მამუკა ნაცვალაძე
19.09.2016

 ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტი გახლდათ ფეოდალური საქართველოსთვის. აშკარაა, რომ XII ს-ის 80-იანი წლების ქართული საზოგადოება განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, ეს იმ ეკონომიკური აღმავლობის შედეგია, საქართველო რომ განიცდის დავით აღმაშენებლის მმართველობიდან მოყოლებული. აშკარაა ისიც, რომ  საზოგადოების წინსვლას სულ სხვა სივრცე და სამოქმედო არეალი სჭირდება, რასაც ფეოდალური მარწუხები უშლის ხელს. სწორედ ის ფეოდალური მარწუხები, მეფის ერთმმართველობა და შეუზღუდავი უფლებები რომ აქცია ჩვეულებრივ რეალობად.

ეკატერინე ბასილაია
19.09.2016

 ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს და სახელმწიფოს სოციალური შემწეობის თხოვნით მიმართავს. მათგან 477 840 საქართველოს მოქალაქე კი, მოსახლეობის 12,8%, ყოველთვიურ შემწეობას იღებს და ის საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ პენსიონერების კვალდაკვალ სოციალურად დაუცველი ფენის მოხიბვლასაც ცდილობენ და შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებში პენსიების გარდა სოციალური შემწეობების გაზრდის თემაც ყველაზე პოპულარულია.  დაპირებებში ბევრია სიტყვა - "უფასო" და "მუქთა ფული".

თაკო მათეშვილი
19.09.2016

 პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, რითიც პოლიტიკოსები სარგებლობენ სწორედ ესაა, სპეციალისტთა აზრით, წინასაარჩევნოდ არაადეკვატური დაპირებების გაცემის საფუძველი.

მათი თქმით, ხალხისათვის ლიფტების, გზების, კანალიზაციის, სახურავების, ტრანსპორტის და მსგავსი პრობლემების მოგვარება უფრო პრიორიტეტულია და ამავდროულად არ ესმის, რომ ეს ყველაფერი  პარლამენტის დეპუტატის კომპეტენციაში არ შედის.

გვანცა ღვედაშვილი
19.09.2016

 პრემიერის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დიდი ალბათობით არ შედგება, წინასაარჩევნოდ მოვლენები კი, კიდევ უფრო დაიძაბება, - ასეთი შეაფასება პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში გააკეთა. 

თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე უპირობო გამარჯვებაში დარწმუნებულია. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ამბობს, რომ გუბერნატორად მისი ყოფნისას ბევრი უსახური და გაუაზრებელი პროექტის განხორციელების გამო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მცხეთის ყოფნას სარფთხე შეექმნა.

თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია და მხოლოდ ის აინტერესებს, თუ ვინ გავა მე-2-3 ადგილზე.

თიკო ოსმანოვა
19.09.2016

 8 ოქტომბერს მცხეთა პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იქნება. სადეპუტატო მანდატისთვის იქ 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების შედარებით მაღალი შანსი ორ მათგანს აქვს - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ დიმიტრი ხუნდაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამ რეგიონის გუბერნატორი იყო.

სალომე სარიშვილი
19.09.2016

 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 15 მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძოლებს. მათგან ზოგიერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია და შესაბამისად, კონკურენცია ამ რაიონში მაღალია. 

მამუკა ნაცვალაძე
17.09.2016

 საქართველოს ისტორიაში თამარის მეფობის ხანა დახუნძლულია მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული მოვლენებით. სწორედ XII ს-ის 80-იან წლებში ჩნდება პირველად საქართველოში სამეფო ხელისუფლების შეზუდვის იდეა. საქართველოს იმჟამინდელი მეჭურჭლეთუხუცესის, ყუთლუ-არსლანს მოთხოვნები მართლაც უპრეცედენტო გახლდათ მთელი მსოფლიო ისტორიის მასშტაბით.

მარი ჩიტაია
17.09.2016

 "ფრაზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა და 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა პუნქტების მიხედვით აჩვენა.

ნათია ლომიძე
17.09.2016

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვეც არ რჩება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს. ქვეყანაში ურთულესი სოციალური ფონია და ამას არავინ უარყოფს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხალხისთვის მთავარ და უცვლელ პრობლემად რჩება. იმ დაპირებების, რომ ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ მოგვარდება, მოსახლეობას აღარ სჯერა.

მარიამ აფციაური
17.09.2016

 ტაქსების ბიზნესი რეგიონებში, განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებში, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მათ სიმრავლეზე სპეციალისტებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რეგიონებში ტაქსების რაოდენობა 20 000-მდე იქნება. ისინი გააქტიურების მიზეზად მოთხოვნის ზრდას ასახელებენ, რასაც ტურისტების მომატებამაც შეუწყო ხელი. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×