თიკო ოსმანოვა
27.12.2016

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის ადგილის დაკავების სურვილი ჯერჯერობით 7-მა კანდიდატმა გამოთქვა, განაცხადების მიღება კი 28 დეკემბრამდე გრძელდება და არ არის გამორიცხული ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ელზა პაპოშვილი
27.12.2016

 ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე თვლის, რომ თურქეთმა და რუსეთმა სირიის კონფლიქტის ფონზე, საკუთარი ინტერესების სფერო იპოვეს.

სალომე სარიშვილი
27.12.2016

 მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 2 იანვრამდე გასტანს. როგორც "რეზონანსს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, საამისოდ რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული. ძირითადი ტერიტორია კი დედაენის ბაღი და "ახალი ტიფლისი" იქნება.

გვანცა ღვედაშვილი
27.12.2016

 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი აბესაძის არჩევას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა - აბესაძის კანდიდატურას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, საიდანაც 8 ხმა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა.

ეკატერინე ბასილაია
26.12.2016

 საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგება და მათ ფორსმაჟორული დრო, 3,5 თვე აქვთ იმისათვის, რომ წარმოადგინონ კანონპროექტი, კონსტიტუციის რომელი მუხლი როგორ უნდა შეიცვალოს. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისთვის - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ამ საკითხების გამო პოზიცია-ოპოზიციას შორის მომავალი შეუთანხმებლობაც უკვე დაანონსდა.

ელზა პაპოშვილი
26.12.2016

 რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება შესაძლებელია. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას სანაცვლოდ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას სთავაზობს.

თიკო ოსმანოვა
26.12.2016

 "საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად ვიღებთ ძალიან ცუდ რამეს - ერთპარტიულ დიქტატურას. როდესაც ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება, ამას ერთპარტიული დიქტატურა ჰქვია. ჩვენ ასეთი სახელმწიფო უკვე გვქონდა საბჭოური წყობილების დროს და სამწუხაროდ, ვუბრუნდებით იგივეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე.

ვახტანგ შამუგია
26.12.2016

 ნიღბიანი ახალგაზრდები, ტრანსფარანტები, ხმამაღალი შეძახილები, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და გამვლელების ცნობისმოყვარე და გაოცებული მზერა... ახალგაზრდული მოძრაობა "ქართული ძალის" მიერ 24 დეკემბერს დაანონსებული აქცია "არა უცხოელი ლტოლვილების მიღებას საქართველოში" შედგა. მასში მონაწილეობა ათობით ახალგაზრდამ მიიღო.

ნინო ქეთელაური
26.12.2016

 გასულ კვირას, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ურეკსა და რუსთავში 7 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ავარიის შედეგად, ყოველწლიურად 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება. სწორედ საგანგაშო სტატიკა გახდა იმ აქციის მიზეზი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

ია აბულაშვილი
26.12.2016

 "მთელი მსოფლიოსათვის აღმოჩნდა გამორჩეული წარმავალი წელი: ბრიტანული ბრექსიტი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების სკანდალურად სენსაციური შედეგი და კიდევ უფრო გაურკვეველი პერსპექტივები, ევროპის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მიგრანტული კრიზისი, პლანეტარული ხასიათის ეკონომიკური რყევები და ისლამური ტერორიზმის უპრეცედენტო გააქტიურება დროის მოკლე მონაკვეთში; ალეპოს ტრაგედია და რუსეთის როლი; ეს ალბათ არასრული ჩამონათვალია იმ ძლიერი გამოწვევებისა, რომლის ფონზეც მარტში ამინდის კაპრიზივით თუ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ვალუტის კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
26.12.2016

 სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების, ლარის კურსისა და მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური პროგრამების გაუქმების მიუხედავად ხალხში მასშტაბურ პროტესტს გამორიცხავს და ამბობს, რომ საამისო მუხტი დღესდღეობით არ არსებობს.

ნინო ქეთელაური
26.12.2016

 "საზოგადოება გამოვა შინაგანი ძილის მდგომარეობიდან და ამის მთავარი მიზეზი იქნება ის სერიოზული შეცდომები, რომელსაც მთავრობა პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაუშვებს," - ასე აფასებს მოსალოდნელ მამლის წელიწადს ასტროლოგი მიხელ ცაგარელი "მთელ კვირასთან" საუბრისას. როგორც ის აღნიშნავს, ეს იქნება სერიოზული ცვლილებების წელი, რომელიც, ერთი მხრივ, მტკივნეულია, მეორე მხრივ კი, ქვეყნისთვის აუცილებელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×