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა. იმპორტიორების განცხადებით, გაცვლითი კურსიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ისინი შიშობენ, რომ თამბაქოს გაძვირება გავლენას რეალიზაციაზეც მოახდენს, რაც ბოლო პერიოდში ისედაც გაუარესებულია.

მარი ლიკოკელი
13.12.2016

 ისევე როგორც შარშან, წელსაც ჯანდაცვის ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა. ფინანსთა სამინისტრომ დამატებითი სახსრები უნდა მოიძიოს წლის ჩასამთავრებლად.

ია აბულაშვილი
12.12.2016

 ნიკოლოზ ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სატრფიალო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებაში, რომელიც მისი განჯაში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.

შოთა თხელიძე
12.12.2016

 ამერიკის ავიაციის საჰაერო დარტყმების დახმარებით, ლიბიურმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი სირტე საბოლოოდ დაიკავეს. ქალაქზე შეტევა მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და მხოლოდ ექვს დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა.

შოთა თხელიძე
12.12.2016

 გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნისას განაცხადა, რომ თურქეთს სურს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ეროვნულ ვალუტებში ივაჭროს.

ეკატერინე ბასილაია
12.12.2016

 პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულმა გეგმამ, რომ "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების 25% უნდა გაიყიდოს, სომხეთში დიდი შფოთი გამოიწვია და ორი კვირაა, ვნებათაღელვა არ ცხრება. მიზეზი კი ისაა, რომ ეს კორპორაცია ფლობს იმ მაგისტრალურ გაზსადენს, რომლითაც რუსული გაზი საქართველოს გავლით სომხეთში გადის, მისი რეალური მყიდველი კი მხოლოდ ორი კომპანიაა - რუსული "გაზპრომი" და აზერბაიჯანული "სოკარი" და სწორედ "სოკარის" ინტერესების გამოა ერევანში დიდი პანიკა ამტყდარი.

მარიამ ელიაშვილი
12.12.2016

 მეცნიერებმა შექმნეს სწრაფადმოქმედი ანტიდოტი, რომლის დახმარებითაც მხუთავი აირით მოწამლულთა მკურნალობაა შესაძლებელი. ანტიდოტის დახმარებით ორგანიზმში სწ-ს დონე 15-25%-ით მცირდება და ჟანგბადის კონცენტრაცია მატულობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×