ელზა პაპოშვილი 29.12.2016
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს არაფერს დადებითს არ აძლევს და აფხაზები საერთაშორისო სამართლით დაწესებული ნორმებით ვერ სარგებლობენ. ამიტომაც ამ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.
|
სალომე სარიშვილი 29.12.2016
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატმა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მოიტანა.
|
მამუკა ნაცვალაძე 29.12.2016
სანამ ავღანეთის ქალაქ ყანდაარამდე მივალთ, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მარმარილოს უზარმაზარ სვეტს შევხვდებით, რომელსაც საკმაოდ უცნაური წარწერა ამშვენებს: "შენ ეი, მგზავრო, წამით შეყოვნდი და დაიმახსოვრე - ბევრი ეცადა ავღანეთის დაპყრობას, მაგრამ ვერავინ შეძლო, ალაჰის ნებით, მხოლოდ სამმა სარდალმა მოახერხა მამაცი ავღანელების დამარცხება."
|
თიკო ოსმანოვა 28.12.2016
არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში მორიგი წინასწარდაანონსებული ძვრა დაიწყო. ახალი წლის შემდეგ ტელეკომპანიებს "მაესტროსა" და ჯი-დი-ესს ახალი მფლობელი ეყოლება. გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე სამი ტელევიზიის გაერთიანებით ერთ დიდ მედიაჰოლდინგს ქმნის. მედიაექსპერტები ხელისუფლების მხრიდან ტელესივრცის გაკონტროლებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 28.12.2016
"ნაცმოძრაობის" 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა შეიძლება ბოიკოტი შეკრების "არალეგიტიმურობის" მიზეზით გამოუცხადოს. გიგა ბოკერია სააკაშვილის უშუალო მხარდამჭერებს "ბინძურ კამპანიაში" ადანაშაულებს, სააკაშვილის, გუნდის წვერები კი აცხადებენ, რომ მთელ პარტიას ეწინააღმდეგება "დესტრუქციული" 24 კაცი და თუ ისინი ყრილობაზე არ მივლენ და პარტიის დატოვებასაც გადაწყვეტენ, ამით "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი დააკლდება.
|
თიკო ოსმანოვა 28.12.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" თქმით, ტელევიზიების გაერთიანების მიზანი საქართველოში მედიის განვითარება და არსებული სიტუაციის დალაგებაა. მისივე მტკიცებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.
|
ია აბულაშვილი 28.12.2016
"მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ადასტურებდა იმას, რომ არის ქმედუუნარო, ანუ არ აკეთებდა იმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ." - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" 2016 წლის ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 28.12.2016
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერები ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ყოფილი რესპუბლიკელები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ თებერვალში საზოგადოება ახალი პარტიის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებს. პრინციპში, უკვე ისიც ცნობილია, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ასევე ყოფილი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი იქნება. ვინ დააკმოპლექტებს ამ ძალას და როგორი იქნება მათი პოლიტიკა, ეს მედიისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
|
თიკო ოსმანოვა 28.12.2016
"ვშიშობ, ეს გადანაწილება არ მოხდეს თავისუფალი მედიის ხარჯზე იმიტომ, რომ რეალურად აღარ რჩება არხი, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე.
|
სალომე სარიშვილი 28.12.2016
"ჩვენი პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი სისუსტე ისაა, რომ ისინი საზოგადოებაში დასაყრდენს ვერ პოულობენ და შესაბამისად სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ხედვას ვერ ასახავენ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერები ახალ პოლიტიკურ ძალას ამ პრინციპების გვერდის ავლით შექმნიან, მაშინ ის ვერ გახდება ძალა, რომელსაც პოლიტიკაზე რაიმე ტიპის გავლენა ექნება.
|
ნათია ლომიძე 28.12.2016
თბილისური რესტორნები უცხოელი სტუმრების იმედად არიან. როგორც მენეჯერები ამბობენ, ადგილობრივი მომხმარებელების მხრიდან პასიურობა შეინიშნება, რასაც ისინი ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ. რესტორნის მეპატრონეები ამბობენ, რომ 2016 წელი მათთვის არასახარბიელო იყო და ამ დანაკლისის შევსებას ისინი სადღესასწაულო დღეებში ვარაუდობენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.12.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაანონსებულ სიახლეებს ელექტრონული წიგნებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ზომის შემცირებასთან დაკავშირებით, განათლების ექსპერტთა ნაწილი ნაჩქარევს უწოდებს და აღნიშანვს, რომ ამ სიახლეებს გაანალიზება და მოსახლეობისთვის სწორად მიწოდება სჭირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|