ია აბულაშვილი
30.12.2016

 1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძე სადარბაზო ბარათებს უგზავნის რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელს, გიორგი თუმანიშვილს, დავით ერისთავს, ივანე მაჩაბელს, პეტრე უმიკაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს და სხვა ქართველ მწერლებს და მოღვაწეებს:

ეკატერინე ბასილაია
29.12.2016

 2016 წელს საქართველოს საგარეო ფლანგზე ერთადერთი დასამახსოვრებელი თემა მუდმივად გადავადებული უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო და, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, 2016 წელს არანაირი რეალური წარმატება საგარეო პოლიტიკაში არ გვქონია და მხოლოდ ერთგვარ სიმბოლურ წარმატებად შეიძლება ისევ და ისევ ეს გაწელილი ლიბერალიზაცია მივიჩნიოთ.

ნინო ქეთელაური
29.12.2016

 პროკურატურას, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას ოჯახს, მიაჩნია, რომ მის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრისთვის შეფარდებული 12-წლიანი სასჯელი მსუბუქია და მისი დამძიმების მოთხოვნით სასჯელს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ელზა პაპოშვილი
29.12.2016

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გუშინ, გვიან ღამით სასტიკი მკვლელობა მოხდა. 42 წლის მამაკაცი ზ. ღლონტი ცივი იარაღით საკუთარმა მეზობელმა მოკლა.

თაკო მათეშვილი
29.12.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" განვლილ წელს აფასებს და ამბობს, რომ იგი საერთო ჯამში არც ძალიან წარუმატებლად უნდა ჩავთვალოთ და არც წარმატებულად. მისი აზრით, ქვეყანას რიგი მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რიგი მიმართულებით კი - პროგრესი.

ია აბულაშვილი
29.12.2016

 "ფაქტია, რომ იქმნება საქართველოში, შესაძლოა, ყველაზე მძლავრი მედია ჰოლდინგი, რომელშიაც სამი ტელეკომპანიის გარდა რადიოები, გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები გაერთიანდებიან და ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ ეს უზარმაზარი მედია ჰოლდინგი პოლიტიკის მიღმა იქნება," - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ტელეკომპანიების, "მაესტროს", ჯი-დი-ეს-ისა და "იმედის" გაერთიანებაზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
29.12.2016

 გაერთიანებული "იმედი", "მაესტრო" და ჯი-დი-ესი ცვლილებების მოლოდინშია - ახლად ჩამოყალიბებული მედია ჰოლდინგის მფლობელები დეტალებზე არ საუბრობენ და ამ გაერთიანებაზე არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. თუმცა "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ "მაესტრო" და "იმედი" საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას შეინარჩუნებენ. კანონით ეს როგორ მოხდება, უცნობია. შეფასების გაკეთება მარეგულირებელსაც უჭირს.

გვანცა ღვედაშვილი
29.12.2016

 მასწავლებლებისთვის ხელფასის გაცემის პრინციპის ცვლილებას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი. მისი თქმით, აუცილებელია, მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებული იყოს სერტიფიცირებაზე და არა დატვირთვაზე. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე ჯერჯერობით კონკრეტული პოზიცია არ გააჩნიათ, თუმცა მინისტრ ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა 2017 წლიდან იგეგმება.

ნათია ლომიძე
29.12.2016

 ონლაინ სესხები არ უქმდება. პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები ისევ ხელშეუხებელნი დარჩნენ და მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას. მთავრობის შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხებზე ეფექტური ზედა საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, საბანკო სფეროს სპეციალისტები არარეალურად აფასებენ. ისინი განაკვეთის შემცირებას მოითხოვენ.

მარი ჩიტაია
29.12.2016

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება უკვე სამჯერ გადავადდა. თურქეთმა ვერ მოახერხა, რომ რკინიგზის მშენებლობა საკუთარ, 76 კმ სიგრძის მონაკვეთზე 2016 წლის ბოლოს დაემთავრებინა, რისი პირობაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დადეს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, პროექტის დასრულებას თურქული მხარე 2017 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობს. ქართველი სპეციალისტების ვარაუდით კი, პროექტი, შესაძლოა, ვერც გაზაფხულზე დასრულდეს, რადგან ზამთარში სამშენებლო სამუშაოები, რთული რელიეფიდან გამომდინარე, გაჭირდება.

მარი ჩიტაია
29.12.2016

 აფხაზეთში ქართული პროდუქტის აკრძალვა ფასს კატასტროფულად გაზრდის. ადგილობრივები შიშობენ, რომ მთლიანად უცხოურ საქონელზე გახდებიან დამოკიდებული, რისი ყიდვა აქამდეც უჭირდათ. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს პროდუქტის შესაძენად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ისედაც შეზღუდული ჰქონდათ, თუმცა რისკის ფასად, ხალხი ზუგდიდში გადასვლას და სურსათ-სანოვაგის შეძენას მაინც ახერხებდა.

თამარ მუკბანიანი
29.12.2016

 მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, შობას სოფლებსა და რაიონებში შეხვედრის ტრადიციას მოსახლეობის უმეტესობა მაინც არ დაარღვევს. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ფულის სხვა მხრივ დახარჯვა ურჩევნიათ რეგიონამდე გასამგზავრებელი ხარჯის გაწევას. ბევრი იმასაც ამბობს, რომ გაუფასურებული ლარისა და უმუშევრობის გამო, სოფელში წასასვლელი თანხა საერთოდ არ აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×