გვანცა ღვედაშვილი 10.01.2017
კამპანია "ეს შენ გეხება" მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა იყოს. საკითხი კამპანიის წევრებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის იქნა განხილულ. უმრავლესობის წევრთა თქმით, არასამთავრობოთა მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ზუსტად ისე მიღება, როგორც მათ წარადგინეს, მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა გარკვეული თანხვედრა არსებობს.
|
თაკო მათეშვილი 10.01.2017
"ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი სიტუაციით, პოლიტოლოგების აზრით, ყველაზე მეტ სარგებელს ხელისუფლება ნახულობს, რადგან ფაქტობრივად აღარ დარჩა ოპოზიციური პარტია, რომელიც მისთვის სერიოზული ოპონირების გაწევას შეძლებს.
|
თაკო მათეშვილი 10.01.2017
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველს საინტერესო სანახაობა ელის, რადგან მთავარი ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ჩამოტეხილ" ორ მსხვილ პარტიას შორის გაიმართება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
|
ეკატერინე ბასილაია 10.01.2017
"რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას ცემის გამო რატი გაჩეჩილაძეს წინასწარი პატიმრობა არ ემუქრება, ის გირაოს სანაცვლოდ სახლში წავა და იურისტების თქმით, საზოგადოების ნაწილში შერჩევით მართლმსაჯულებაზე და "ჩემიანებად" და მტრისიანებად" დაყოფაზე კითხვები ისევ აქტუალური გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 10.01.2017
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის შემდეგ გაიყოფა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთის ლიდერი გიგი უგულავა გახდება, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.
|
შოთა თხელიძე 09.01.2017
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განცხადა, რომ ოფიციალური ასტანა მზადაა, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის სირიის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
|
სალომე სარიშვილი 09.01.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა უკვე გარდაუვალია და ამას არც პარტიაში არსებული დაპირისპირებული მხარეები უარყოფენ. ამ გაყოფის ოფიციალურად გაფორმება პრაქტიკულად დღეს პარლამენტში დაიწყება.
|
თიკო ოსმანოვა 09.01.2017
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილს "ჯიდიესის" ყოფილი მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლებს. საზოგადოების ნაწილი ამ არჩევანს მძაფრი კრიტიკით შეხვდა.
|
თიკო ოსმანოვა 09.01.2017
"ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს. და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.
|
ნინო ქეთელაური 09.01.2017
საპატიმროდან გათავისუფლებული დედაქალაქის ყოფილი მერი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. გიგი უგულავას განცხადებით, იგი პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისის მოგვარებას შეეცდება. შეხვდება მიხეილ სააკაშვილსაც და დაპირისპირებული ჯგუფის ყველა წევრს.
|
თაკო მათეშვილი 09.01.2017
"ნაციონალური მოძრაობა" გაყოფის პირასაა. პოლიტოლოგების აზრით, ახლა მხარეები იმასღა ცდილობენ, რომ ეს პროცესი მათთვის რაც შეიძლება ხელსაყრელად დასრულდეს და საკუთარ პირობებს აყენებენ.
|
პატრიარქი ილია II 09.01.2017
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, -...
ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა,
მამა მერმეთა მათ საუკუნეთა" (ეს. 9,5).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
|