თეო გუდავაძე
28.12.2016

 ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და, შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა თუ საახალწლო აქსესუარების შეძენას უკავშირდება. ხალხი ცდილობს სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული იყოს და შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს ახალ წელს, თუმცა ეს რამდენად გამოსდით, სხვა საკითხია, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი და ლარის დევალვაცია არ იძლევა ხელგაშლილობის საშუალებას. ამიტომ უმეტესობა ცდილობს მომჭირნედ და შეზღუდულად გაანაწილოს თანხა.

გვანცა ღვედაშვილი
28.12.2016

 ადიგენის რაიონის, სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლები აცხადებენ, რომ დირექტორმა მათ თანაკლასელ გოგონას სკოლაში ჰიჯაბის ტარება დაუშალა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დირექტორი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს. თუმცა, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე ტარიელ ნაკაიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების გამოხატვა პირველი არ არის. მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და დირექტორს შესაბამისი სამართებლივი შეფასება მისცეს.

მარი ჩიტაია
28.12.2016

 ლარი მკვეთრად გამყარდა, მაგრამ ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტი აღარ გაიაფდება. წინასაახალწლოდ მოთხოვნის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსს სასიკეთოდ დაეტყო, თუმცა პერსპექტივაში ტენდენცია ვერ შენარჩუნდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იანვრიდან ლარი გაუფასურებას გააგრძელებს. ამ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე დავა, ხოლო ფულადი გზავნილები და ინვესტიციებიც საკმაოდ შემცირდება.

მარი გოცირიძე
28.12.2016

 2017 წლიდან უძრავი ქონება მხოლოდ ლარში გაიყიდება. საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებაც ეროვნულ ვალუტაში მოხდება. დეველოპერები ამბობენ, რომ ლარიზაცია სამშენებლო ბიზნესს სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის.

მარი ჩიტაია
27.12.2016

 იანვრიდან ქართული ოჯახის ყოველთვიური ხარჯი 60-100 ლარის ფარგლებში გაიზრდება. გარკვეულ გავლენას ამ მხრივ აქციზის ზრდა და იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება მოახდენს. ცხადია, გაცილებით მეტად მოიმატებს ხარჯი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. სხვაობა ამ მხრივ ინდივიდუალურია და კონკრეტული სესხის მოცულობაზეა დამოკიდებული.

მარიამ მაჭავარიანი
27.12.2016

 ბიძინა ივანიშვილის ოთხი წლის წინანდელი პროგნოზით, 2016 წელი, ანუ მეოთხე წელი ყველაზე საუკეთესო წელი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის 24 დეკემბერს დამაიმედებლად გაისმა ყოფილი პრემიერის სიტყვები: "პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი".

მარი ჩიტაია
27.12.2016

 ელექტროენერგიის გაძვირება მინიმუმ 1 წლით გადაიდო. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, დენზე კომუნალური გადასახადი თბილისში უცვლელი რჩება. სამაგიეროდ, კომერციულ სექტორს გადასახადი გაუძვირდა.

მარიამ მაჭავარიანი
27.12.2016

 ვახტანგ გორგასლის პერიოდთან საუკუნეები გვაშორებს, როცა თბილისი გაუვალი ტყეებით იყო დაფარული. მე-19 საუკუნის დასაწყისში ტყეები გაიჩეხა. 1922 წელს კი პროფესორ როსჩინის ხელმძღვანელობით თბილისში ტყეების გაშენების პროექტი შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებდა მთაწმინდაზე, სოფელ ოქროყანიდან კუს ტბამდე, ხოლო მარცხნივ-ხუდადოვის ტყიდან მახათას მთამდე არსებულ ტერიტორიაზე 1000 ჰეტარი ტყის გაშენებას.

ნათია ლომიძე
27.12.2016

 ზამთრის დადგომასთან ერთად ის ადამიანები გააქტიურდნენ, რომლებიც კლიენტებისგან ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებენ. მათი არეალი, ძირითადად, ქსოვას და კერვას მოიცავს. შარშანდელთან შედარებით შეკვეთაზე მოთხოვნა შემცირებულია. კლიენტთა სიმცირეს ზოგიერთი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნის, ზოგი კი ხელსაქმით გატაცებული ადამიანების სიმრავლეს აბრალებს. იმის გამო, რომ ტანსაცმლის შეკვეთა საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა თავად მიჰყო ხელი ამ საქმიანობას.

მარი ჩიტაია
27.12.2016

 სამშენებლო კომპანია "აქსისს" დაზარალებული მობინადრეები თაღლითობაში სდებენ ბრალს. თბილისში, საირმის ქუჩაზე ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა, როცა კომპანიას, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ასეულ ათასობით დოლარი გადაუხადეს. თანხა კლიენტებმა, ფაქტობრივად, ჰაერში გადაიხადეს ისე, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკველიც არ გაჭრილა. ხელშეკრულება მომხმარებლების ნაწილმა "აქსისთან", ნაწილმა კი "აქსის დეველოპმენტთან" 2007-08 წლებში გააფორმა. მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არც დაწყებულა.

თაკო მათეშვილი
27.12.2016

 არცთუ წარმატებული - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზიტივი, მათი აზრით, საგარეო ასპარეზზე გვქონდა, ნეგატივი კი, რა თქმა უნდა - ეკონომიკური კუთხით.

ელზა პაპოშვილი
27.12.2016

 პოლიტოლოგი და "ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×