მამუკა ნაცვალაძე
03.10.2016

 მეცხრამეტე საუკუნე ცუდად დაებედა საქართველოს - რუსულ პოლიტიკურ თამაშებს ისე შეეწირა ქართლ-კახეთის სამეფო, რომ იმ პერიოდის თანამედროვეთაგან ბევრმა გვიან გაიაზრა, რა ხდებოდა მათ თავს. ქართველთა დიდი ნაწილი რუსის ჯინჯილებსა და აპელატებს დახარბდა, სამეფო კარის უმეტესობამაც პენსიებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე გაყიდა სამშობლო. ასე დარჩა ეულად ჩვენი ქვეყანა თითო-ოროლა პატრიოტის ამარა.

თაკო მათეშვილი
01.10.2016

 წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ათობით, ზოგ შემთხვევაში კი ასობით წევრმა დატოვა. პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც პარტიას წევრები განსხვავებული მოსაზრების გამო ტოვებენ და პოლიტიკიდანაც მიდიან. თუმცა, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები მოწინააღმდეგე პარტიის რიგებს უერთდებიან.

ეკატერინე ბასილაია
01.10.2016

 2 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ახალი მოსამართლე ეყოლება, მანამდე კი, ამ მოსამართლეების ვადის ამოწურვის ბოლო საათებში საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ს ორი სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა კანონის ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და ის ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე, თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დანიშნა.

ეკატერინე ბასილაია
01.10.2016

 საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ხელისუფლების დროს დაინიშნა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ ხელისუფლების ინტერესების გამტარებლადაა შერაცხული, ამბობს, რომ გამოცხადებული გადაწყვეტილება არაფერს ცვლის - "რუსთავი 2"-ს არც დროებითი მმართველი ჰყავს და იქ არც დაუყოვნებლივი აღსრულება მომხდარა. ამიტომ ამ სარჩელს მხარი მანაც დაუჭირა.

მარიამ ელიაშვილი
01.10.2016

 სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობამ შესარჩევ კომიტეტს 3 კანდიდატი წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირეს. ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის შეფასებით, გასაუბრების შემდეგ სიის არდამტკიცება, რეალურად, სიის უარყოფას ნიშნავს.

ელზა პაპოშვილი
01.10.2016

 ფონიჭალაში 30 სექტემბერს, გვიან ღამით, 15 წლის მოზარდი სასიკვდილოდ დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მე-11 კლასის მოსწავლე ავთო ბაგალიშვილი ქვემო ფონიჭალაში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმყოფებოდა, სადაც მას და მის მეგობრებს თანატოლებთან შელაპარაკება მოუვიდათ, ხოლო კონფლიქტი კონცერტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

ელზა პაპოშვილი
01.10.2016

 პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ხელისუფლებას შესაძლოა, თავად არ სურდეს იმის გახმაურება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თუნდაც კანონიერად უსმენს.

ვახტანგ შამუგია
01.10.2016

 საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. როგორია წინასაარჩევნო გარემო დღეს, რა კანონდარღვევებსა და მანიპულაციებს აქვს ადგილი მმართველი გუნდის მხრიდან და როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა - ამის შესახებ "რეზონანსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა.

ლიკა გურაბანიძე
01.10.2016

  რომის პაპი ფრანცისკე (რომის 266-ე პაპი 2013 წლის 13 მარტიდან) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ესტუმრა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დახვდნენ, ასევე - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მთავრობის ცალკეული წევრები.

მარიამ აფციაური
01.10.2016

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მოთხოვნების ნაწილი, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში, საუბარია შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურებაზე. გაფიცვის პარალელურად ჩინურ კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მედიატორის როლს ასრულებდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც "რეზონანსს" დეტალურად გააცნო ის პირობები, რომელსაც ჩინური კომპანია დაეთანხმა.

მარი ჩიტაია
01.10.2016

 ჰიბრიდული ავტომანქანების წილი ქართულ ბაზარზე 10%-ს ვერ აღწევს. ელექტრომობილების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი საერთოდ მიზერულია. მიუხედავად მოსალოდნელი საგადასახადო შეღავათებისა, ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. შეიძლება, ეს ინფორმაციის სიმცირეს უკავშირდებოდეს. მომხმარებლებმა არ იციან მთავრობის ინიციატივის შესახებ.

ნათია ლომიძე
01.10.2016

 ბოლო პერიოდში თბილისში ველოსიპედი ძლიერ პოპულარული სატრანსპორტო საშუალება გახდა. შესაბამისად, ველობიზნესიც წინსვლას განიცდის, რეალიზაციის მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. სპორტული ინვენტარების მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე კლიენტების სიჭარბეა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×