ვახტანგ შამუგია 09.01.2017
აფხაზი სეპარატისტი ლიდერების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობა გადაადგილებას მხოლოდ მდინარე ენგურზე არსებულ ერთ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეძლებს. სხვა დანარჩენი გადმოსასვლელები კი 2017 წლიდან გაუქმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 2016 წლის 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სეპარატისტთა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ განუცხადა.
|
ია აბულაშვილი 09.01.2017
ქართული ტელევიზია იუბილარია, მას 60 წელი შეუსრულდა, ამიტომ დღევაანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, როგორ იწყებოდა ქართული ტელევიზია.
|
მარიამ ელიაშვილი 09.01.2017
1 წელი ნიშნავს დედამიწის ერთ სრულ ბრუნს თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო. მისი მოძრაობის შენელების გამო კი ახალი წლის წინა ღამეს ერთი წამის "დამატება" გახდა საჭირო. ამრიგად, 2016 წლის ბოლო წუთმა 60-ის ნაცვლად, 61 წამს გასტანა.
|
მარიამ ელიაშვილი 09.01.2017
მკვლევარებმა ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი ახალი ორგანო ნაწილობრივ უკვე შეისწავლეს. ორგანო, რომელისაც ჯორჯალი უწოდეს, მთელი ამ დროის განმავლობაში საჭმლის მომნელებელ სისტემაში "იმალებოდა". მისი სრული გამოკვლევა ექიმებს პათოლოგიური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში დაეხმარება.
|
მარიამ ელიაშვილი 09.01.2017
ნასა მუშაობას იწყებს ტელესკოპის შექმნაზე, რომელიც შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და სხვა მაღალტემპერატურული ობიექტების მიერ გამოყოფილ პოლარიზებულ რენტგენის სხივებს დააკვირდება.
|
მამუკა ნაცვალაძე 09.01.2017
2012 წელს არქეოლოგებმა ლესტერში ავტოსადგომზე აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც მაღალი სოციალური წარმომავლობის ადამიანს ეკუთვნოდა. მას თერთმეტი ჭრილობის კვალი აჩნდა.
|
ნათია ლომიძე 01.01.2017
ეკონომიკური ზრდის გეგმა პირწმინდად ჩავარდა. შარშანდელი 3%-დან 2.7%-მდე ჩამოსული პროგნოზიც კი ვერ გამართლდა. წლიურ მაჩვენებელზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა დეკემბრის მონაცემებმა. 2017 წელს მთავრობას 4%-იანი ზრდის იმედი აქვს. სპეციალისტები ამ რიცხვს რეალურს უწოდებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიდა, ასევე რეგიონალურ ფაქტორებზე.
|
თიკო ოსმანოვა 31.12.2016
მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.
|
ეკატერინე ბასილაია 31.12.2016
აშშ-ს მიერ წინასაახალწლოდ 35 რუსი დიპლომატის გამოძევება, რაც უკვე შეფასდა ობამას "კუდის მოქნევად", ვლადიმირ პუტინის მხრიდან უჩვეულოდ მშვიდი რეაქციით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ კრემლში ამ ფაქტის გამო აღშფოთებას არ მალავენ, რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ს "პროვოკაციას" იგივე ნაბიჯით არ უპასუხოს.
|
ნინო ქეთელაური 31.12.2016
სამი ქართველი ახალ წელს მოსკოვის ერთ-ერთ თავშესაფარში დახმარების მოლოდინში ხვდება. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ორს გადაადგილება უჭირს, ახლა მხოლოდ სახლში დაბრუნების სურვილიღა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში მცხოვრები "მართლმადიდებლური მოძრაობა 40-40"-ის კოორდინატორი კობა ეპსია ავრცელებს, რომელიც "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ მათ საბუთების პრობლემა აქვთ და არავინ ეხმარება.
|
მარიამ ელიაშვილი 31.12.2016
პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ნოემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი მთავრობა ახალ წლამზე არ განახორციელებს არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას, 2017 წლის წინა ღამეს მომხრეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავს.
|
სალომე სარიშვილი 31.12.2016
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. მინისტრმა ამგვარი გადაწყვეტილება სამიტის სიმბოლური ხასიათით ახსნა და განაცხადა, რომ ღონისძიება ვიწრო ფორმატში ჩატარდება. იზორიას თქმით, მომავალი სამიტი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
|