შოთა თხელიძე 26.12.2016
19 დეკემბერს ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბრაიტშაიდპლაცზე გამართულ ღონისძიებაზე სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. კრიმინალისტების თქმით, სატვირთომ ბაზრობის ტერიტორიაზე 50 მეტრის მანძილი დაფარა, რის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 49 დაშავდა. რამდენიმე თვითმხილველმა დაინახა, თუ როგორ დატოვა მძღოლმა სატვირთოს კაბინა და იქვე ახლოს მდებარე ბაღში მიიმალა.
|
მარიამ ელიაშვილი 26.12.2016
ცერნის მკვლევარების 20-წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. მათ ანტიმატერიის სპექტრულ თვისებებზე დაკვირვება შეძლეს. მეცნიერების ვარაუდი გამართლდა, ანტიმატერიისა და მატერიის სპექტრი ერთნაირია. მიღებული შედეგი მათ არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში დაეხმარება.
|
მარიამ ელიაშვილი 26.12.2016
მიტოქონდრიული დაავადებების თავიდან აცილებაზე სამედიცინო სფეროში წლებია მუშაობენ. მათ იპოვეს გზა, რომელიც უნიკალურად ითვლება. ეს არის 3 მშობლის მეთოდი - ნამდვილი დედისა და დონორი ქალის კვრეცხუჯრედების შერწყმა მამის სპერმასთან. ამ გზით დაბადებული პირველი ბავშვი ბიჭია და, როგორც ექიმები ირწმუნებიან, მის სრულაფსოვან განვითარებას საფრთხე არ ემუქრება.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.12.2016
საქართველოს ისტორიაში ბახტრიონის აჯანყება განსაკუთრებული თემაა. ამ შეიარაღებულმა გამოსვლამ ფაქტობრივად გადაარჩინა ჩვენი ერი გადაშენებისგან, რაც იმ პოლიტიკას უნდა მოჰყოლოდა, ყქ|| ს-ის 60-იანი წლების ირანის შაჰის კარი რომ ატარებდა საქართველოში.
|
თაკო მათეშვილი 24.12.2016
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებამ პიკს მიაღწია - პარტიის დაშლის შესახებ თავად წევრები ალაპარაკდნენ. ყველაფერი 20 იანვრის ყრილობაზე გაირკვევა, თუკი, რა თქმა უნდა, იგი საერთოდ შედგა, რადგან პარტიის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგოორიულად არ ეთანხმება ყრილობის იმ ფორმით ჩატარებას, რა ფორმითაც ამას წევრების მეორე ნაწილი გეგმავს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.12.2016
საპატრიარქოში დიდი შიდა დაპირისპირებებია და ამაზე საუბარი მღვდელმთავრებმა უკვე ღიად დაიწყეს. მტყუან-მართლის გასარკვევად კი ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას და უფრო მეტიც, რუის-ურბნისის მსგავსი მამხილებელი საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს.
|
სალომე სარიშვილი 24.12.2016
ხანგრძლივი მსჯელობისა და დაპირისპირების შემდგომ, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. აღნიშნულის შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოსცა. გარდა პოლიტიკოსებისა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არასაპარლამენტო ოპოზიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ექსპრეტები, სამოქალაქო სექტორის, სასამართლოს წარმომადგენლები და სხვები მიიღებენ, ხოლო კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, ორშაბათიდან შეუდგება.
|
თიკო ოსმანოვა 24.12.2016
საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის ადგილი კვლავ ვაკანტურია. პრეზიდენტმა და უზენაესმა სასამართლომ საკუთარი კანდიდატურები კანონის შესაბამისად, ჯერ კიდევ 3 თვის წინ წარადგინეს, პარლმენტს კი ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებიც არ დაუწყია. არადა მოსამართლე ქეთევან ერემაძეს უფლებამოსილების ვადა 30 სექტმებერს ამოეწურა.
|
ნინო ქეთელაური 24.12.2016
"ექსპერტებიც ჩართულები არიან, მაგრამ იქ ბევრი ისეთი ექსპერტია, ვინც დღევანდელ მთავრობასთან დაახლოებულია. არიან საკმაოდ კვალიფიცურები, მაგრამ ისინი მმართველი გუნდის სასარგებლოდ იმუშავებენ, რომ კონსტიტუცია მოერგოს ხელისუფლების და არა სახელმწიფოს ინტერესებს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას და მისი მუშაობის მოსალოდნელ შედეგებს.
|
ნინო ომანაძე 24.12.2016
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მისი მიმზიდველობა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისათვის სეპარატისტული ხელისუფლების დიდი "თავსატეხი" გახდა. ჯერ კიდევ 2015 წელს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ასეთ რამეს აცხადებდა: "არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვასაც, თუ ქართული მხარე არ შეწყვეტს სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთარი უპირატესობის გამოყენებას და შეტევითი საქმიანობის განხორციელებას".
|
მამუკა ნაცვალაძე 24.12.2016
1642 წელს თბილისი შემზარავი ამბის მომსწრე გახდა - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ევდემოზ | განჯის ციხის კოშკიდან გადმოაგდეს. ეს ხდება როსტომ ხანის ქართლის სამეფო კარზე აღზევებიდან მეათე წელს.
|
ნათია ლომიძე 24.12.2016
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა მომსახურების თითქმის ყველა სექტორში საფასო ცვლილებას გამოიწვევს. იანვრიდან ბენზინი, დიზელი და ავტოგაზი ძვირდება. ტაქსის კომპანიები და ინდივიდუალურად მომუშავე "ტაქსისტები" ტარიფების ზრდასა და კლიენტების შემცირებაზე საუბრობენ. ზოგიერთი უკვე არჩევანის წინაშე დგას - ახალი წლიდან მუშაობა განაგრძოს, თუ საქმიანობა შეწყვიტოს.
|