თამარ კანდელაკი 02.12.2016
პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცა. სებ-ის საბჭოში ამიერიდან იმუშავებენ არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი. აქედან გამომდინარე, იმედი, რომ ეროვნულ ბანკში ახლა მაინც რამე შეიცვლებოდა, საბოლოოდ მოკვდა.
|
მარი ჩიტაია 02.12.2016
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა გეზი გაძვირებისკენ აიღო. შავი ოქროს მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით ოპეკის საბოლოო გადაწყვეტილებამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. როგორც კი შეთანხმება შედგა, ფასმაც მყისიერად დაიწყო ზრდა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.12.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლის პირველი რაუნდი სააკაშვილის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ყრილობა ჩატარდება იანვრის ბოლოს (20 იანვარს) და მას დაესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე 7 ათასი დელეგატი. თუმცა ისევ ღიაა მთელი ამ დაპირისპირების მთავარი თემა - მოხდება თუ არა სააკაშვილის პარტიის მმართველობიდან ჩამოშორება და პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილის გამარჯვებული გუნდი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ მათ სიხარულს დამარცხებული ე.წ. ბოკერიას გუნდის წევრები პასუხობენ იმით, რომ ყრილობაზე თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხს აუცილებლად დააყენებენ და კენჭისყრაც აუცილებლად მოხდება.
|
ნათია ლომიძე 01.12.2016
იანვარში საწვავის მოსალოდნელმა გაძვირებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. საწვავზე ფასის მატებას აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა პროდუქტის და მგზავრობის ღირებულების გაზრდა. მოსახლეობა და მეწარმეები უკონტროლო სიტუაციის შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. სპეციალისტებს გამოსავალის მოძებნა უჭირთ.
|
ნინო ქეთელაური 01.12.2016
"ეროვნული ფორუმის" ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე მუშაობას ნინო ბუჯანაძის პარტიიდან იწყებს. "დემოკრატიულ მოძრაობას" ის გუშინ შეუერთდა, სადაც აცხადებენ, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკება ახალი წლის შემდეგ დაიწყება და ადგილობრივ არჩევნებს გაძლიერებული ძალებით შეხვდებიან.
|
თიკო ოსმანოვა 01.12.2016
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის განხილვა 18 იანვარს გაიმართება. თუ შეთანხმება მოხდება, უკვე მარტი-აპრილიდან საქართველო და უკრაინაც ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ ევროპელები პირველივე მოსმენაზე შეთანხმდებიან და აღარ მოხდება ამ საკითხის გადადება.
|
თაკო მათეშვილი 01.12.2016
შიშით განპირობებული ნაუცბათევი და გაუაზრებელი ნაბიჯები - ასე აფასებს პოლიტოლოგი, ეკონომისტი გია ხუხაშვილი ახალი მთავრობის პირველ სხდომას და მასზე გამოთქმულ ინიციატივებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას ვერაფრით გააჯანსაღებს, უბრალოდ, მთავრობას არსებული პრობლემების დროებით "გადაგორებაში" დაეხმარება.
|
სალომე სარიშვილი 01.12.2016
კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის განცხადებით, საზოგადოება უახლოეს მომავალში დღის სინათლეზე რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ახალ ქართულ ფილმს იხილავს, რომელიც აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზეა შექმნილი. როგორც კოკოჩაშვილმა "რეზონანსს" უთხრა, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ეს იქნება პირველი სურათი, რომელიც კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაკეთდა, რაც კინოსტუდიის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.
|
მარი ჩიტაია 01.12.2016
ლარი ვეღარასოდეს გამყარდება - ასეთია რეალობა, რაც ფინანსისტებმა უკვე აღიარეს. საქართველოს ეროვნული ვალუტა ისტორიული გაუფასურების რეკორდს უკვე ყოველდღიურად ხსნის. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაგვანახეს, რომ პრობლემის მოგვარებას თავს ვერ ართმევენ. ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას როგორც ლარის, ასევე მთავრობის მიმართაც საბოლოოდ დაეკარგა ნდობა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მითითებების შემსრულებელი გახდა, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთგზის დადასტურდა.
|
თამარ მუკბანიანი 01.12.2016
სელექციური აბორტები რომ საქართველოს პრობლემაცაა, თითქმის არავინ უარყოფს, თუმცა მის განმაპირობებელ მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება - გენდერული შეხედულებები, პატრიარქალური დამოკიდებულება და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა მუდმივად იკლებს.
|
ელზა პაპოშვილი 01.12.2016
ქართული კრიმინალური დაჯგუფების 50 წევრის დაპატიმრების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი რეიდების განხორციელება საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რადგანაც დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრმა სამშობლოში დაბრუნება მოსაწრო. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათი წამომადგენლები უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავლენ, რათა კოლეგებთან ერთად, მომდევნო ნაბიჯების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.12.2016
XIII-ის საქართველოს პორტრეტი წინააღმდეგობრივი ფრაგმენტებისგან შედგება - არის საოცარი ამაღლება, საქართველოს დიდება, არის უკიდურესი დაცემაც, გამარჯვებაც და მარცხიც, თუმცა ყველაზე სამწუხარო და სავალალო ამ უკიდურესობათა შორის მაინც ის ინტრიგებია, საქართველოს ტახტზე შემთხვევით აღმოჩენილი რუსუდანი რომ ხლართავს საკუთარი შვილის, გურჯი ხათუნისა და ძმიშვილის, დავით ულუს წინააღმდეგ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|