თიკო ოსმანოვა
09.12.2016

 საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან უვიზო მიმოსვლას დიდი ალბათობით წლის დასაწყისდან შეძლებენ. "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წინაღობა დაძლეულია.

ელზა პაპოშვილი
09.12.2016

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში ქვეყნის ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მძიმე სოცილურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩააგდებს.

თაკო მათეშვილი
09.12.2016

 ვიზალიბერალიზაციის გზის დასასრული უკვე გამოჩნდა. მოვლენების მკვეთრად და ჩვენთვის სასიამოვნოდ შეცვლას პოლიტოლოგები ვერ ხსნიან და ამბობენ, რომ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია სიტუაციის შემოტრიალება. მათი ნაწილი ამას ევროკავშირის მაღალჩინოსნების მონდომებასაც მიაწერს. თუმცა ხელისუფლებაში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დამსახურებებზე საუბრობენ.

ნინო ქეთელაური
09.12.2016

 2015/2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა სკოლას გაფილტრული წყალი მიეწოდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლა პერიოდულად თავისი რეზერვუარის გაწმენდას და დეზინფიცირებას არ აკეთებს, წყალმომარაგების კომპანიები განათლების სამინისტროს მიმართავენ.

ნათია ლომიძე
09.12.2016

 ასი ათასობით ადამიანი საყოველთაო დაზღვევის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეეხება. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. სპეციალისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ.

სოფო ჩხიკვაძე
09.12.2016

 ოჯახის შექმნის დროს ადამიანი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებული უნდა იყოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს გააზრებულად და არა სპონტანურად. საქართველოში ადრეულ ასაკში დაქორწინების შემთხვევები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ბოლო დროს ახალგაზრდები ცდილობენ მომავლისთვის გადადონ ოჯახის შექმნა.

მარი ჩიტაია
09.12.2016

 ბოლო პერიოდში სახელმწიფო საწარმოების უეფექტო, წარუმატებელ საქმიანობას მკვლევარები ამ სტრუქტურებში გამეფებულ ნეპოტიზმს უკავშირებენ. "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ფოსტისა" და რამდენიმე მსხვილი საწარმოს ბოლოდროინდელი საქმიანობა მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ არის კარგი მმართველი და ვერ მართავს ვერც რკინიგზას და ვერც სხვა კომერციულ ორგანიზაციებს, რაც მათი საქმიანობის წარუმატებლობაზეც აისახება. სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმის რისკი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბოლო კვლევითაც დასტურდება.

ია აბულაშვილი
09.12.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს უძველესი ათასწლეულებიდან ქართულ-ბერძნულ ურთიერთობათა ღრმა ფესვებზე. ქართული კვალის ძიებას ძველ საბერძნეთში ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მასალას მივაწვდით ჩვენს მკითხველს ბერძენთა და კოლხთა თანაცხოვრებაზე, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე.

ეკატერინე ბასილაია
08.12.2016

 "ნაციონალურ" მოძრაობაში არსებული განხეთქილების პარალელურად ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები მმართველ გუნდში პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმის გამო პრემიერი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ქუმსიშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც პრემიერ-მინისტრის საგანგებო წერილი მოჰყვა, ერთგვარი თავის მართლებით, რომ "გაჟღერებული ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია" და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს.

ნინო ქეთელაური
08.12.2016

 ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას მიიღებენ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს მომავალ კვირას უყრის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს.

ელზა პაპოშვილი
08.12.2016

 გუშინ ქობულეთთან, სოფელ ციხისძირში შემზარავი მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი 80 წლის დედამ ნაჯახით მოკლა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და მან დანაშაული აღიარა.

ელზა პაპოშვილი
08.12.2016

 პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ქვეყანას მალე მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ ეყოლება, რაც, მისი აზრით, ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" დააზარალებს, რადგანაც ხელისუფლებას საფრთხობელას როლის შემსრულებელი აღარ ეყოლება. ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ოპოზიციიდან ერთადერთი შანსი, რომ სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს, დავით უსუფაშვილს აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×