სალომე სარიშვილი
08.12.2016

 ეროვნული გმირის ორდენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად, ღვაწლმოსილ პირებს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის ენიჭებათ. ეს ჯილდო 2004 წლიდან მოყოლებული არსებობს და ამ დროისთვის 11 პირს აქვს მინიჭებული. რაც შეეხება მისი გაცემისა და პირისთვის ამ სტატუსის მინიჭების პრინციპს, წოდება პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით მტკიცდება, რომელიც ჯამში რამდენიმე მუხლისგან შედგება და ამასთანავე მოიცავს ფულად ჯილდოსაც, რომელიც 10 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ვახტანგ შამუგია
07.12.2016

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

ეკატერინე ბასილაია
07.12.2016

 ხვალ, 8 დეკემბერს გამოჩნდება კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევს უკვე ბევრჯერ გადადებული ვიზალიბერალიზაციის ცდა, რადგან ხუთშაბათს ევროპარლამენტმა "სწრაფი შეჩერების მექანიზმი" უნდა განიხილოს, რომლის მიღება უკვე ბოლო ნაბიჯია უვიზო მიმოსვლისთვის.

გვანცა ღვედაშვილი
07.12.2016

 "ამ ეკონომიკური პროგრამის წარმოდგენას ლარის კიდევ უფრო დაცემა მოჰყვა, შესაბამისად, მათი მოქმედებების დიდი ნაწილი გაუაზრებელია და არ მგონია, ამ პირობებში რამე ტიპის ეკონომიკური წარმატება გველოდებოდეს", - ასე შეაფასა "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვლიმა უმრავლესობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები.

ელზა პაპოშვილი
07.12.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სოციალური მოთხოვნებით ქართველი მოსახლეობა ქუჩაში არასდროს გამოსულა, თუმცა, თუ მას სხვა პოლიტიკური თემა მიება, აქციების ტალღას სწორედაც რომ სოციალური სიდუხჭირის გამო შეუერთდებიან.

თიკო ოსმანოვა
07.12.2016

 ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიება 2 წლის შედეგ დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ის, რომ ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისის ფოტოების გამო დააკავეს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფოტოგრაფები გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილები არიან, თუმცა შემკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვენ.

თიკო ოსმანოვა
07.12.2016

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. მისი თქმით, თუ მოქალაქეობას ჩამოართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. თუმცა, როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, მას ამის საფრთხე არ ემუქრება და სააკაშვილს თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს მეგობარ ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობა.

სალომე სარიშვილი
07.12.2016

 "ტუსკი საკუთარ წერილში მოუწოდებს შულცს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება, შეჩერების მექანიზმის ამუშავებამდე მოხდეს, რათა ის მეორე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამოქმედდეს. ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ცალკე დადგეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

თაკო მათეშვილი
07.12.2016

 ბრიუსელში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალისაგან, რომელშიც საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობს, სპეციალისტები გარღვევებს არ ელოდებიან და ამბობენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობას უნდა დავჯერდეთ.

მარი ჩიტაია
07.12.2016

 დემპინგური ფასით შემოსულმა "იანდექს ტაქსმა" ქართული კომპანიები გაკოტრების პირას მიიყვანა. რუსული კომპანია კლიენტების "წართმევას" არ დასჯერდა და მძღოლებიც გადაიბირა, რის გამოც ადგილობრივი ფირმები საქმიანობას ვერ აგრძელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარს რამდენიმე ტაქსის კომპანია ჩამოშორდა, მალე მათ რიგს, შესაძლოა, "ტაქსი 200-200" შეუერთდეს, რადგან კომპანია უკონკურენტო გარემოში საქმიანობამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა.

თეო გუდავაძე
07.12.2016

 საქართველოში ეკონომიკური ფონი მუდმივად უარესდება. ხალხი პანიკაშია და შეძლებისდაგვარად ცდილობს მოსალოდნელი რისკის თავიდან არიდებას. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი ცუდის საწყისია ლარის დევალვაცია, რომელიც იწვევს პროდუქტების გაძვირებას და სხვა ბევრ ყოფით პრობლემებს.

მარი ჩიტაია
07.12.2016

 უცხოურ ბაზრებზე ხორბლისა და შაქრის ფასი სწრაფად მცირდება. საქართველოში კი საპირისპირო ტენდენციაა, ორიოდე კვირის წინ ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა. ქვეყანაში პური არ გაძვირდება, მაგრამ არც გაიაფებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება შაქრის ფასს, ტენდენცია აქაც უცვლელია. ფასდაკლებების აქციაზეც, რომელსაც მსხვილი ქსელები მომხმარებელს სთავაზობენ, პროდუქტის ფასი 1,80 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. უცხოურ ბაზრებზე კი შაქრის ღირებულება 12%-ის ფარგლებშია შემცირებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×