ნატალია ჯალაღონია
20.10.2016

 პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ძალიან დაბალი, 10%-ზე ნაკლები, აქტივობა დაფიქსირდა და ხმებიც უფრო თანაბრად განაწილდა, ვიდრე საქართველოში. მართალია, მთლიანად ხმები "ოცნების" სასარგებლოდ განაწილდა, მაგრამ "ნაციონალებთან" სხვაობა მხოლოდ 6%-ს შეადგენდა და ბევრ ადგილას, მაგალითად ამერიკაში, ამ უკანასკნელმა მეტი ხმა მიიღო.

თამარ მუკბანიანი
20.10.2016

 სამსახურის ძებნისას ადამიანთა უმეტესობა საოფისე სამუშაოს ირჩევს. ზიხარ კომფორტულად, სისუფთავეში, ზამთარში - თბილად, ზაფხულში - გრილად და ასე აკეთებ საქმეს. ბევრმა არ იცის, რომ საოფისე სამსახური ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ზოგმა ზუსტად იცის ან სმენია ამის შესახებ, თუმცა ბოლომდე მაინც არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რასაც "მჯდომარე პროფესიები" იწვევს.

ნათია ლომიძე
20.10.2016

 საპოლიციო გამოსახლების გაუქმების მიუხედავად, ვალებით დამძიმებული ადამიანებისათვის ვითარება დიდად არ შეცვლილა. მსესხებლები, კრედიტორებისგან დამატებით დროს, ხოლო კრედიტორები სასამართლოს გზით გაჭიანურებული საქმეების დროულად მოგვარებასა და საპოლიციო გამოსახლების კანონის აღდგენას ითხოვენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეალური ცვლილება კანონის შეცვლის შემდეგ არ მომხდარა.

მარი ჩიტაია
20.10.2016

 მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას სურსათზე ხელი არ მიუწვდება. მართალია, დეფიციტი არ არის, მაგრამ ხალხს თითქმის არ აქვს ჯანსაღი კვების საშუალება. ამ მხრივ განსაკუთრებით მიუვალ სოფლებში უჭირთ, სადაც ელემენტარულად, მაღაზიაც კი არ არის. უამრავი შემთხვევაა, როცა პროდუქტს ხალხი ყიდულობს პირდაპირ მიკროავტობუსიდან, რომლითაც მომმარაგებელი მთაში მცხოვრებლებს კვირაში ერთხელ აკითხავს. ასეთ დროს, როგორც წესი, ხალხს პროდუქტის ყიდვა სამმაგ ფასში უწევს.

თიკო ოსმანოვა
20.10.2016

 გვანცა ღვედაშვილი

 საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კვლავ სავალალო მდგომარეობაა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პრუდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლით გადამდები დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

თაკო მათეშვილი
19.10.2016

 სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოწოდებას არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე სხვადასხვაგვარად აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწოდება არაეთიკურია, თუმცა საჭირო. მეორე ნაწილი კი "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარლამენტში "ნაცმოძრაობის" დიდი დოზით მოსვლას მიიჩნევს.

ეკატერინე ბასილაია
19.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის წარმომადგენელები, ზურაბ აბაშიძე და გრეგორი კარასინი ერთმანეთს დღეს პრაღაში პირველად ხვდებიან და, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, მოსკოვში დიდი ეიფორია და მოლოდინია იმისი, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვებული "ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს.

თიკო ოსმანოვა
19.10.2016

 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. უმეტეს ოლქში პოლიტოლოგები სახელისუფლებო ძალის მოგებას პროგნოზირებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს, რაც, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას აზრით, "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ "ოცნებას" გაქტიურებისკენ მოუწოდებს.

ელზა პაპოშვილი
19.10.2016

 კონსტიტუციონალისტ და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სივრცე ერთდროულად, როგორც "ქართულმა ოცნებამ" ასევე "ნაციონალურმა მოძრაობამ", გაასუფთავა, რადგანაც ორივეს ინტერესებში შედიოდა, რომ პოლიტიკურ სცენაზე მთავარ მოთამაშეებად მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ.

ელზა პაპოშვილი
19.10.2016

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ყველა ხელისუფლების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც "ოცენებას" არც ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და არც საზოგადოების საპროტესტო მუხტის ეშინია. ამიტომაც რისკი ყოველთვის არსებობს, რომ ასეთ სიტუაციაში მას ძალაუფლების მონოპოლიზების ცდუნება გაუჩნდეს.

სალომე სარიშვილი
19.10.2016

 ძვ.წ.აღ-ის XIII საუკუნის ნაქალაქარი, სვეტებიანი დარბაზის ნაშთითა და მოკირწყლული მოედნით, ბრინჯაოს საკინძი და თიხის ჭურჭელი - ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ ღირებული კულტურული მასალისა, რომელსაც არქეოლოგიურმა ექსპედიციამ წლევანდელი გათხრებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდნაურის არქეოლოგიურ ველზე გამოავლინა.

ლიკა გურაბანიძე
19.10.2016

 "პარტიიდან საკმაოდ ძლიერი ფიგურები წავიდნენ, ეს პრობლემას შექმნის, რადგან ძირითადმა ბირთვმა და მაღალმა პროფესიონალებმა გუნდი დატოვეს," - ამის შესახებ "რეზონანსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×