ნინო ქეთელაური 17.12.2016
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაზე კანონი მკაცრდება. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შეძენა ან შენახვა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
|
თაკო მათეშვილი 17.12.2016
"ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც "ოცნებამ" შეიმუშავა, ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი. საზოგადოება კი ხელისუფლებისაგან სწრაფ შედეგებს ელოდება", - ამბობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე და დასძენს, რომ სოციალური პროგრამების გაუქმება, ლარის კურსი და პროდუქტზე ფასების ზრდა ხალხში პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს. მითუმეტეს, თუკი ხელისუფლება შემდეგი თვეების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც შექმნის ვითარებას განმუხტავს.
|
ნინო ომანაძე 17.12.2016
2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდება. მასში მონაწილეობას 15 კანდიდატი მიიღებს, მათ შორის "მოქმედი პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი და ექს-"პრეზიდენტი" ედუარდ კოკოითი.
|
ვახტანგ შამუგია 17.12.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ზაქირ ჰასანოვსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
|
ნინო ომანაძე 16.12.2016
ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ორიოდე დღის წინ დაანონსებული "რევოლუცია", გადატრიალება თუ პრეზიდენტის ლიკვიდაცია არ შედგა. ოპოზიციამ მხოლოდ ათასამდე კაცის გამოყვანა მოახერხა მიტინგზე, რომელიც "პრეზიდენტ" ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. როგორც თბილისში მიაჩნიათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსკოვის პოზიციაა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დააშინა და დაიმუქრა, რომ თუ პუტინის ფავორიტს ჩამოაგდებდნენ, სეპარატისტული რეგიონი მოსკოვიდან ფულად ტრანშებს ვერ მიიღებდა, რაც აფხაზეთის სრულ და მყისიერ გაკოტრებას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია მაინც დაძაბულია და პოლიტიკური ელიტა, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი.
|
თაკო მათეშვილი 16.12.2016
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიდგომა აკვირვებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პასუხისმგებლობისაგან გაქცევაა.
|
ნინო ქეთელაური 16.12.2016
სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის მსგავსი ვირუსებით მოზრდილთა და ბავშვთა მიმართვა მომატებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სადაც განმარტავენ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიური ზღვრის ნახევარზე ვართ.
|
თაკო მათეშვილი 16.12.2016
"არც ერთი მხარის არგუმენტების არ მესმის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის წარმოქმნილ მორიგ დაპირისპირებას.
|
ეკატერინე ბასილაია 16.12.2016
"თუ ხელისუფლებამ ისეთივე რეჟიმში გააგრძელა საქმიანობა, როგორშიც დღესაა, თუ კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა, დაეცემა ლარის კურსი და ეს ყველას ჯიბეს საგრძნობლად დაარტყამს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უკმაყოფილება და მათ შორის, სოციალური მღელვარებაც და ამის შემდეგ საზოგადოება "ოცნების" ალტერნატივაზე ფიქრსაც დაიწყებს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
|
ია აბულაშვილი 16.12.2016
"მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები ქალაქის მერს, დავით ნარმანიას ამ ორი დღის წინ შევხვდით. ეს იყო ბოლო სხდომა ამ წელიწადში და მან მრჩეველთა საბჭოს ჩააბარა ანგარიში 2016 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ამ საბჭოს წინადადებების მიხედვით განხორციელდა" - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ მიშველაძემ, რომელსაც "რეზონანსი" მათი რჩევით მერის შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე ესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 16.12.2016
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ახლა უკვე პარტიის ერთ-ერთი ყოფილი იურისტი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მისი ამ პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
|
ია აბულაშვილი 16.12.2016
"შაითანბაზარი, ზარაფხანა ერთმანეთს მიჯრით მიჰყვებოდა. ვის და რას არ ნახავს აქ კაცი, ჭურჭელი სპილენძისა და თიხის, ხალიჩები, ოქრომჭედლებისა და ვერცხლის მკეთებელთა მწკრივები, მეწაღეები, დერციკები და ჭონები სჭრიან და ჰკერავენ, სამოსს აზომებენ მუშტრებს. განთქმული თბილისელი მეზანდუკეები და იარაღის მკეთებელი ხელოსნები..." - ასე ახასითებედნენ უცხოელი ვაჭრები თბილისელ ოსტატებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|