ნინო ქეთელაური 15.10.2016
"არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ავტორიტარული რეჟიმის ხასიათი შეიძინოს", - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
მარი ჩიტაია 15.10.2016
თურქული ვალუტის გაუფასურება ქართულ ბაზარზე იმპორტის მოზღვავებას გამოიწვევს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მომდევნო თვიდან, თუკი ლირა გაუფასურებას გააგრძელებს, თურქული პროდუქტის ჰეგემონობას საქართველოში წინ ვერაფერი დაუდგება. ბოლო მონაცემით, თურქული ვალუტა დოლართან მიმართების ისტორიულ მინიმუმამდე დაეშვა და ლარის გაუფასურების ტენდენციას საკმაოდ აჭარბებს.
|
მარი ჩიტაია 15.10.2016
წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3-4%-ით შემცირდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საარსებო მინიმუმი უახლოესი თვეების განმავლობაში, შეიძლება, უმნიშვნელოდ შეიცვალოს, გაზაფხულიდან გეზს ზრდისკენ აიღებს, რაც სეზონური ცვლილებით იქნება გამოწვეული.
|
თაია არდოტელი 15.10.2016
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობის მყიდველუნარიანობა თვალში საცემად დაეცა. სწორედ მატერიალური პრობლემების გამო, შეიცვალა დამოკიდებულება სამკაულების მიმართ. ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ნაკეთობები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბიჟუტერიამ. ოქრო აღარ არის ყოველდღიური სამკაული, მას მხოლოდ საქორწილო საჩუქრის ფუნქცია შერჩა. რამდენადაც ადამიანებს არ აქვთ ძვირფასი ნივთებების შეძენის შესაძლებლობა, ისინი ეძებენ იაფ ალტერნატივას. ამიტომაც ბაზარი გაჯერებულია ნაირგვარი ბიჟუტერიით. ზოგიერთი მათგანი იმდენად წააგავს ოქრო-ვერცლისგან დამზადებულ აქსესუარებს, რომ მისი გარჩევა არაპროფესიონალისგან თითქმის შეუძლებელია.
|
ნათია ლომიძე 15.10.2016
საქართველოში კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ 17 მილიონი სესხია გაცემული. "კრედიტინფოს" ინფორმაცია ამ მონაცემებს ადასტურებს. ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა საკრედიტო ინსტიტუტის მიერ, ათობით სესხია გაცემული, რაც მიუთითებს, რომ ხალხი კრიზისს თავს ვერ აღწევს და დასახმარებლად სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებას მიმართავს.
|
თაკო მათეშვილი 14.10.2016
სპეციალისტებს პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიების ბედი და მომავალი არცთუ სახარბიელოდ ესახებათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების გარეშე ოპოზიციურ პარტიებს წარმატების მიღწევის იმედი არც მომდევნო არჩევნებში უნდა ჰქონდეთ.
|
ეკატერინე ბასილაია 14.10.2016
ჯერ აშშ, შემდეგ საფრანგეთი და ნატო საქართველოს ზღვასა და ხმელეთზე სამხედრო წვრთნებს ააქტიურებენ. ამჟამად შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბათუმში ამერიკული სამეთაურო გემი, მე-6 ფლოტის ფლაგმანი "მაუნთ უითნი" იმყოფება, რომელიც 12-15 ოქტომბერს საზღვაო წვრთნებს ატარებს, ოთხ დღეში კი, "რეზონანსის" ინფორმაციით, უკვე საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი, "პრემიე მეტრ ლერი" შემოდის და 17-20 ოქტომბერს ამერიკელების შემდეგ ფრანგები ჩაატარებენ სწავლებას შავი ზღვის უსაფრთხოების და პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 14.10.2016
პოლიტოლოგი და "ექსპერტთა კლუბის" წევრი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთესად გავიცანით. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნების ბედი კვლავ ფუჭმა დაპირებებმა და მატერიალურმა ღირებულებებმა გადაწონა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უხვად დაარიგა.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.10.2016
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას და კავშირის აღდგენას შეეცდება - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემას განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა ცხადი გახადა, რომ საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.
|
სალომე სარიშვილი 14.10.2016
"ჩემი აზრით, არჩევნებზე მიღებული შედეგი იმ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილთანაა დაკავშირებულ, რომელიც რაღაცნაირად "ქართული ოცნების" პოლიტიკითა და დონით კმაყოფილი არაა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი გია ჟორჟოლიანი. მისი შეფასებით, საზოგადოების ნაწილი გარკვეული პროპაგანდის ქვეშ მოექცა, რაც მისი აზრით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ახლაც გრძელდება.
|
თიკო ოსმანოვა 14.10.2016
არჩევნების მეორე ტურის შედეგად, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს - ასეთია სპეციალისტების პროგნოზი მმართველი პარტიის შანსებზე. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, 51 ოლქიდან, გამონაკლისი, მხოლოდ ზუგდიდი შეიძლება აღმოჩნდეს, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა გამარჯვება, შესაძლოა, ვერ შეძლოს.
|
ლიკა გურაბანიძე 14.10.2016
"პროდასავლური ძალები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ, გარკვეული თვალსაზრისით ერთიანი მექანიზმი უნდა შეიქმნას," - ამის შესახებ "რეზონანსს" "პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორი ვაშაძემ განუცხადა.
|
|