ნინო ქეთელაური 07.10.2016
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 91 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. რაც შეეხება მედია ორგანიზაციებს, ამ დროისთვის 73 ადგილობრივი და უცხოური მედიაა დარეგისტრირებული, რომელთა რაოდენობაც, ისევე როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელთა რიცხვი, საბოლოო არ არის.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე სადეპუტატო მანდატისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს - ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" სახელით, თეთრი წყაროს ოლქში. მას კონკურენციას 7 კანდიდატი გაუწევს, მათ შორის "ოცნების" წარმომადგენელი გოდერძი ჩანქსელიანი და "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ წიკლაური გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ფიქრობს, რომ ამისთვის მეორე ტური გახდება საჭირო.
|
თიკო ოსმანოვა 07.10.2016
"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი მამუკა არეშიძე მის მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს მიიჩნევს.
|
სალომე სარიშვილი 07.10.2016
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არჩევნებებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკურ სუბიქტებზე თავდასხმა არა კონკრეტულად მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის იმიჯისთვისაა დამაზიანებელი. მისი თქმით, მოტივი ამ განზრახვისა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას ემსახურება, რაც სხვადასხვა ძალების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2016
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით, სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს პროფესიონალის ნამოქმედარია, რომელსაც აფეთქების ტრაექტორიიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსის ლიკვიდაცია განზრახული არ ჰქონდა.
|
ლიკა გურაბანიძე 07.10.2016
"ქართული ოცნება" მიღებული შემოწირულობების თვალსაზრისით ყველაზე მდიდარ პარტიად ითვლება. 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში შემოწირულობების მთლიანი თანხის უდიდესი ნაწილი 64%, ანუ 10,286,735 ლარი სწორედ მან მიიღო, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" 2 289 122 ლარით. მესამეზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 1,151,797 ლარით, ხოლო მეოთხეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 651,662 ლარით.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის აზრით, პარლამენტში მეორე ადგილისთვის "თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოლებენ. მისი თქმით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, "ნაციონალების" ამომრჩეველი საკმაოდ დამფრთხალია და ალტერნატიული პარტიის ძიებაშია.
|
ნათია ლომიძე 07.10.2016
ახალი წლიდან ექსპორტის მაჩვენებელი შეიძლება გაუარესდეს. ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი ისედაც ძალიან მაღალია და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სამომავლოდ კიდევ მოიმატებს. აზერბაიჯანსა და რუსეთში ქართული პროდუქტის მოხმარება შეიძლება შემცირდეს. პერსპექტივა ამ მხრივ საკმაოდ ბუნდოვანია.
|
მარი ჩიტაია 07.10.2016
ეროვნული ბანკისა და მთავრობის მცდელობა, არჩევნების წინ ლარის კურსი დაიჭიროს, კვლავ უშედეგოა. ბოლო 10 დღეში სებ-მა 100 მილიონი დოლარი გაყიდა და კურსი მაინც დაბლა ეშვება. დიდია ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ გაქცეულ ლარზე კონტროლი დიდი ხნით დაიკარგოს.
|
თაკო მათეშვილი 06.10.2016
აბი გლუკოზა - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ მისი მშვიდობიანად ჩატარება თარგამაძის ავტომობილის აფეთქებით შეშფოთებულ უცხოელ დამკვირვებლებს დაამშვიდებდა.
|
ეკატერინე ბასილაია 06.10.2016
"მოგესალმებით ვარდების მოედნისა და "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრების მონაწილეებს," - ამ მიმართვით მიესალმა ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო დასკვნით აქციაზე გუშინ რუსთაველზე შეკრებილ მხარდამჭერებს და მიუხედავად იმისა, რომ, თვითმხილველების თქმით, აქცია მრავალრიცხოვნობით გამორჩეული საერთოდაც არ ყოფილა, დაახლოებით ალბათ 20 000-კაციანი თუ იქნებოდა, რატომღაც თავად "ნაციონალების" მხრიდან კომენტარებით თუ "ფეისბუქში" ფოტოების გაზიარებით მთელი მონდომებით აქცენტი სწორედ ხალხის დიდ რაოდენობაზე კეთდებოდა და მიდიოდა საპირისპიროს მტკიცება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|