მარი ჩიტაია
19.10.2016

 მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის ზრდას ვალების ხარჯზე გეგმავს. დიდი ალბათობით, გაისად სახელმწიფო ვალის რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც არის მითითებული. ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, 2017 წელს 1,660 მლრდ დოლარის ვალის აღებაა გადაწყვეტილი. წლევანდლეთან შედარებით, საგარეო ვალდებულებები 300 მლნ ლარით იზრდება, ხოლო საშინაო ვალის მოცულობა - 100 მლნ ლარით. მატულობს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტიც, რომელიც დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

მარი ჩიტაია
19.10.2016

 ჩრდილოეთისკენ ქართული პროდუქტის ექსპორტი შესაძლოა, შემცირდეს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე ახალი გადასახადის დაწესებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ საავტომობილო და სარკინიგზო გამშვები პუნქტები ფასიანი გახდება, რაც ჩვენი ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებზეც აისახება.

თეო გუდავაძე
19.10.2016

 საქართველოში ყოველდღიური კვების ჩვეულება ნელ-ნელა იცვლება. სპეციალისტების მტკიცებით, ქვეყანაში ადამიანთა მხოლოდ 7% იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს და იღებს იმ მინერალებს, რაც საჭიროა მათი ჯანმრთელობისთვის. ბოლო დროს ხშირია დისკუსია სწრაფი კვების მავნებლობის შესახებ და განიხილავენ, თუ რა პრობლემას იწვევს "ფასტ ფუდი".

ნათია ლომიძე
19.10.2016

 ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. პრობლემაა გადაცვლის ოპერაციის დროს საკომისიოს დაწესებაც. ამიტომ მომხმარებლები სავალუტო ჯიხურების კონტროლს ითხოვენ, რასაც ექსპერტებიც ეთანხმებიან. შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.

ია აბულაშვილი
19.10.2016

 ლევილის ქართული მამულის ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ორი საყურადღებო დოკუმენტი, რომლებიც ეხება ლევილის ქართული მამულის შეძენის საქმეს, ეს დოკუმენტები აღმოჩნდა საქართველოში ჩამოტანილი ეროვნული არქივის პარიზულ ნაწილში.

ეკატერინე ბასილაია
18.10.2016

 რუსეთი მთელი შავი ზღვისპირეთის და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პოტენციალს უფრო და უფრო აძლიერებს და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან დაპირისპირებისთვის ღიად ემზადება, ხოლო თუკი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, საქართველოც აღმოჩნდება დაპირისპირების ერთ-ერთი პლაცდარმი.

თაკო მათეშვილი
18.10.2016

 პარლამენტსგარეთ დარჩენილ პროდასავლურ პარტიებს პოლიტოლოგები კოალიციის ჩამოყალიბებას ურჩევენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ლოგიკური იქნება. მათი აზრით, კარგი იქნებოდა, ამაზე პარტიებს ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ეფიქრათ და ეზრუნათ.

სალომე სარიშვილი
18.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მისი პარტიიდან წასვლის მთავარ მიზეზს არჩევნებში მარცხს უკავშირებს და ამბობს, რომ ახლა მოვლენათა გაანალიზებისა და გადაფასების პროცესშია.

ნინო ქეთელაური
18.10.2016

 ბრიტანეთმა რუსული ტელეკომპანია "რაშა თუდეის" ანგარიშები დააყადაღა - ამის შესახებ ტელეკომპანიის მათვარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გადახედვასაც კი არ ექვემდებარება. ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას ქართველი ექპერტები რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. მათი თქმით, ამ წამოწყებას საქართველოც უნდა შეუერთდეს და რუსეთის პროპაგანდა მკაცრად გააკონტროლოს.

ელზა პაპოშვილი
18.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან ორი კვირის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყებამ გუშინ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა, რომლის დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თიკო ოსმანოვა
18.10.2016

 სოხუმში ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სუიციდის რეალური მიზეზი. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის - ამ ადამიანის კავშირი "ისლამურ სახელმწფოსთან", რასაც ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს. მეორე ნაწილი კი ამ ვერსიას არ ეთანხმება და თვითმკვლელობის შემთხვევას რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს.

მარი ჩიტაია
18.10.2016

 ლარის გამყარების მოლოდინი საშუალოვადიან პერიოდშიც არ იკვეთება. იმაზე, რომ ეროვნულ ვალუტას ახალ წლამდე არაფერი არ ეშველება და გამყარება წარმოუდგენელია, ეკონომიკურ წრეებში არავინ დავობს. ის კი არა, მინიმუმ მომავალი წლის მარტამდე ეროვნული ვალუტის კურსს გაუმჯობესების პერსპექტივა არ აქვს. წინ იმდენად რთული პერიოდია, რომ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×