სალომე სარიშვილი
06.12.2016

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის - ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუზეუმო ინფრასტრუქტურის, საბაგიროების, გადასახედებისა და საკონცერტო სივრცის მოწყობას გეგმავს.

სალომე სარიშვილი
05.12.2016

 ევროპის საბჭოსთან არსებულმა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა, რომელიც წევრ ქვეყნებში კორუფციისა და პარტიათა დაფინანსების შესახებ არსებულ მდგომარეობას სწავლობს, საქართველოს შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 15 რეკომენდაციიდან დამაკმაყოფილებლად მხოლოდ 3 პუნქტია მიჩნეული, ხოლო დანარჩენი 12 კი ნაწილობრივ შესრულებულადაა შეფასებული.

ეკატერინე ბასილაია
05.12.2016

 "ქართული ოცნების" სიის მიღმა დარჩენილი ყოფილი პარლამენტარები ჯერ ისევ მოთმინებით, თუმცა ცოტა განაწყენებითაც ელიან კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძისგან შეპირებულ თანამდებობებს. ნაწილი ამბობს, რომ "ოცნების" მმართველობაში "ცოტას სცოდავენ კიდეც" მათთვის შეპირებული დასაქმების ამდენი ხნით გაწელვის გამო. ზოგიერთი კი თვლის, რომ ცოტა ხანი "კიდევ უნდა მოიცადონ" და ალბათ რაღაც იქნება. თუმცა დიდად დარწმუნებულები იმაშიც არ არიან, რომ ყველა მათგანს დაასაქმებენ.

ნინო ქეთელაური
05.12.2016

 ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე 2014 წელს დაკავებული სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა, რომ, ექსპერტმა "სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები".

ნინო ომანაძე
05.12.2016

 4 დეკემბერს სოხუმში გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ბლოკის და პარტია "ამცახარას" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდა. საგანგებო შეხვედრის მიზეზი სოჭში 3 დეკემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ფონდ "აპრას" ხელმძღვანელის ასლან ბჟანიას დაკავება გახდა.

თიკო ოსმანოვა
05.12.2016

 "საზოგადოებამ თუ ვერ დაინახა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები და ის, რომ "ოცნება" რეალურად ატარებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მომწიფდება სერიოზული სოციალური პროტესტი. ამიტომაც ამ კუთხით ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

თაკო მათეშვილი
05.12.2016

 საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრი შალვა ოგბაიძე დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ იგი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თბილისელების საჭიროებებზე, მისი აზრით, დოკუმენტი ნაკლებადაა მორგებული და ძირითადად შარშანდელი ვერსიის გადამღერებაა.

ნინო ომანაძე
05.12.2016

 რამდენიმე დღეა, ქართველი ჟურნალისტები თელავის "მედია კაფესთან" დაკავშირებულმა საკითხმა გააერთიანა. თელავში არსებული "მედია კაფე", რომელიც 5 წელია ფუნქციონირებს, დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა

ვახტანგ შამუგია
05.12.2016

 კერძო ამერიკული სადაზვერო-ანალიტიკური ორგანიზაცია "სტრატფორის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უახლოეს მომავალში მთელ რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ევროკავშირში და ზოგადად დასავლურ ქვეყნებში არსებული შიდა დაპირისპირებები მოსკოვს საკუთარი პოზიციების გამყარებაში ეხმარება. ეს კი, საბოლოო ჯამში, პროდასავლური ორიენტაციის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ნეგატიურად ისახება.

შოთა თხელიძე
05.12.2016

 ერაყის არმია ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყის ტერიტორიაზე გამოცხადებულ დედაქალაქ მოსულში შევიდა. ერაყელმა სამხედროებმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 19 კვარტალი აიღეს, რაც მთლიანი ქალაქის ტერიტორიის 30%-მდე შეადგენს.

შოთა თხელიძე
05.12.2016

 30 ნოემბერს ევროკავშირმა ევროპული თავდაცვის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ემსახურება. თანამშრომლობის ფარგლებში, გარდა სამხედრო კვლევების, ერთობლივი წვრთნების და სამხედრო ერთეულების შეძენისა, მასშტაბური ფინანსური ინვესტიციის განხორციელება იგეგემება, კონკრეტულად კი, 2020 წლისთვის წლიური ხუთმილიარდ ევროიანი თავდაცვის ბიუჯეტის შექმნა.

მარიამ ელიაშვილი
05.12.2016

 თანამედროვე კვლევებმა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის სისწორე ეჭვქვეშ დააყენეს. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც კანადის პერმიტეს ინსტიტუტის ფიზიკოს ნიაიეშ აშფორდსა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ფიზიკოს ჟუან მაგეიჟუს ეკუთვნის, გრავიტაციისა და სინათლის სიჩქარეები ადრეულ სამყაროში განსხვვებული იყო. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი იყო მეტი ან ჭეშმარიტია თუ არა ეს მოსაზრება, თუმცა, კვლევები ამის გადამოწმების საშუალებას იძლევა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×