ეკატერინე ბასილაია
04.10.2016

 არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური რეიტინგებით ბრძოლა გახსნილად გამოცხადდა. სულ რამდენიმე დღის წინ ერთი და იგივე დროს ჩატარებული ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა ორმა ტელევიზიამ - "იმედის" კვლევაში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს, "რუსთავი 2"-ის კვლევით კი უმნიშვნელო სხვაობით, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მოლოდინია, რომ ეგზიტპოლების დაპირისპირება იქნება 8 ოქტომბერს, არჩევნების საღამოს 8 საათზეც არჩევნების მთავარი მანიპულაციის საგანი.

თიკო ოსმანოვა
04.10.2016

 "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის განცხადება, რომ შალვა რამიშვილი მას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მუშაობას სთავაზობდა ამ უკანასკნელს ხუმრობის ხასიათზე აყენებს, ამბობს, რომ კახა კალაძეზე აქვს "კომპრომატი", რაშინ მილიონს ითხოვდა, თუმცა გვარამიამ მხოლოდ ამ თანხის ნახევარი შესთავზა.

თიკო ოსმანოვა
04.10.2016

 "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა ხელისუფლებას ოპოზიციის დაშინებაში ადანაშაულებს და ამას მისი შტაბის ხელმძღვანელის დაკავებით ხსნის. ამბობს, რომ დავით ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს და რეალურად საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. თავად მღებრიშვილის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ელზა პაპოშვილი
04.10.2016

 გორის მაჟორიტარობის კანდიდატი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორში კვირას მომხდარ სროლას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსს, კახი კალაძეს აბრალებს.

თაკო მათეშვილი
04.10.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან" გუგული მაღრაძე ამბობს, რომ მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციის ასარევად ყოველ ღონეს ხმარობს, მაინც არაფერი გამოუვა, რადგან ამას არც ხალხი, არც ხელისუფლება და არც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს.

ნატა გიორგაძე
04.10.2016

 საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს. 3 მლნ 730 ათასი ადამიანიდან პენსია და სოციალურ შემწეობა 1 მლნ 220 ათას ადამიანზე გაიცემა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 32,8%-ია. ევროპასა და ამერიკაში ეს თანაფარდობა, საშუალოდ, 10-15%-ია.

მარი ჩიტაია
04.10.2016

 საქართველოს მთავრობას ლარის კურსის შედარებით გამყარების იმედი აქვს, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ნათლად გამოჩნდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან - 2.30. წლევანდელ ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 2,40-ია და აშკარაა, რომ მთელი წელი კურსიც დაახლოებით ამ მაჩვენებელის ფარგლებში ტრიალებს.

ნატა გიორგაძე
04.10.2016

 ხელისუფლების წევრთა არაერთი განცხადების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსი არასტაბილურობის ზენიტშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი თითქმის არ გამყარებულა. ეს მაშინ, როცა მთავრობის წევრები ეროვნულ ვალუტას მუდმივად გამყარებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მარიკა გოგოხია
04.10.2016

 სასესხო ლიმიტის გაზრდაში წამყვანი ბანკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ტოლს არ უდებენ. სულ რამდენიმე თვის წინ, თუ სესხის ლიმიტის მოცულობა ფიზიკური პირებისთვის 300 ლარს არ აჭარბებდა, ეს მაჩვენებელი 600-1000 ლარამდე მოიმატა.

მარი ჩიტაია
04.10.2016

 არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა პარტია თუ კოალიცია ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას აპირებს. ასეთი სურათი იკვეთება პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებში, სადაც ბიუროკრატიული აპარატის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათ შორისაა "ქართული ოცნება", რომლის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ "გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯები". კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა ოპოზციური პარტიების პროგრამებში.

ელზა პაპოშვილი
03.10.2016

 ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში მხოლოდ "ოცნება" და "ნაციონალები" შევლენ, ეს ქვეყანაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდება. მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანაში მოჩვენებითი სიწყნარეა, რადგანაც მთავარი პროცესები არჩევნების შემდგომ განვითარდება, რომელშიც, დიდი ალბათობით, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა ჩაერევა.

მარიამ ელიაშვილი
03.10.2016

 საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ვითარება წინა არჩევნებთან საკმაოდ მშვიდია და დაძაბულობა ნაკლებია. თუმცა, ამ ფონზე უკვე მოხდა რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება ამა თუ იმ პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა მონაწილეობით, თანაც - პირდაპირ ეთერში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×