ეკატერინე ბასილაია
30.12.2016

 საქართველოს განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილის სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავს და მის სიტყვებს არ უნდა დავუჯეროთ.

ეკატერინე ბასილაია
30.12.2016

 პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, პრემიერი ამბობს, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი, მაგრამ რა პროექტები იგეგმება და როგორ მოხდება სწრაფი განვითარება, კონკრეტული გეგმა არ ჩანს.

გვანცა ღვედაშვილი
30.12.2016

 ახალი წლისა და შობის დღეებში, 31 დეკემბერსა და 7 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს, ამასთან იცვლება გრაფიკიც, მეტრო და საბაგირო დილის 4 საათამდე იმოძრავებს.

ვახტანგ შამუგია
30.12.2016

 სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი ტავუშის ოლქში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მორიგი შეიარაღებული შეტაკება მოხდა - ბრძოლების შედეგად დაიღუპა სამი სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ადასტურებს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას შვიდი აზერბაიჯანელი მებრძოლის მოკვლის შესახებ სიცრუეს უწოდებს.

გვანცა ღვედაშვილი
30.12.2016

 2017 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონკრეტულად კი ავტობუსებსა და მეტროში, მგზავრობის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება და როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელი ტურისტებისთვისაც გადახდის ახალი ფორმა გაცილებით მოსახერხებელი იქნება. აღნიშნულ სიახლეს დადებითად აფასებს ექსპერტთა ნაწილი, თუმცა მიაჩნიათ, რომ მსგავი ცვლილება ადრევე უნდა განხორციელებულიყო.

ელზა პაპოშვილი
30.12.2016

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის 2017 წელი, გასულ 4 წელთან შედარებით საკმაოდ მძიმე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების წელი იქნება. მისი აზრით, მთავრობა ქვეყნის მართვას აღებული კურსით ვეღარ შეძლებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

სალომე სარიშვილი
30.12.2016

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც გვარამია აცხადებს, იმ შემთხვევაში თუკი ტელეკომპანიას ყადაღა არ მოეხსნება, არხმა შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულოს, რაც მისი თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური მკვლელობა იქნება.

ნინო ქეთელაური
30.12.2016

 "კატასტროფული წელი იყო, პოლიტიკურმა სისტემამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" ერთობლივი ოპერაცია, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ", - ასე აფასებს გასულ წელს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ნათია ლომიძე
30.12.2016

 მთავრობის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2016 კარგი წელი იყო და 2017 იქნება უკეთესი, სკეპტიკურად უყურებენ ეკონომისტები. ისინი გადაჭრით ამბობენ, რომ უკვე ჩავლილი წელიწადი არ ყოფილა წარმატებული, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების სახით იჩინა თავი, ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

მარი ჩიტაია
30.12.2016

 მთავრობის მიერ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებას ქართველი აუდიტორების უმეტესობა არ იწონებს. ოფიციალური უწყების მხრიდან ოპტიმისტური შეფასებები საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით ბოლო დროს ხშირად ისმის, მაგრამ სპეციალისტებს შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმება. მათი აზრით, ესტონური მოდელი მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული არ არის. აზრთა სხვადასხვაობა აშკარაა, მიუხედავად ამისა, მთავრობა აღებული კურსის შეცვლას არ აპირებს.

ნათია ლომიძე
30.12.2016

 2016 წლის შეფასებისას მინისტრები და ფინანსისტები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან. როგორც ყოველთვის, მთავრობა თავს იწონებს მიღწეული შედეგებით და კიდევ უფრო მეტ დაპირებას იძლევა. მინისტრების პათოსს არ იზიარებენ სპეციალისტები. ისინი მიმდინარე წელს პრობლემურს უწოდებენ, ხოლო მთავარ გამოწვევად, რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებას მიიჩნევენ.

ია აბულაშვილი
30.12.2016

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებიდან, როგორი იყო, მათი თვალით დანახული საქართველო, ქართველთა ცხოვრება და ადათ-წესები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×